მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141521.
განდი | ნაწილი I, თავი XX
,,თუ კაცი გრძნობისმიერზე ფიქრს აჰყვება, მყისვე მოიხიბლება; ხიბლი აღუძრავს სურვილს, სურვილი ააალებს შმაგ ვნებას, ვნება — თავდავიწყებას.“
'If one Ponders on objects of the sense, there springs Attraction; from attraction grows desire, Desire flames to fierce passion, passion breeds Recklessness'.
141522.
განდი | ნაწილი I, თავი XX
,,მეხსიერება, ყველასაგან მიტოვებული, დაივიწყებს მაღალ მიზანს და გონებას გამოფიტავს, სანამ ბოლოს არ მოუღებს მიზანს, გონს და ადამიანს.“
'The memory–all betrayed– Lets noble purpose go, and saps the mind, Till purpose, mind, and man are all Undone'.
141523.
განდი | ნაწილი I, თავი XX
წიგნმა გამაოგნა და ვფიქრობ, რომ ის ფასდაუდებელი საგანძურია.
The book made a deep impression on my mind, and they still ring in my ears.
141524.
განდი | ნაწილი I, თავი XX
უიმედობის წუთებში მას ჩემთვის ერთგული დახმარება გაუწევია.
It has afforded me invaluable help in my moments of gloom.
141525.
განდი | ნაწილი I, თავი XX
ალბათ, ყველა ინგლისური თარგმანი მექნება წაკითხული და მათ შორის საუკეთესოდ სერ ედვინ არნოლდისეულს მივიჩნევ.
I have read almost all the English translations of it, and I regard Sir Edwin Arnold's as the best.
141526.
განდი | ნაწილი I, თავი XX
მთარგმნელი ტექსტის ერთგულია და მისი თარგმანი ორიგინალივით იკითხება.
The translator has been faithful to the text, and yet it does not read like a translation.
141527.
განდი | ნაწილი I, თავი XX
მართალია, “გიტა“ იმ ჩემს ორ მეგობართან ერთად წავიკითხე, მაგრამ ვიცრუებ, თუ ვიტყვი, რომ მაშინ მისი შესწავლა მოვახერხე.
Though I read the Gita with these friends, I cannot pretend to have studied it then.
141528.
განდი | ნაწილი I, თავი XX
მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქცა „გიტა“ ჩემთვის სამაგიდო წიგნად.
It was only after some years that Guta became a book of daily reading.
141529.
განდი | ნაწილი I, თავი XX
ძმებმა ასევე მირჩიეს წამეკითხა სერ ედვინ არნოლდის „აზიის შუქი“.
The brothers also recommended The Light of Asia by Sir Edwin Arnold.
141530.
განდი | ნაწილი I, თავი XX
ამ მწერალს მანამდე მხოლოდ მისი „ღვთაებრივი საგალობლით“ ვიცნობდი და უნდა გითხრათ, რომ მისი ეს წიგნი „ბჰაგავად გიტაზე“ უფრო დიდი ინტერესით წავიკითხე.
I knew this writer till then as the author only of The Song Celestial, and I read it with even greater interest than I did the Bhagavadgita.
141531.
განდი | ნაწილი I, თავი XX
ერთხელ ძმებმა ბლავაცკაიას ლოჟაშიც წამიყვანეს და მადამ ბლავაცკაია და ქალბატონი ბეზანტი გამაცნეს.
Once the rother took me on one occasion to Madame Blavatsky Lodge and introduced me to Madame Blavatsky and Mrs. Besant.
141532.
განდი | ნაწილი I, თავი XX
ეს უკანასკნელი ახალი გაწევრიანებული იყო თეოსოფთა საზოგადოებაში.
The latter had just then joined the Theosophical Society.
141533.
განდი | ნაწილი I, თავი XX
მეგობრებმა მირჩიეს, ამ საზოგადოების წევრი გავმხდარიყავი, მაგრამ თავაზიანად ვიუარე.
The friends advised me to join the Society, but I politely declined.
141534.
განდი | ნაწილი I, თავი XX
„ჩემი საკუთარი რელიგიის მწირი ცოდნით არანაირი რელიგიური ორგანიზაციის წევრობა არ მინდა“.
'With my meagre knowledge of my own religion I do not want to belong to any religious body.'
141535.
განდი | ნაწილი I, თავი XX
მახსოვს, ამავე ძმების რჩევით მადამ ბლავაცკაიას „თეოსოფიის გასაღებიც“ წავიკითხე.
I recall having read, at these brothers' instance, Madame Blavatsky's Key to Theosophy.
141536.
განდი | ნაწილი I, თავი XX
ამ ნაშრომმა გამიღვიძა სურვილი, წამეკითხა ლიტერატურა ინდუიზმზე და გამიფანტა მისიონერების მიერ გავრცელებული აზრი, თითქოს ინდუიზმი ცრურწმენებით იყო გაჯერებული.
This book stimulated in me the desire to read books on Hinduism, and disabused me of the notion fostered by the missionaries that Hinduism was rife with superstition.
141537.
განდი | ნაწილი I, თავი XX
დაახლოებით იმავე ხანებში ვეგეტარიანულ პანსიონში ერთი მანჩესტერელი ღვთისმოსავი ქრისტიანი გავიცანი.
About the same time I met a good Christian from Manchester in a vegetarian boarding house.
141538.
განდი | ნაწილი I, თავი XX
ის ქრისტიანობაზე მესაუბრებოდა.
He talked to me about Christianity.
141539.
განდი | ნაწილი I, თავი XX
მე კი ჩემი რაჯკოტული მოგონებები გავუზიარე.
I narrated to him my Rajkot recollections.
141540.
განდი | ნაწილი I, თავი XX
მან მითხრა: „მე ვეგეტარიანელი ვარ. არ ვსვამ“.
He said, 'I am a vegetarian. I do not drink'.