მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141741.
განდი | ნაწილი II, თავი I
როგორც ჩემთვის შემდგომში გახდა ნათელი, სწორედ ეს იყო მისი ცხოვრების ერთადერთი მამოძრავებელი მიზანი.
I saw later that this last was the only thing for which he lived.
141742.
განდი | ნაწილი II, თავი I
მუკტანანდის ქვემოთ მოყვანილი სტრიქონები მუდამ ბაგეზე ეკერა და გულით ატარებდა:
The following lines of Muktanand were always on his lips and engraved on the tablets of his heart:
141743.
განდი | ნაწილი II, თავი I
„კურთხეულად მხოლოდ მაშინ ჩავთვლი თავს, როცა მას ვიხილავ ჩემს ყოველდღიურ ქმედებებში; ჭეშმარიტად, ის არის ძაფი, რომელზეც მუკტანანდის სიცოცხლე ჰკიდია“.
'I shall think myself blessed only when I see Him in every one of my daily acts; Verily He is the thread, which supports Muktanand's life'.
141744.
განდი | ნაწილი II, თავი I
რაიჩანდბჰაის კომერციული გარიგებები ასობით ათასს ითვლიდა.
Raychandbhai's commercial transactions covered hundreds of thousands.
141745.
განდი | ნაწილი II, თავი I
მარგალიტისა და ალმასის ექსპერტი იყო.
He was a connoisseur of pearls and diamonds.
141746.
განდი | ნაწილი II, თავი I
სამუშაო მაგიდაზე უამრავ ნივთებს შორის ყოველთვის ედო რომელიმე რელიგიური წიგნი და დღიური.
Amongst the things on his business table there were invariably to be found some religious book and his diary.
141747.
განდი | ნაწილი II, თავი I
როგორც კი საქმეს მოამთავრებდა, საღვთო წიგნს ან დღიურს გადაშლიდა.
The moment he finished his business he opened the religious book or the diary.
141748.
განდი | ნაწილი II, თავი I
მისი გამოქვეყნებული ნაწერების უმეტესობა სწორედ ამ დღიურიდანაა ამოკრებილი.
Much of his published writings is a reproduction from this diary.
141749.
განდი | ნაწილი II, თავი I
კაცი, რომელიც რთული საქმიანი გარიგებების დამთავრებისთანავე სულის სიღრმეში დაფარული საიდუმლოს შესახებ იწყებს წერას, მხოლოდ საქმიანი კაცი კი არა, ჭეშმარიტების ნამდვილი მაძიებელია.
The man who, immediately on finishing his talk about weighty business transactions, began to write about the hidden things of the spirit could evidently not be a businessman at all, but a real seeker after Truth.
141750.
განდი | ნაწილი II, თავი I
და მე ის სწორედ ასე, ღმერთის ძიებაში ჩაფლული მინახავს გაგანია საქმის წარმოებისას, არა ერთხელ ან ორჯერ, არამედ — ძალიან ხშირად.
And I saw him thus absorbed in godly pursuits in the midst of business, not once or twice, but very often.
141751.
განდი | ნაწილი II, თავი I
არასოდეს შემინიშნავს, წონასწორობა დაეკარგოს.
I never saw him lose his state of equipoise.
141752.
განდი | ნაწილი II, თავი I
ჩემთან სიახლოვისაკენ არც ბიზნესი და არც რამე სხვა ანგარება უბიძგებდა.
There was no business or other selfish tie that bound him to me.
141753.
განდი | ნაწილი II, თავი I
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ერთი უპორტფელო იურისტი გახლდით, როგორც კი დამინახავდა, რამე სერიოზული რელიგიური საკითხის განხილვაში ჩამითრევდა ხოლმე.
I was but a briefless barrister then, and yet whenever I saw him he would engage me in conversation of a seriously religious nature.
141754.
განდი | ნაწილი II, თავი I
მართალია, მაშინ ჯერ მხოლოდ ხელის ფათურით მივიკვლევდი გზას და სერიოზული რელიგიური განხილვისათვის ნამდვილად არ ვიყავი მზად, მაგრამ მისი საუბარი მაინც უზომოდ მიტაცებდა.
Though I was then groping and could not be said to have any serious interest in religious discussion, still I found his talk of absorbing interest.
141755.
განდი | ნაწილი II, თავი I
მას შემდეგ მრავალ სულიერ მოძღვარსა თუ მასწავლებელს შევხვედრივარ.
I have since met many a religious leader or teacher.
141756.
განდი | ნაწილი II, თავი I
ყოველთვის ვცდილობდი სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიურ მოღვაწეებთან ურთიერთობას და, უნდა გითხრათ, რომ არავის ისეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე, როგორიც რაიჩანდბჰაის.
I have tried to meet the heads of various faiths, and I must say that no one else has ever made on me the impression that Raychandbhai did.
141757.
განდი | ნაწილი II, თავი I
მწამდა, რომ არასოდეს სწორი გზიდან შეგნებულად არ გადამახვევინებდა და ამიტომაც მანდობდა ყოველთვის თავის იდუმალ აზრებს.
Deep down in me was the conviction that he would never willingly lead me astray and would always confide to me his innermost thoughts.
141758.
განდი | ნაწილი II, თავი I
სულიერი კრიზისის უმძიმეს წუთებში ის ყოველთვის მხსნელად მევლინებოდა.
In my moments of spiritual crisis, therefore, he was my refuge.
141759.
განდი | ნაწილი II, თავი I
და მაინც, მისდამი პატივისცემის მიუხედავად, ჩემს გულში მას გურუს გვირგვინი ვერ დავადგი.
And yet, in spite of this regard for him I could not enthrone him in my heart as my Guru.
141760.
განდი | ნაწილი II, თავი I
გვირგვინი დღესაც თავისუფალია და ჩემი ძიება კვლავინდებურად გრძელდება.
The throne has remained vacant and my search still continues.