მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141501.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„ახლა ვხვდები, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი“.
'I now see that I should not have done so'.
141502.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„ისიც მინდა დავსძინო, რომ ცოლი მაშინ შემრთეს, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ვაჟიშვილის მამაც ვარ“.
'I must also add that I was married while yet a boy, and am the father of a son'.
141503.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„გული მტკივა, ამდენ ხანს რომ დაგიმალეთ ეს ამბავი“.
'I am pained that I should have kept this knowledge from you so long'.
141504.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„თუმცა მიხარია, რომ უფალმა ახლა მაინც შემაძლებინა სიმართლის თქმა“.
'But I am glad God has now given me the courage to speak out the truth'.
141505.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„შეძლებთ, თუ არა ჩემს პატიებას?“
'Will you forgive me?'
141506.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„გარწმუნებთ, იმ ყმაწვილ ქალთან თავაზიანობის ზღვარს არასოდეს გადავცდენილვარ“.
'I assure you I have taken no improper liberties with the young lady'.
141507.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„იმისათვის, რომ დღევანდელი მდგომარეობა საზღვრებს არ გასცდეს, თავი ვალდებულად ჩავთვალე, სიმართლე გამემხილა“.
'In order that things should not go beyond the present stage, I must tell you the truth'.
141508.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„თუ ამ წერილის მიღების შემდეგ მიიჩნევთ, რომ თქვენი სტუმართმოყვარეობის ღირსი არა ვარ, გარწმუნებთ, არ მეწყინება“.
'If on receipt of this, you feel that I have been unworthy of your hospitality, I assure you I shall not take it amiss'.
141509.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„თქვენი სიკეთისა და მზრუნველობის გამო სამუდამოდ ვალში ვარ თქვენთან“.
'You have laid me under an everlasting debt of gratitude by your kindness and solicitude'.
141510.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„ხოლო, თუ ამის შემდეგაც არ იტყვით უარს ჩემთან მეგობრობაზე და თუ თქვენი სტუმართმოყვარეობის ღირსად კვლავაც ჩამთვლით, რის დამსახურებასაც ყველანაირად ისევ შევეცდები, რა თქმა უნდა, თავს ბედნიერად ვიგძნობ და ამას თქვენი სიკეთის კიდევ ერთ გამოვლინებად მივიჩნევ“.
'If, after this, you do not reject me but continue to regard me as worthy of your hospitality, which I will spare no pains to deserve, I shall naturally be happy and count it a further token of your kindness'.
141511.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„მივიღე თქვენი გულწრფელი წერილი, რომლის შინაარსმაც ორივე ძალიან გაგვახარა და გაგვამხიარულა“.
'I have your frank letter. We were both very glad and had a hearty laugh over it'.
141512.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„მაგრამ კარგია, რომ გაგვაცანით საქმის ნამდვილი ვითარება“.
'But it is well that you have acquainted us with the real state of things'.
141513.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
„ჩემი მოწვევა ისევ ძალაშია და მომავალ კვირადღეს გელოდებით“.
'My invitation still stands and we shall certainly expect you next Sunday'.
141514.
განდი | ნაწილი I, თავი XIX
ასე განვიწმინდე სიცრუის სენისაგან.
I thus purged myself of the canker of untruth.
141515.
განდი | ნაწილი I, თავი XX
რელიგიის შემეცნება.
ACQUAINTANCE WITH RELIGIONS.
141516.
განდი | ნაწილი I, თავი XX
მათ „გიტაზე“ გამიბეს საუბარი.
They talked to me about the Gita.
141517.
განდი | ნაწილი I, თავი XX
„ღვთაებრივი საგალობლის“ ედვინ არნოლდისეული თარგმანი ჰქონდათ წაკითხული და მთხოვეს, ორიგინალი მათთან ერთად წამეკითხა.
They had read Sir Edwin Arnold's translation – The Song Celestial– and they invited me to read the original with them.
141518.
განდი | ნაწილი I, თავი XX
შემრცხვა, რადგან ღვთაებრივი პოემა არ მქონდა წაკითხული — არც სანსკრიტზე და არც გუჯარათულ ენაზე.
I felt ashamed, as I had read the divine poem neither in Samskrit nor in Gujarati.
141519.
განდი | ნაწილი I, თავი XX
იძულებული ვიყავი, გამემხილა, რომ „გიტა“ არ წამიკითხავს, მაგრამ ვუთხარი, რომ სიამოვნებით წავიკითხავდი მათთან ერთად.
I was constrained to tell them that I had not read the Gita, but that I would gladly read it with them.
141520.
განდი | ნაწილი I, თავი XX
შევუდექი „გიტას“ კითხვას მათთან ერთად.
I began reading the Gita with them.