მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141581.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
რა მეშველებოდა, მთლად რომ დამკარგოდა გონება?
What would happen to me if I had not my wits about me?
141582.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
გადავწყვიტე, ამიერიდან დიდი სიფრთხილით მემოქმედა; მარტო სახლი კი არ მიმეტოვებინა, პორტსმუტსაც გავცლოდი.
I decided to act thenceforth with great caution not to leave the house, but somehow leave Portsmouth.
141583.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
კონფერენცია კიდევ ორი დღე უნდა გაგრძელებულიყო, მე კი, მახსოვს, მეორე საღამოსვე დავტოვე ქალაქი.
The Conference was not to go on for more than two days, and I remember I left Portsmouth the next evening.
141584.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ჩემი მეგობარი ცოტა ხანს კიდევ დარჩა იქ.
My companion stayed there some time longer.
141585.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
მაშინ ჯერ კიდევ არ მესმოდა რელიგიისა თუ უფლის არსი, და არც ის, როგორ გვიჩვენებს უფალი გზას.
I did not then know the essence of religion or of God, and how He works in us.
141586.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ბუნდოვნად ვგრძნობდი, რომ ღმერთმა გადამარჩინა.
Only vaguely I understood that God had saved me.
141587.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ყველა განსაცდელისგან სწორედ ის მიფარავდა.
On all occasions of trial He has saved me.
141588.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ვიცი, გამონათქვამს — „უფალმა დამიფარა“ — დღეს ჩემთვის უფრო ღრმა აზრი აქვს, და მაინც, ვგრძნობ, რომ მის არსს სრულად ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდი.
I know that the phrase 'God saved me' has a deeper meaning for me today, and still I feel that I have not yet grasped its entire meaning.
141589.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
მხოლოდ უფრო მდიდარ გამოცდილებას შეუძლია, დამეხმაროს მისი არსის ბოლომდე წვდომაში.
Only richer experience can help me to a fuller understanding of it.
141590.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
მაგრამ ყოველი განსაცდელის ჟამს, რომელთა გადატანაც მომიხდა — ეს იქნებოდა სულიერ ცხოვრებაში, თუ ვექილად ყოფნისას, სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელობისას და პოლიტიკაშიც, — შემიძლია ვთქვა, რომ უფალმა მიხსნა.
But in all my trials – of a spiritual nature, as a lawyer, in conducting institutions, and in politics – I can say that God saved me.
141591.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
როცა უკანაკნელი იმედი ქრება, „როცა ყველა მშველელი დაეცემა და ნუგეში არსაითაა,“ აღმოაჩენდი, რომ შველა როგორღაც მოდიოდა, ოღონდ არ ვიცოდი, საიდან.
When every hope is gone, 'when helpers fail and comforts flee,' I find that help arrives somehow, from I know not where.
141592.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ვედრება, ღვთისმსახურება, ლოცვა — ცრუმორწმუნეობა არ ახლავთ.
Supplication, worship, prayer are no superstition.
141593.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ეს უფრო რეალური ქმედებებია, ვიდრე ჭამა, სმა, ჯდომა ან სიარული.
They are acts more real than the acts of eating, drinking, sitting or walking.
141594.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
გაუზვიადებლად შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ესაა რეალური, ყველაფერი სხვა კი — მოჩვენებითი.
It is no exaggeration to say that they alone are real, all else is unreal.
141595.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ღვთისმსახურება ან ლოცვა მჭერმეტყველების ნაყოფი როდია; ის გულიდან მოდის.
Such worship or prayer is no flight of eloquence; It springs from the heart.
141596.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
თუკი მივაღწევთ გულის ისეთ სიწმინდეს, როცა ის „დაცლილია ყველაფრისაგან სიყვარულის გარდა“, თუკი ყველა სიმს სწორად მოვმართავთ, სიმები აჟღერდება და უხილავ მუსიკად გადმოიღვრება.
If, therefore, we achieve that purity of the heart when it is 'emptied of all but love', if we keep all the chords in proper tune, they 'trembling pass in music out of sight'.
141597.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ლოცვას სიტყვები არ სჭირდება.
Prayer needs no speech.
141598.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
ეჭვიც არ მეპარება, რომ ლოცვა გულის ვნებებისაგან განწმენდის შეუცვლელი საშუალებაა.
I have not the slightest doubt that prayer is an unfailing means of cleansing the heart of passions.
141599.
განდი | ნაწილი I, თავი XXI
მაგრამ ის უკიდურეს მორჩილებასთან უნდა იყოს შერწყმული.
But it must be combined with the utmost humility.
141600.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
მსოფლიო გამოფენა.
THE GREAT EXHIBITION.