მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141361.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
აქ გავიცანი ადამიანები, რომლებიც ვეგეტარიანიზმის ბურჯებად ითვლებოდნენ და დიეტიკაში ჩემი საკუთარი ექსპერიმენტებიც წამოვიწყე.
Here I came in contact with those who were regarded as pillars of vegetarianism, and began my own experiments in dietetics.
141362.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
შევწყვიტე ტკბილეულისა და სუნელ-სანელებლების ჭამა.
I stopped taking the sweets and condiments.
141363.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ახლა გემრიელად შევექცეოდი მოხარშულ უმარილო ისპანახს, რომელიც რიჩმონდში უგემური მეჩვენებოდა.
I now relished the boiled spinach which in Richmond tasted insipid, cooked without condiments.
141364.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
იმ დროს არსებობდა შეხედულება, რომლის თანახმადაც ჩაი და ყავა მავნებელი იყო და უპირატესობას კაკაოს ანიჭებდნენ.
There was in those days a body of opinion which regarded tea and coffee as harmful and favoured cocoa.
141365.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ადამიანმა მხოლოდ ის უნდა ჭამოს, რაც მას ჯანმრთელი სხეულის შენარჩენუბაში შეუწყობს ხელს, შევწყვიტე ჩაისა და ყავის სმა და კაკაოზე გადავედი.
As I was convinced that one should eat only articles that sustained the body, I gave up tea and coffee as a rule, and substituted cocoa.
141366.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
რესტორნებს, რომლებშიც მე ვსადილობდი, ორი-ორი დარბაზი ჰქონდა.
There were two divisions in the restaurants I used to visit.
141367.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
უკიდურესი ეკონომიის დღეებში მე ჩვეულებრივ ამ მეორე დარბაზში ვსადილობდი ხოლმე.
In my days of strict frugality I usually dined in the second division.
141368.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
მთავარ ექპერიმენტთან ერთად მცირე ექსპერიმენტებსაც ვატარებდი, ისეთებს, როგორიცაა მაგალითად სახამებლიან საკვებზე უარის თქმა, ანდა მარტო პურითა და ხილით, სხვა დროს კი მარტო ყველით, რძითა და კვერცხით კვება.
There were many minor experiments going on along with the main one; as for example, giving up starchy foods at one time, living on bread and fruit alone at another, and once living on cheese, milk and eggs.
141369.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ამ მტკიცებულებამ დამარწმუნა და, აღთქმის მიუხედავად, კვერცხის ჭამა დავიწყე.
I was taken in by this plea and took eggs in spite of my vow.
141370.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
მაგრამ ეს წამიერი ცდუნება იყო.
But the lapse was momentary.
141371.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
მე არ მქონდა უფლება, აღთქმაში ახალი ინტერპრეტაცია შემეტანა.
I had no business to put a new interpretation on the vow.
141372.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ვიცოდი, რომ „ხორცში“ ის კვერცხსაც გულისხმობდა.
I knew that her definition of meat included eggs.
141373.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
და როგორც კი აღთქმის ჭაშმარიტი არსი გავაცნობიერე, მაშინვე შევწყვიტე კვერცხის ჭამა და მსგავსი ექსპერიმენტები.
And as soon as I saw the true import of the vow I gave up eggs and the experiment alike.
141374.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ინგლისში ხორცის სამგვარ განმარტებას წავაწყდი.
I came across three definitions of meat in England.
141375.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
პირველის თანახმად, ხორცი ნიშნავს მხოლოდ ფრინველისა და ნადირის ხორცს.
According to the first, meat denoted only the flesh of birds and beasts.
141376.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ვეგეტარიანელები, რომლებიც ამ განსაზღვრებას ემხრობოდნენ, არ ჭამდნენ ფრინველისა და ნადირის ხორცს, მაგრამ ჭამდნენ თევზს, რომ არაფერი ვთქვათ კვერცხზე.
Vegetarians who accepted that definition abjured the flesh of birds and beasts, but ate fish, not to mention eggs.
141377.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
მეორე განმარტებით ხორცი თანაბრად გულისხმობს ყველა ცოცხალ არსებას.
According to the second definition, meat meant flesh of all living creatures.
141378.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ამდენად, თევზიც გამორიცხულია, მაგრამ კვერცხის ჭამა ნებადართულია.
So fish was here out of the question, but eggs were allowed.
141379.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
თუ პირველ განსაზღვრებას დავუჯერებდი, არა მარტო კვერცხის, არამედ თევზის ჭამაც შემეძლო.
If I accepted the first definition, I could take not only eggs, but fish also.
141380.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ დედაჩემისეული განსაზღვრება სავალდებულო იყო ჩემთვის.
But I was convinced that my mother's definition was the definition binding on me.