მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141601.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
1890 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენა გაიმართა.
There was a great Exhibition at Paris in 1890.
141602.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
წაკითხული მქონდა, რა საგულდაგულოდ ემზადებოდნენ, თანაც, დიდი ხანია, მინდოდა პარიზის ნახვა.
I had read about its elaborate preparations, and I also had a keen desire to see Paris.
141603.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი ეიფელის კოშკს ჰქონდა დათმობილი, რომელიც დაახლოებით 1 000 ფუტი სიმაღლის რკინის ნაგებობაა.
A particular attraction of the Exhibition was the Eiffel Tower, constructed entirely of iron, and nearly 1,000 feet high.
141604.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
გამოფენაზე სხვა ბევრი საინტერესო სანახაობაც იყო, მაგრამ კოშკი იმით იყო აღსანიშნავი, რომ ამ დრომდე ასეთი სიმაღლის ნაგებობის უსაფრთხოდ აღმართვა შეუძლებლად მიაჩნდათ.
There were of course many other things of interest, but the Tower was the chief one, in as much as it had been supposed till then that a structure of that height could not safely stand.
141605.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
პარიზში ვეგეტარიანული რესტორანიც მეგულებოდა.
I had heard of a vegetarian restaurant in Paris.
141606.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
ბინა ვიქირავე და შვიდი დღე პარიზში დავრჩი.
I engaged a room in Paris and stayed seven days.
141607.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
ყველაფერი ეკონომიურად გამომივიდა — მგზავრობაც და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაც.
I managed everything very economically, both the journey and the sight-seeing there.
141608.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
ეს კი საკმარისი იყო მთავარ ქუჩებზე გზის გასაკვლევად.
These were enough to direct one to the main streets.
141609.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
გამოფენიდან არაფერი დამამახსოვრდა, გარდა მისი სიდიდისა და მრავალფეროვნებისა.
I remember nothing of the Exhibition excepting its magnitude and variety.
141610.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
ეიფელის კოშკი მშვენივრად მახსოვს, რადგან ორჯერ თუ სამჯერ ავედი მასზე.
I have fair recollection of the Eiffel Tower as I ascended it twice or thrice.
141611.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
პირველ ბაქანზე რესტორანი იყო და შვიდი შილინგი მხოლოდ იმ სიამოვნებას შევწირე, რომ შემძლებოდა მეტრაბახა – ასეთ სიმაღლეზე მისადილია მეთქი.
There was a restaurant on the first platform, and just for the satisfaction of being able to say that I had had my lunch at a great height, I threw away seven shillings on it.
141612.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
პარიზის ძველი ტაძრები დღესაც მახსოვს.
The ancient churches of Paris are still in my memory.
141613.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
მათი დიდებულება და სიმშვიდე დაუვიწყარია.
Their grandeur and their peacefulness are unforgettable.
141614.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
შეუძლებელია, დაივიწყო ,,ნოტრ დამის“ დიდებული ხუროთმოძღვრება და ტაძრის მშვენიერი ქანდაკებებით შემკული საოცარი ინტერიერი.
The wonderful construction of Notre Dame and the elaborate decoration of the interior with its beautiful sculptures cannot be forgotten.
141615.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
მაშინ ვიფიქრე, რომ იმ ადამიანთა გულები, ვინც ასეთი ღვთაებრივი ტაძრების შესაქმნელად მილიონები გაიღეს, უთუოდ უფლის მიმართ სიყვარულით უნდა ყოფილიყო ანთებული.
I felt then that those who expended millions on such divine cathedrals could not but have the love of God in their hearts.
141616.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
პარიზის მოდისა და ფუქსავატური ცხოვრების შესახებ უამრავი რამ მქონდა წაკითხული.
I had read a lot about the fashions and frivolity of Paris.
141617.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
როგორც კი რომელიმე მათგანში ფეხს შედგამდით, უმალ ივიწყებდით ქუჩის ხმაურსა და რუზრუზს.
A man would forget the outside noise and bustle as soon as he entered one of these churches.
141618.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
გრძნობა, რომელიც მაშინ დამეუფლა, კიდევ უფრო განმიმტკიცდა დროთა განმავლობაში; შეუძლებელია, ყველა იმ მუხლმოყრილი ადამიანის აღვლენილი ლოცვა ცრურწმენა ყოფილიყო.
The feeling I had then has since been growing on me, that all this kneeling and prayer could not be mere superstition.
141619.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
მარმარილოს კი არა, იმ ღვთაებრიობას ეთაყვანება, რომლის სიმბოლოდაც ის ქვა გვევლინება.
They worshipped not stone, but the divinity of which it was symbolic.
141620.
განდი | ნაწილი I, თავი XXII
ჩემი მაშინდელი შთაბჭდილებით, ადამიანები ამგვარი თაყვანისცემით უფლის დიდებას კი არ აკნინებდნენ, პირიქით, განადიდებდნენ მას.
I have an impression that I felt then that by this worship people were not detracting from, but increasing, the glory of God.