მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141681.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
მიმაჩნდა, რომ მისი შეწუხება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული.
I thought it wrong to trouble him without the most pressing necessity.
141682.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
ამიტომაც ვერ გავბედე ჩემი მეგობრის რჩევით მესარგებლა და ჩემი გასაჭირი იმ დროს დადაბჰაისთვის გამეზიარებინა.
Therefore I dared not venture to accept my friend's advice to submit my difficulties to Dadabhai at that time.
141683.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
არ მახსოვს, იმავე მეგობარმა მირჩია თუ სხვამ, მისტერ ფრედერიკ პინკატს შევხვედროდი.
I forget now whether it was the same friend or someone else who recommended me to meet Mr. Frederick Pincutt.
141684.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
ის კონსერვატორი იყო, მაგრამ ინდოელი სტუდენტების მიმართ გულწრფელი და უანგარო სიყვარულით გამოირჩეოდა.
He was a Conservative, but his affection for Indian students was pure and unselfish.
141685.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
ბევრი სტუდენტი მიმართავდა რჩევისთვის და მეც მივმართე თხოვნით, შემხვედროდა.
Many students sought his advice and I also applied to him for an appointment.
141686.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
მეგობარივით მიმიღო.
He greeted me as a friend.
141687.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
„ხომ არ გგონიათ, რომ ყველა ფეროზეშაჰ მეჰთა უნდა იყოს? – მკითხა მან, — ფეროზეშაჰისნაირები დიდი იშვიათობაა.
'Do you think,' he said, 'that everyone must be a Pherozeshah Mehta? Pherozeshahs and Badruddins are rare.'
141688.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
„ჩვეულებრივი პატიოსნება და შრომისმოყვარეობა საკმარისია, რომ ვექილმა ფული იშოვოს“.
'Common honesty and industry are enough to enable vakil to make a living'.
141689.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
„ყველა საქმე რთული როდია?!“
'All cases are not complicated'.
141690.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
„კეთილი, აბა, ახლა ვნახოთ, როგორია თქვენი ზოგადი განათლება“.
'Well, let me know the extent of your general reading'.
141691.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
როცა ჩამოვუთვალე ის ლიტერატურა, რაც წამეკითხა, საკმაოდ იმედგაცრუებული მეჩვენა, ოღონდ მხოლოდ წამიერად.
When I acquainted him with my stock of reading, he was, as I could see, rather disappointed. But it was only for a moment.
141692.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
მალე სახე გულღია ღიმილმა გაუნათა და მითხრა: ,,მესმის, რაც გაწუხებთ“.
Soon his face beamed with a pleasing smile and he said, 'I understand your trouble'.
141693.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
,,არასაკმარისი ზოგადი განათლება გაქვთ“.
'Your general reading is meagre'.
141694.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
,,არ იცნობთ სამყაროს, ეს კი ვექილისთვის გახლავთ sine qua non“.
'You have no knowledge of the world, a sine qua non for a vakil'.
141695.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
,,ინდოეთის ისტორიაც კი არ წაგიკითხავთ“.
'You have not even read the history of India'.
141696.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
,,ვექილი ადამიანის ბუნებას უნდა იცნობდეს“.
'A vakil should know human nature'.
141697.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
,,მას უნდა შეეძლოს, ადამიანის აზრები მის სახეზე ამოიკითხოს“.
'He should be able to read a man's character from his face'.
141698.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
,,ხოლო ყველა ინდოელმა ინდოეთის ისტორია უნდა იცოდეს“.
'And every Indian ought to know Indian history'.
141699.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
,,ამას იურიდიულ პრაქტიკასთან კავშირი არა აქვს, მაგრამ ისტორიის ცოდნა აუცილებელია“.
'This has no connection with the practice of law, but you ought to have that knowledge'.
141700.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
,,გატყობთ, ქეისა და მოლისონის 1857 წლის აჯანყების ისტორიაც არ წაგიკითხავთ“.
'I see that you have not even read Kaye, and Malleson's history of the Mutiny of 1857'.