მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141481.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„ნება მომეცით, დაგეხმაროთ, მე აგიხსნით, რა წერია და გიჩვენებთ, რისი ჭამა შეგიძლიათ“, – მითხრა მან.
'Let me help you,' she said. 'I shall explain the card to you and show you what you may eat.'
141482.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
მადლიერმა, სიამოვნებით მივიღე მისი დახმარება.
I gratefully availed myself of her help.
141483.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
ასე ჩაისახა ნაცნობობა, რომელიც შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა.
This was the beginning of an acquaintance that ripened into friendship.
141484.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
მან თავისი ლონდონის მისამართი მომცა და შემომთავაზა, მასთან მესადილა ყოველ კვირადღეს.
She gave me her London address and invited me to dine at her house every Sunday.
141485.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებშიც მეპატიჟებოდა ხოლმე.
On special occasions also she would invite me.
141486.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
ცდილობდა, მორცხვობის დაძლევაში დამხმარებოდა, ყმაწვილ ქალებს მაცნობდა და მათთან საუბარს მაჩვევდა.
She tried to help me to conquer my bashfulness and introduce me to young ladies and draw me into conversation with them.
141487.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
თავიდან ძალიან მიმძიმდა ეს ყოველივე.
I found all this very trying at first.
141488.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
საუბრის წამოწყებას ვერ ვახერხებდი, ვერც ანეკდოტებით ვართობდი.
I could not start a conversation nor could I indulge in any jokes.
141489.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
ცოტა ხნის შემდეგ უკვე მოუთმენლად ველოდი კვირადღის დადგომას.
In course of time I looked forward to every Sunday.
141490.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
ჩვენი მეგობარი ხანდაზმული ქალბატონი თავის ქსელს თანდათან ხლართავდა.
The old lady went on spreading her net wider every day.
141491.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
ჩვენი შეხვედრებით დაინტერესებული ჩანდა.
She felt interested in our meetings.
141492.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
შესაძლოა, ჩვენთან დაკავშირებით რაღაც გეგმებიც კი ჰქონდა, - აღარ ვიცოდი, რა მექნა.
Possibly she had her own plans about us. I was in a quandary.
141493.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
,,ნეტავ, თავის დროზე მეთქვა ამ კეთილი ქალისთვის, ცოლიანი რომ ვარ, — ვეუბნებოდი ჩემს თავს, — მაშინ მიზნად აღარ დაისახავდა ჩვენს დაქორწინებას“.
'How I wished I had told the good lady that I was married!' I said to myself. 'She would then have not thought of an engagement between us'.
141494.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
,,თუმცა, მდგომარეობის გამოსწორება არასოდესაა გვიან, დღეს სიმართლის გამხელით მომავალში მაინც ავირიდებ უსიამოვნებას“.
'It is, however, never too late to mend. If I declare the truth, I might yet be saved more misery.'
141495.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
ამ აზრით გამხნევებულმა, წერილი მივწერე:
With these thoughts in my mind, I wrote a letter to her:
141496.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„მას შემდეგ, რაც ბრაიტონში შევხვდით ერთმანეთს, თქვენ სიკეთეს იჩენთ ჩემს მიმართ“.
'Ever since we met at Brighton you have been kind to me'.
141497.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„ისე ზრუნავთ ჩემზე, როგორც დედა ზრუნავს თავის ვაჟიშვილზე“.
'You have taken care of me even as a mother of her son'.
141498.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„ასევე მიგაჩნიათ, რომ უნდა დავოჯახდე და ამ მიზნით ყმაწვილ ქალებს მაცნობთ“.
'You also think that I should get married and with that view you have been introducing me to young ladies'.
141499.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„საქმე უფრო რომ არ გართულდეს, უნდა გამოგიტყდეთ“.
'Rather than allow matters to go further, I must confess to you'.
141500.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„ვიცოდი, რომ ინდოელი სტუდენტები თავიანთი ქორწინების ამბავს მალავენ და მეც მათ მივბაძე“.
'I knew that Indian students in England dissembled the fact of their marriage and I followed suit'.