მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141561.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ახლალახანს ოცი წელი შემისრულდა და უკვე შეძენილი მაქვს ცოლ-ქმრობისა და მამობის გამოცდილება.
Now I was twenty and had gained some experience as husband and father.
141562.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ერთხელ, როგორც მახსოვს, ინგლისში ყოფნის ბოლო — 1890 წელს, პორტსმუტში ვეგეტარიანელთა კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც მიგვიწვიეს ერთი ჩემი ინდოელი მეგობარი და მე.
During the last year, as far as I can remember, of my stay in England, that is in 1890, there was a Vegetarian Conference at Portsmouth to which an Indian friend and I were invited.
141563.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
პორტს მუტი საპორტო ქალაქია.
Portsmouth is a sea-port.
141564.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ქალაქში მრავლადაა ისეთი სახლები, რომლებშიც საეჭვო რეპუტაციის ქალები ცხოვრობენ.
The city has many houses with women of ill fame.
141565.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ჩვენ ერთ-ერთ ასეთ სახლში დაგვაბინავეს.
We were put up in one of these houses.
141566.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
მიმღებმა კომისიამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
The Reception Committee did not know anything about it.
141567.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
კონფერენციიდან შინ საღამოს დავბრუნდით.
We returned from the Conference in the evening.
141568.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ნასადილევს ერთი ხელი ბრიჯის სათამაშოდ დავსხედით და ჩვენი დიასახლისიც შემოგვიერთდა, რაც სავსებით მიღებულია ინგლისში, ღირსეულ ოჯახებშიც კი.
After dinner we sat down to play a rubber of bridge, in which our landlady joined, as is customary in England even in respectable households.
141569.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ჩვეულებრივ, ბანქოს მოთამაშეები თავს უწყინარი ხუმრობის უფლებას აძლევენ, მაგრამ ჩემმა თანმხლებმა და დიასახლისმა უწმაწური ოხუნჯობა წამოიწყეს.
Every player indulges in innocent jokes as a matter of course, but here my companion and our hostess began to make indecent ones as well.
141570.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
არ ვიცოდი, ჩემი მეგობარი ამ საქმის დიდოსტატი თუ იყო.
I did not know that my friend was an adept in the art.
141571.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ამან მეც გამიტაცა და მათ ავყევი.
It captured me and I also joined in.
141572.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
„რა ეშმაკი შეგიჯდა, ჩემო ბიჭუნა?“
'Whence this devil in you, my boy?'
141573.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
„გაეცალე აქაურობას, სასწრაფოდ!“
'Be off, quick!'
141574.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
შემრცხვა. გაფრთხილება მივიღე და გულში მადლობა შევწირე მეგობარს.
I was ashamed. I took the warning and expressed within myself gratefulness to my friend.
141575.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
გამახსენდა დედაჩემისთვის მიცემული აღთქმა და იქაურობას გავერიდე.
Remembering the vow I had taken before my mother, I fled from the scene.
141576.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
შეძრწუნებული, აცახცახებული შევედი ჩემს ოთახში.
To my room I went quaking, trembling.
141577.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ეს ამბავი დამამახსოვრდა, როგორც პირველი შემთხვევა, როცა ჩემმა მეუღლემ კი არ აღმიძრა ავხორცი ვნება, არამედ — ვიღაც სხვა ქალმა.
I recall this as the first occasion on which a woman, other than my wife, moved me to lust.
141578.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ის ღამე თეთრად გავათენე. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში.
I passed that night sleeplessly, all kinds of thoughts assailing me.
141579.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ხომ არ დავტოვო ეს სახლი?
Should I leave this house?
141580.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ხომ არ გავიქცე ამ ადგილიდან? სადა ვარ?
Should I run away from the place? Where was I?