მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141621.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
„მიმიღეს“, მაგრამ მერე რა?
'CALLED' – BUT THEN?
141622.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
აქამდე არ მიხსენებია ის მიზანი, რომელმაც ინგლისში ჩამომიყვანა.
I have deferred saying anything up to now about the purpose for which I went to England.
141623.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
„სემესტრის დახურვა“ იმას ნიშნავდა, რომ სემესტრი უნდა „შეგეჭამა“, ანუ, ყოველი სემესტრისთვის დაშვებული ოცდაოთხი სადილიდან ექვსს მაინც უნდა დასწრებოდი.
'Keeping terms' meant eating one's terms, i.e., attending at least six out of about twenty-four dinners in a term.
141624.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
„ჭამაში“ ის კი არ იგულისხმებოდა, რომ აუცილებლად უნდა გესადილა, არამედ დათქმულ საათზე უნდა გამოცხადებულიყავი და სადილის დამთავრებამდე დარჩენილიყავი.
Eating did not mean actually partaking of the dinner, it meant reporting oneself at the fixed hours and remaining present throughout the dinner.
141625.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ეს ზომიერად ითვლებოდა, რადგან სასტუმროში სადილობისას მარტო ღვინო დაგიჯდებოდათ ამდენი.
This was considered moderate, in as much as one had to pay that same amount for wines alone if one dined at a hotel.
141626.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ინდოეთში, თუ „ცივილიზებულები“ არა ვართ, გაკვირვებას იწვევს, როგორ შეიძლება, სასმელის ფასი საჭმლისას აღემატებოდეს.
To us in India it is a matter for surprise, if we are not 'civilized', that the cost of drink should exceed the cost of food.
141627.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
როცა ეს პირველად აღმოვაჩინე, გავოგნდი და დავინტერესდი, ნეტა ამდენ ფულს სასმელზე რა გულით ფლანგავენ-მეთქი?!
The first revelation gave me a great shock, and I wondered how people had the heart to throw away so much money on drink.
141628.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ამას კარგა ხნის შემდეგ მივხვდი.
Later I came to understand.
141629.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
იმ სადილებზე იშვიათად თუ გეახლებოდით რამეს, რადგან იქ მხოლოდ პური, მოხარშული კარტოფილი და კომბოსტო მეჭმეოდა.
I often ate nothing at these dinners, for the things that I might eat were only bread, boiled potato and cabbage.
141630.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
შემდეგ, როცა გემო გავუგე, სხვა კერძების მოთხოვნის გულიც მომეცა.
Later, when I began to relish them, I also gained the courage to ask for other dishes.
141631.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ოთხი კაცისგან შემდგარ ყოველ ჯგუფს ორი ბოთლი ღვინო ერგებოდა და რადგან მე არ ვსვამდი, ჩემზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო, რათა ოთხეული შემეკრა და სამს ორი ბოთლის დალევა შესძლებოდათ.
Two bottles of wine were allowed to each group of four, and as I did not touch them, I was ever in demand to form a quarter, so that three might empty two bottles.
141632.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ყოველ სემესტრში იმართებოდა ერთი საზეიმო საღამო — „დიდი ღამეები“, რომელზეც პორტვეინისა და ხერესის გარდა შამპანურიც მოჰქონდათ.
And there was a 'grand night' in each term when extra wines, like champagne, in addition to port and sherry, were served.
141633.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ამიტომ საგანგებოდ მთხოვდნენ ხოლმე, ის „დიდი ღამე“ არ გამეცდინა.
I was therefore specially requested to attend that 'grand night'.
141634.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
არც მაშინ და არც დღეს არ მესმის, რას ჰმატებდა ის სადილები სტუდენტის ადვოკატად ჩამოყალიბების საქმეს.
I could not see then, nor have I seen since, how these dinners qualified the students better for the bar.
141635.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
იყო დრო, როცა მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი ესწრებოდა იმ სადილებს და მაშინ სტუდენტსა და კოლეგიის უხუცეს წევრებს მართლაც ეძლეოდათ ერთმანეთთან მუსაიფის შესაძლებლობა.
There was once a time when only a few students used to attend these dinners and thus there were opportunities for talks between them.
141636.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ჩემს დროს მსგავსი აღარაფერი ხდებოდა, რადგან ყველა უხუცესი ცალკე მაგიდას უჯდა.
No such thing was possible in my time, as the benchers had a table all to themselves.
141637.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ამ ინსტიტუტმა თანდათანობით დრო მოჭამა, მაგრამ კონსერვატორმა ინგლისელებმა არ ისურვეს მასზე უარის თქმა.
The institution had gradually lost all its meaning, but conservative England retained it nevertheless.
141638.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
სასწავლო პროგრამა იოლი იყო, ვექილებს ხუმრობით „სადილის ვექილები“ შეარქვეს.
The curriculum of study was easy, barristers being humorously known as 'dinner barristers'.
141639.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ყველამ იცოდა, რომ გამოცდას პრაქტიკულად არანაირი ფასი არ ჰქონდა.
Everyone knew that the examinations had practically no value.
141640.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ჩემი სტუდენტობისას ორი გამოცდა ბარდებოდა, ერთი რომაულ სამართალში და მეორე — ზოგად სამართალში.
In my time there were two exams, one in Roman Law and the other in Common Law.