მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141441.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
სადილს დიდი ბრწყინვალებით, მუსიკისა და გამოსვლების თანხლებით მართავენ.
Dinners are celebrated with great éclat, music and speeches.
141442.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
შესაბამისად, სიტყვის თქმაც აუცილებელი იყო.
Speeches, therefore, there had to be.
141443.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
როცა ჩემი ჯერი დადგა, წამოვდექი და სიტყვის წარმოსათქმელად გავემზადე.
When my turn for speaking came, I stood up to make a speech.
141444.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მაგრამ ერთი წინადადების მეტი ვერ წარმოვთქვი.
But I could not proceed beyond the first sentence.
141445.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
წაკითხული მქონდა ადისონის ამბავი, როცა მან პირველად თქვა სიტყვა თემთა პალატაში და სამჯერ გაიმეორა: „ასეთი აზრი ჩამესახა“.
I had read of Addison that he began his maiden speech in the House of Commons, repeating 'I conceive' three times.
141446.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მინდოდა სახუმარო სიტყვა მეთქვა და ამ ანეკდოტის ტექსტით მეხელმძღვანელა.
I had thought of making a humorous speech taking this anecdote as the text.
141447.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მეხსიერებამ მიმტყუნა და იმის ნაცვლად, რომ რამე სახუმარო მეთქვა, ესღა წამოვილუღლუღე.
My memory entirely failed me and in attempting a humorous speech I made myself ridiculous.
141448.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
გმადლობთ, რომ აქ მობრძანებაზე უარი არ მითხარით-მეთქი და მაშინვე დავჯექი.
'I thank you for having kindly responded to my invitation,' I said abruptly, and sat down.
141449.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მორცხვობა მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში დავძლიე, თუმცა, — ბოლომდე ვერა.
It was only in South Africa that I got over this shyness, though I never completely overcame it.
141450.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ექსპრომტად გამოსვლა არასოდეს შემეძლო.
It was impossible for me to speak impromptu.
141451.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ვყოყმანობდი, როცა უცხო მსმენელის წინაშე მიწევდა წარდგომა და ყველანაირად ვერიდებოდი საჯარო გამოსვლას.
I hesitated whenever I had to face strange audiences and avoided making a speech whenever I could.
141452.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
უნდა გითხრათ, რომ თანდაყოლილი მორცხვობა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას, როცა დაცინვის ობიექტი გავმხდარვარ, სრულებითაც არ ყოფილა წამგებიანი ან უსარგებლო ჩემთვის.
I must say that, beyond occasionally exposing me to laughter, my constitutional shyness has been no disadvantage whatever.
141453.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
სინამდვილეში, მგონი, პირიქით მოხდა და მხოლოდ სარგებლობა მომიტანა.
In fact I can see that, on the contrary, it has been all to my advantage.
141454.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
სიტყვის თქმის დროს გაუბედაობა, რომელიც ერთ დროს ძალიან მაწუხებდა, ახლა სიამოვნებად მექცა.
My hesitancy in speech, which was once an annoyance, is now a pleasure.
141455.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მისი სიკეთე ისაა, რომ სიტყვის ყადრი მასწავლა.
Its greatest benefit has been that it has taught me the economy of words.
141456.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ახლა ჩემს თავს ნამდვილად შემიძლია მივცე იმის საბუთი, რომ დაუფიქრებელი სიტყვა არასოდეს დამცდენია ენით თუ კალმით.
And I can now give myself the certificate that a thoughtless word hardly ever escapes my tongue or pen.
141457.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
არ მახსენდება, ოდესმე რაიმე გამხდომოდეს სანანებელი ჩემს ზეპირ გამოსვლასა თუ ნაწერში.
I do not recollect ever having had to regret anything in my speech or writing.
141458.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
გამოცდილებამ მაჩვენა, რომ სიჩუმე ჭეშმარიტების აღმსარებლის სულიერი დისციპლინის ნაწილია.
Experience has taught me that silence is part of the spiritual discipline of a votary of truth.
141459.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
შეგნებული თუ შეუგნებელი მიდრეკილება გაზვიადებისაკენ, ჭეშმარიტების მიჩქმალვისა თუ დამახინჯებისკენ ადამიანის თანდაყოლილი სისუსტეა და ამ სისუსტის დასაძლევად აუცილებელია, გაჩუმდე.
Proneness to exaggerate, to suppress or modify the truth, wittingly or unwittingly, is a natural weakness of man, and silence is necessary in order to surmount it.
141460.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
სიტყვაძუნწი კაცის მეტყველება იშვიათადაა დაუფიქრებელი; ის ყოველ სიტყვას წონის.
A man of few words will rarely be thoughtless in his speech; he will measure every word.