მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141541.
განდი | ნაწილი I, თავი XX
ბევრი ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ხორცსაც ჭამს და სვამს კიდეც, თუმცა წმინდა წიგნი არც ხორცის ჭამას ქადაგებს და არც — სმას.
Many Christians are meat eaters and drink, no doubt; but neither meat eating nor drinking is enjoined by Scripture.
141542.
განდი | ნაწილი I, თავი XX
ძალიან გთხოვ, წაიკითხე „ბიბლია“.
Do please read the 'Bible'.
141543.
განდი | ნაწილი I, თავი XX
მისი რჩევა ყურად ვიღე.
I accepted his advice.
141544.
განდი | ნაწილი I, თავი XX
თვითონ ბიბლიით მოვაჭრე იყო და მისგანვე შევიძინე ბიბლია, რომელსაც რუკები, ანბანური საძიებელი და სხვა სახის ინფორმაცია ერთვოდა.
He himself used to sell copies of the Bible, and I purchased from him an edition containing maps, concordance, and other aids.
141545.
განდი | ნაწილი I, თავი XX
კითხვას შევუდექი, მაგრამ „ძველი აღთქმის“ ბოლომდე წაკითხვაც კი ვერ შევძელი.
I began reading it, but I could not possibly read through the Old Testament.
141546.
განდი | ნაწილი I, თავი XX
წავიკითხე „წიგნი შესაქმეთა“, მაგრამ მომდევნო თავებმა ძილი მომგვარეს.
I read the book of Genesis, and the chapters that followed invariably sent me to sleep.
141547.
განდი | ნაწილი I, თავი XX
არ მომეწონა „რიცხვთა წიგნი“.
I disliked the book of Numbers.
141548.
განდი | ნაწილი I, თავი XX
რაც შეეხება „ახალ აღთქმას“, მან განსხვავებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, განსაკუთრებით „ქადაგებამ მთასა ზედა“, რომელმაც სულის სიღრმემდე შემძრა.
But the New Testament produced a different impression, especially the Sermon on the Mount which went straight to my heart.
141549.
განდი | ნაწილი I, თავი XX
მე მას „გიტას“ ვადარებდი.
I compared it with the Gita.
141550.
განდი | ნაწილი I, თავი XX
ჩემმა უწვრთნელმა გონებამ სცადა, გაეერთიანებინა „გიტა“, „აზიის შუქი“ და „ქადაგება მთასა ზედა“.
My young mind tried to unify the Gita, the Light of Asia and the Sermon on the Mount.
141551.
განდი | ნაწილი I, თავი XX
ბიბლიის წაკითხვამ სხვადასხვა რელიგიის მქადაგებლების ცხოვრების შესწავლის ინტერესი გამიჩინა.
Reading the Bible whetted my appetite for studying the lives of other religious teachers.
141552.
განდი | ნაწილი I, თავი XX
მეგობარმა კარლაილის ,,გმირები და გმირობა ისტორიაში“ მირჩია.
A friend recommended Carlyle's Heroes and Hero-Worship.
141553.
განდი | ნაწილი I, თავი XX
წავიკითხე თავი, რომელშიც გმირი წინასწარმეტყველის სიდიადე, გულადობა და ასკეტური ცხოვრების ამბავია აღწერილი.
I read the chapter on the Hero as a prophet and learnt of the Prophet's greatness and bravery and austere living.
141554.
განდი | ნაწილი I, თავი XX
იმ დროს მე არ შემეძლო ამაზე უფრო ღრმად გავცნობოდი რელიგიებს.
Beyond this acquaintance with religion I could not go at the moment.
141555.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
თუ ადამიანი ურწმუნოა, ის თავის უსაფრთხოებას ბედს მიანდობს.
If an unbeliever, he will attribute his safety to chance.
141556.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
თუ მორწმუნეა, იტყვის, უფალმა დამიხსნაო.
If a believer, he will say God saved him.
141557.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
მაგრამ როცა ხსნის ჟამი დგება, არ იცის, სულიერმა დისციპლინამ იხსნა, თუ სხვა რამემ.
But in the hour of his deliverance, he does not know whether his spiritual discipline or something else saves him.
141558.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
განა ადამიანები, რომელნიც ასე ამაყობენ თავიანთი სულიერი სიძლიერით, არ მოსწრებიან ამ სიძლიერის მტვრად ქცევას?!
Who that has prided himself on his spiritual strength has not seen it humbled to the dust?
141559.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
რელიგიურ ცოდნას, გამოცდილებისგან განსხვავებით, ასეთი განსაცდელის ჟამს ჩალის ფასი აქვს.
A knowledge of religion, as distinguished from experience, seems but chaff in such moments of trial.
141560.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
სწორედ ინგლისში აღმოვაჩინე პირველად რელიგიური ცოდნის უნაყოფობა.
It was in England that I first discovered the futility of mere religious knowledge.