მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141381.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
და თუკი უნდა დამეცვა მიცემული აღთქმა, კვერცხზეც უნდა მეთქვა უარი.
If, therefore, I would observe the vow I had taken, I must abjure eggs.
141382.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ასეც მოვიქეცი.
I therefore did so.
141383.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ეს საქმეს ართულებდა იმდენად, რამდენადაც, როგორც აღმოჩნდა, ვეგეტარიანულ რესტორნებშიც კი ბევრი კერძი კვერცხს შეიცავდა.
This was a hardship in as much as inquiry showed that even in vegetarian restaurants many courses used to contain eggs.
141384.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ არ ვიცოდი, რა რა იყო, უხერხული პროცედურის გავლა მიწევდა, უნდა მეკითხა, შეიცავდა თუ არა ესა თუ ის კერძი კვერცხს, რადგან მრავალი სახის პუდინგი და ნამცხვარი კვერცხით მზადდებოდა.
This meant that unless I knew what was what, I had to go through the awkward process of ascertaining whether a particular course contained eggs or no, for many puddings and cakes were not free from them.
141385.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
თუმცა, ნამდვილი გვემა ჯერ კიდევ წინ მელოდა და ის მეორე ფიცს შეეხებოდა.
The real ordeal, however, was still to come, and that was in respect of the other vow.
141386.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
მაგრამ ვის ძალუძს, ვნება მიაყენოს მას, ვისაც უფალი იცავს?
But who dare harm whom God protects?
141387.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
უადგილო არ უნდა იყოს, აქ ფიცისა თუ აღთქმის ინტერპრეტაციაზე ჩემი რამდენიმე შენიშვნა რომ მოგახსენოთ.
A few observations about the interpretation of vows or pledges may not be out of place here.
141388.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
მათ ეგოიზმი აბრმავებს, კარგად იყენებენ აღთქმის შინაარსის ორაზროვნებას, თავსაც იტყუებენ და მთელი სამყაროს და უფლის მოტყუებასაც ცდილობენ.
Selfishness turns them blind, and by a use of the ambiguous middle they deceive themselves and seek to deceive the world and God.
141389.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ერთი ოქროს წესი არსებობს – აღიარო სწორედ ის ინტერპრეტაცია, რომელიც აღთქმის დამწესებელმა იგულისხმა.
One golden rule is to accept the interpretation honestly put on the pledge by the party administering it.
141390.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ამ ორი წესის უგულებელყოფა შუღლსა და ცოდვას ამრავლებს და ამისი საფუძველი ჭეშმარიტების უარყოფაა.
Rejection of these two rules gives rise to strife and iniquity, which are rooted in untruthfulness.
141391.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ვინც მხოლოდ ჭეშმარიტებას ეძიებს, იოლად ასრულებს „ოქროს წესს“.
He who seeks truth alone easily follows the golden rule.
141392.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ოქროს წესი ანუ ერთადერთი ჭეშმარიტი განმარტება ჩემთვის ხორცის დედაჩემისეული ინტერპრეტაცია გახლდათ და არა ის, რაც გამოცდილებამ ან მიღებული ცოდნით შეძენილმა ამპარტავნებამ მიკარნახა.
My mother's interpretation of meat was, according to the golden rule, the only true one for me, and not the one my wider experience or my pride of better knowledge might have taught me.
141393.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ინგლისში ჩემს მიერ ჩატარებული ცდები მხოლოდ ეკონომიისა და ჰიგიენის მიზნით განვახორციელე.
My experiments in England were conducted from the point of view of economy and hygiene.
141394.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ამ საკითხის რელიგიური მხარე არც კი განმიხილავს სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე, სადაც კიდევ უფრო რთული ცდები ჩავატარე, მაგრამ ამაზე მოგვიანებით მოგითხრობთ.
The religious aspect of the question was not considered until I went to South Africa where I undertook strenuous experiments.
141395.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
თუმცა, ყველა ჩემს ექსპერიმენტს ინგლისში ჩაეყარა საფუძველი.
The seed, however, for all of my experiments was sown in England.
141396.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მორცხვობა – ჩემი ფარი.
SHYNESS MY SHIELD.
141397.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ცოტა ხანში ვეგეტარიანელთა საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის წევრად ამირჩიეს და მის ყოველ შეკრებას, როგორც წესი, ვესწრებოდი, თუმცა აზრის გამოთქმა მუდამ მიჭირდა.
I was elected to the Executive Committee of the Vegetarian Society, and made it a point to attend every one of its meetings, but I always felt tongue-tied.
141398.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ერთხელ დოქტორმა ოლდფილდმა მითხრა: „მე ყოველთვის მშვენივრად მესაუბრებით, კომიტეტის შეკრებებზე რა გემართებათ, პირში წყალს რატომ იგუბებთ?“
Dr. Oldfield once said to me, 'You talk to me quite all right, but why is it that you never open your lips at a committee meeting?'
141399.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ფუტკარი მუდამ საქმიანია, მამალი ფუტკარი კი დროს სულ უქმად ატარებს.
The bees are ever busy, the drone is a thorough idler.
141400.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
შეკრებაზე სხვები აზრს გამოთქვამდნენ, მე კი ხმის ამოუღებლად ვიჯექი.
Whilst others expressed their opinions at these meetings, I sat quite silent.