მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141701.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
,,ახლავე იშოვეთ და წაიკითხეთ“.
'Get hold of that at once'.
141702.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
,,ასევე, ადამიანის ბუნების უკეთ გასაცნობად, წაიკითხეთ კიდევ ორი წიგნი“.
'Also read two more books to understand human nature.'
141703.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
ის ორი წიგნი გახლდათ ლევეტორის და შემელპენიკის წიგნები ფიზიონომიაზე.
These were Lavator's and Shemmelpennick's books on physiognomy.
141704.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
დიდად მადლიერი დავრჩი ღრმადპატივცემული მეგობრის რჩევით.
I was extremely grateful to this venerable friend.
141705.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
მასთან ყოფნისას ყოველგვარი შიში გამიქრა, მაგრამ როგორც კი წამოვედი, ისევ ამიტანა შფოთვამ.
In his presence I found all my fear gone, but as soon as I left him I began to worry again.
141706.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
,,კაცი სახით ამოიცნო“, – აი, რა მტანჯავდა და იმ ორ წიგნზე ვფიქრობდი შინისაკენ მიმავალი.
'To know a man from his face' was the question that haunted me, as I thought of the two books on my way home.
141707.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
მეორე დღესვე შევიძინე ლევეტორის წიგნი.
The next day I purchased Lavator's book.
141708.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
წავიკითხე ლევეტორის წიგნი და უფრო ძნელი მეჩვენა, ვიდრე სნელის „სამართლიანობის სამართალი“, თანაც – სრულიად უინტერესო.
I read Lavator's book and found it more difficult than Snell's Equity, and scarcely interesting.
141709.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
შევისწავლე შექსპირის ფიზიონომია.
I studied Shakespeare's physiognomy.
141710.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
ლევეტორის წიგნმა ვერაფერი შემმატა.
Lavator's book did not add to my knowledge.
141711.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
ვერც მისტერ პინკატის რჩევამ გამიწია პირდაპირი სამსახური, თუმცა მისმა კეთილგანწყობამ დადებითად იმოქმედა ჩემზე.
Mr. Pincutt's advice did me very little direct service, but his kindliness stood me in good stead.
141712.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
დამამახსოვრდა მისი მომღიმარი, გულღია სახე.
His smiling open face stayed in my memory.
141713.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
ვენდე მის რჩევას, რომ წარმატების მისაღწევად იურისტისთვის ფეროზეშაჰ მეჰთასათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული გამჭრიახობა, მახსოვრობა და ნიჭი კი არაა გადამწყვეტი, პატიოსნება და შრომისმოყვარეობაც საკმარისია.
I trusted his advice that Pherozeshah Mehta's acumen, memory and ability were not essential to the making of a successful lawyer; honesty and industry were enough.
141714.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
ხოლო იმან, რომ ეს ორი უკანასკნელი თვისება მოჭარბებულად მქონდა, ოდნავი თავდაჯერებულობა შემმატა.
And as I had a fair share of these last I felt somewhat reassured.
141715.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
ქეისა და მოლისონის წიგნებს ინგლისში ვეღარ გავეცანი.
I could not read Kaye, and Malleson's volumes in England.
141716.
განდი | ნაწილი I, თავი XXIV
ნავსადგურთან ზღვა ძლიერ ღელავდა და ნაპირამდე კატერით მომიხდა მგზავრობა.
The sea was rough in the harbour, and I had to reach the quay in a launch.
141717.
განდი | ნაწილი II, თავი I
რაიჩანდბჰაი.
RAYCHANDBHAI.
141718.
განდი | ნაწილი II, თავი I
როგორც წინა თავში მოგახსენეთ, ბომბეის ნავსადგურში ზღვა ღელავდა, რაც ივნისსა და ივლისში ჩვეულებრივი ამბავია არაბეთის ზღვისთვის.
As I said in the last chapter that the sea was rough in Bombay harbour, not an unusual thing in the Arabian Sea in June and July.
141719.
განდი | ნაწილი II, თავი I
თითქმის ყველა მგზავრს გული ერეოდა;
Almost every passenger was sick;
141720.
განდი | ნაწილი II, თავი I
მარტო მე არ ვუჩიოდი არაფერს.
I alone was in perfect form.