მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141421.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
რამდენადაც მახსოვს, იმ შემთხვევის შემდეგ კომიტეტიდან წამოვედი.
I have a faint recollection that, after this incident, I resigned from the Committee.
141422.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა ინგლისში ვცხოვრობდი, მორცხვობა ჩემი მუდმივი თანამდევი იყო.
This shyness I retained throughout my stay in England.
141423.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ერთხელ ვექილ მაზმუდართან ერთად ვენტნორში წავედი.
I once went to Ventnor with Sjt. Mazmudar.
141424.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ბინად ვეგეტარიანელების ოჯახში დავდექით.
We stayed there with a vegetarian family.
141425.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მინერალური წყლებით განთქმულ ამ აგარაკზე „კვების ეთიკის“ ავტორი, მისტერ ჰოვარდიც ისვენებდა.
Mr. Howard, the author of The Ethics of Diet, was also staying at the same watering-place.
141426.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მან თავისთან მიგვიწვია და გვთხოვა, ვეგეტარიანიზმის მხარდასაჭერი სიტყვა გვეთქვა.
He invited us to speak at a meeting for the promotion of vegetarianism.
141427.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ვიცოდი, რომ ბევრი ასეც იქცევა, გამოსვლა უფრო მწყობრი და მოკლე რომ გამოვიდეს.
I knew that many did so to express themselves coherently and briefly.
141428.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ex tempore საუბარი წარმოუდგენლად მიმაჩნდა.
To speak ex tempore would have been out of the question for me.
141429.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ასე რომ, სიტყვა დავწერე.
I had therefore written down my speech.
141430.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
წასაკითხად წამოვდექი და ხმა ვერ ამოვიღე.
I stood up to read it, but could not.
141431.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
თვალთ დამიბნელდა და ავცახცახდი, მიუხედავად იმისა, რომ მოხსენება სულ რაღაც ერთი გვერდი იყო.
My vision became blurred and I trembled, though the speech hardly covered a sheet of foolscap.
141432.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მისი საკუთარი გამოსვლა კი, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე იყო და ტაშიც დაიმსახურა.
His own speech was of course excellent and was received with applause.
141433.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ძალიან შემრცხვა და გული დამწყდა ჩემი უნიათობის გამო.
I was ashamed of myself and sad at heart for my incapacity.
141434.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ბოლო მცდელობა, საჯაროდ წარმომეთქვა სიტყვა, ინგლისიდან სამშობლოში გამომგზავრების საღამოს მქონდა.
My last effort to make a public speech in England was on the eve of my departure for home.
141435.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მაგრამ ამჯერადაც მხოლოდ ის შევძელი, რომ თავი გავიმასხარავე.
But this time too I only succeeded in making myself ridiculous.
141436.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ჩემი ვეგეტარიანელი მეგობრები სადილად რესტორან ჰოლბორნში მივიწვიე.
I invited my vegetarian friends to dinner in the Holborn Restaurant.
141437.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
„ცხადია, რომ ვეგეტარიანული სადილი წესით ვეგეტარიანულ რესტორანში უნდა გადაიხადო“, - ვუთხარი ჩემს თავს.
'A vegetarian dinner could be had,' I said to myself, 'in vegetarian restaurants as a matter of course'.
141438.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ასე რომ, რესტორან ჰოლბორნის მენეჯერს შევუთანხმდი, ვეგეტარიანული სადილი მოემზადებინათ.
And I arranged with the manager of the Holborn Restaurant to provide a vegetarian meal.
141439.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ვეგეტარიანელებმა სიხარულით აიტაცეს ჩემი ექსპერიმენტი.
The vegetarians hailed my experiment with delight.
141440.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ცხადია, ყველა სადილი სიამოვნებისათვის იმართება, მაგრამ დასავლელებმა ის ხელოვნებად აქციეს.
All dinners are meant for enjoyment, but the West has developed the thing into an art.