მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141401.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მაგრამ ვიბნეოდი, არ ვიცოდი, როგორ გამომეთქვა ჩემი აზრი.
But I was at a loss to know how to express myself.
141402.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ასე გაგარძელდა საკმაოდ დიდხანს.
This went on for a long time.
141403.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ერთი სერიოზული საკითხი წამოაყენეს განსახილველად.
A serious question came up for discussion.
141404.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მსჯელობა დაახლოებით ამგვარად წარიმართა:
The discussion arose somewhat in this wise.
141405.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
საზოგადოების პრეზიდენტი, მისტერ ჰილი „თემზ აირონ უორკს“-ის მეპატრონე გახლდათ.
The President of the Society was Mr. Hills, proprietor of the Thames Iron Works.
141406.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ის პურიტანი იყო.
He was a puritan.
141407.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ყოფნა-არყოფნა, ძირითადად, მის ფინანსურ მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული.
It may be said that the existence of the Society depended practically on his financial assistance.
141408.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
კომიტეტის წევრების დიდი ნაწილიც მისი ხალხი იყო.
Many members of the Committee were more or less his protégés.
141409.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ცნობილი ვეგეტარიანელი, დოქტორი ალინსონიც ამ კომიტეტის წევრი გახლდათ.
Dr. Allinson of vegetarian fame was also a member of the Committee.
141410.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ის მხარს უჭერდა მაშინ ახლად ჩასახულ მოძრაობას შობადობაზე კონტროლის დაწესების შესახებ და მუშათა კლასს საკუთარ მეთოდებს უქადაგებდა.
He was an advocate of the then new birth control movement, and preached its methods among the working classes.
141411.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მისი რწმენით ვეგეტარიანული საზოგადოების მიზანი მხოლოდ დიეტიკის საკითხები კი არა, ზნეობრივი რეფორმაც იყო და დოქტორ ალინსონის ანტიპურიტანული შეხედულებები ვეგეტარიანელთა საზოგადოებისათვის მიუღებელად მიაჩნდა.
He thought that the Vegetarian Society had for its object not only dietetic but also moral reform, and that a man of Dr. Allinson's anti-puritanic views should not be allowed to remain in the Society.
141412.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ამ საკითხმა ძალიან დამაინტერესა.
The question deeply interested me.
141413.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მოსაზრებები შობადობის ხელოვნურ კონტროლთან დაკავშირებით სახიფათოდ მიმაჩნდა.
I considered Dr. Allinson's views regarding artificial methods of birth control as dangerous.
141414.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ვფიქრობდი, რომ დოქტორი ჰილზი, როგორც პურიტანი, ვალდებული იყო წინააღმდეგობა გაეწია მისთვის.
I believed that Mr. Hills was entitled, as a puritan, to oppose him.
141415.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მაგრამ სრულებით არამართებულად მიმაჩნდა ვეგეტარიანული საზოგადოებიდან კაცის იმ მიზეზით გარიცხვა, რომ ის უარს ამბობდა ამ საზოგადოების ერთ-ერთ მიზნად პურიტანული ზნეობა განეხილა.
But I thought it was quite improper to exclude a man from a vegetarian society simply because he refused to regard puritan morals as one of the objects of the society.
141416.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
საქმე ის იყო, თუ როგორ შევძლებდი ამას.
How to do it was the question.
141417.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
სიტყვით გამოსვლისთვის გამბედაობა არ მყოფნიდა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი აზრები წერილობით ჩამომეყალიბებინა.
I had not the courage to speak and I therefore decided to set down my thoughts in writing.
141418.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ნაწერი ჯიბეში ჩავიდე და კრებაზე წავედი.
I went to the meeting with the document in my pocket.
141419.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
რამდენადაც მახსოვს, დაწერილის წაკითხაც ვერ გავბედე და პრეზიდენტმა ჩემი ნაწერი ვიღაცას წააკითხა.
So far as I recollect, I did not find myself equal even to reading it, and the President had it read by someone else.
141420.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
დოქტორი ალინსონი იმ დღეს დამარცხდა.
Dr. Allinson lost the day.