მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141641.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
გამოცდების ჩასაბარებლად კონკრეტული სახელმძღვანელოები არსებობდა.
There were regular text-books prescribed for examinations.
141642.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ბევრი სტუდენტი მინახავს, ვინც გამოცდა ისე ჩააბარა რომაულ სამართალში, რომ სულ რაღაც ორიოდ კვირაში მხოლოდ კონსპექტები გადაიკითხა.
I have known many students to pass the Roman Law examination by scrambling through notes on Roman Law in a couple of weeks.
141643.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
კითხვარები იოლი იყო, ხოლო გამომცდელები — დიდსულოვნები.
Question papers were easy and examiners were generous.
141644.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
რომაული სამართლის გამოცდის ჩამბარებელთა პროცენტული მაჩვენებელი 95-დან 99-ს აღწევდა, ხოლო საბოლოო გამოცდისა - 75 პროცენტს, ზოგჯერ მეტსაც.
The percentage of passes in the Roman Law examination used to be 95 to 99 and of those in the final examination 75 or even more.
141645.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
გამოცდებიც ერთხელ კი არა, წელიწადში ოთხჯერ იმართებოდა.
Examinations were held not once but four times in the year.
141646.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
მათ რთულად არავინ თვლიდა.
They could not be felt as a difficulty.
141647.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
მაგრამ მე მათი გართულებაც მოვახერხე.
But I succeeded in turning them into difficult.
141648.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
თავი მოვალედ ჩავთვალე, ყველა სახელმძღვანელო წამეკითხა.
I felt that I should read all the textbooks.
141649.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ყალთაბანდობა იქნება, გავიფიქრე, თუ ამ წიგნებს არ წავიკითხავ-მეთქი.
It was a fraud, I thought, not to read these books.
141650.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
გადავწყვიტე, რომაული სამართალი ლათინურად წამეკითხა.
I decided to read Roman Law in Latin.
141651.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ლონდონის მატრიკულაციისათვის ნასწავლი ლათინური ძალიან გამომადგა.
The Latin which I had acquired in the London Matriculation stood me in good stead.
141652.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
დიდად დამეხმარა სამხრეთ აფრიკის სამართლის სისტემის გაგებაში.
It helped me a great deal in understanding the South African law.
141653.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
„ინგლისის ზოგადი სამართლის“ სწავლას ცხრა თვის ბეჯითი შრომა შევალიე.
It took me nine months of fairly hard labour to learn the Common Law of England.
141654.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ბრუმის „ზოგადმა სამართალმა“, სქელტანიანმა, მაგრამ საინტერესო წიგნმა, საკმაოდ დიდი დრო წაიღო.
For Broom's Common Law, a big but interesting volume, took up a good deal of time.
141655.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
სნელის „სამართლიანობის სამართალი“ ძალიან საინტერესო, მაგრამ ცოტა რთული გასაგები გამოდგა.
Snell's Equity was full of interest, but a bit hard to understand.
141656.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
ასევე დიდი ინტერესით წავიკითხე უილიამსისა და ედვარდსის „უძრავი ქონება“ და გუდივის „მოძრავი ქონება“.
I read also with great interest Williams' and Edward's Real Property and Goodeve's Personal Property.
141657.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
უილიამსის წიგნი რომანივით იკითხება.
Williams' book read like a novel.
141658.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
წიგნი, რომელიც არანაკლები ინტერესით წავიკითხე ინდოეთში დაბრუნების შემდეგ, მეინის „ინდუსების სამართალი“ იყო.
The book I remember to have read, on my return to India, with the same unflagging interest, was Mayne's Hindu Law.
141659.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
გამოცდები ჩავაბარე, 1891 წლის 10 ივნისს ადვოკატთა კოლეგიაში მიმიღეს.
I passed my examinations, was called to the bar on the 10<sup>th</sup> of June 1891.
141660.
განდი | ნაწილი I, თავი XXIII
მაგრამ ბეჯითი სწავლის მიუხედავად, ჩემს უმწეობასა და შიშს ბოლო არ უჩანდა.
But notwithstanding my study, there was no end to my helplessness and fear.