მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141461.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ჩვენ ცხოვრებაში ბევრ ადამიანს ვხვდებით, ენა წინ რომ უსწრებს.
We find so many people impatient to talk.
141462.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
ჩემი მორცხვობა სინამდვილეში ჩემი ფარი და მცველია.
My shyness has been in reality my shield and buckler.
141463.
განდი | ნაწილი I, თავი XVIII
მან შემაძლებინა, გავზრდილიყავი და ჭეშმარიტების შეცნობაშიც დამეხმარა.
It has allowed me to grow. It has helped me in my discernment of truth.
141464.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
სიცრუის სენი.
THE CANKER OF UNTRUTH.
141465.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
ორმოცი წლის წინათ ინგლისში შედარებით ნაკლებ ინდოელ სტუდენტს შეხვდებოდით.
There were comparatively few Indian students in England forty years ago.
141466.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
სკოლის ან კოლეჯის ინგლისელი სტუდენტები უცოლოები არიან, რადგან აქ სწავლა შეუთავსებლად ითვლება ოჯახურ ცხოვრებასთან.
School or college students in England are all bachelors, studies being regarded as incompatible with married life.
141467.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
ძველ დროში ჩვენც გვქონდა ასეთი ტრადიცია, როცა ყველა სტუდენტს ბრაჰმაჩარის სახელით იცნობდნენ.
We had that tradition in the good old days, a student then being invariably known as a brahmachari.
141468.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
მაგრამ დღეს ჩვენში ბავშვების ქორწინება დამკვიდრდა.
But in these days we have child marriages.
141469.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
ამიტომაა, რომ ინდოელ ახალგაზრდებს ეთაკილებათ იმის გამხელა, რომ ცოლი ჰყავთ.
Indian youths in England, therefore, felt ashamed to confess that they were married.
141470.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
ეს სახადი მეც შემეყარა.
I too caught the contagion.
141471.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
მაგრამ თვალთმაქცობამ ბედნიერება ვერ მომიტანა.
But I was none the happier for being a dissembler.
141472.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
უფრო ღრმად რომ არ შევტოპე, მხოლოდ ჩემს სიტყვაძუნწობასა და გულჩათხრობილობას უნდა ვუმადლოდე.
Only my reserve and my reticence saved me from going into deeper waters.
141473.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
საერთოდ რომ არ ამომეღო ხმა, არც ერთი გოგონა არ შეიწუხებდა თავს ჩემთან საუბრით ან შეხვედრით.
If I did not talk, no girl would think it worth her while to enter into conversation with me or to go out with me.
141474.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
უფალს ჩემი სიცრუის სენისაგან განკურნება ეწადა.
For God wanted to rid me of the canker of untruth.
141475.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
ერთხელ ბრაიტონში წავედი, ვენტნორის მსგავსი მინერალური წყლებით მდიდარ ადგილას.
I once went to Brighton, another watering-place like Ventnor.
141476.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
სასტუმროში ერთი საშუალო შეძლების ხანდაზმული ქვრივი მანდილოსანი გავიცანი.
I met there at a hotel an old widow of moderate means.
141477.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
მენიუში ყველა კერძი ფრანგულად ეწერა და ვერაფერი გავიგე.
The courses on the menu were all described in French, which I did not understand.
141478.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
მე და ის ხანდაზმული ქალბატონი ერთ მაგიდას ვუსხედით.
I sat at the same table as the old lady.
141479.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„გატყობთ, უცხოელი უნდა იყოთ, – მითხრა მან, – დაბნეული ჩანხართ. რატომ არაფერს უკვეთავთ?“
'You seem to be a stranger,' she said, 'and look perplexed. Why have you not ordered anything?'
141480.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
მე მენიუს ჩავკირკიტებდი და ოფიციანტთან კერძების შემადგენლობის დასადგენად ვემზადებოდი.
I was spelling through the menu and preparing to ascertain the ingredients of the courses from the waiter.