მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141721.
განდი | ნაწილი II, თავი I
წინ ჩემს კასტასთან დაპირისპირება მელოდა.
There was the trouble with the caste that was to confront me.
141722.
განდი | ნაწილი II, თავი I
უკვე გაგიმხილეთ პროფესიული საქმიანობის წამოწყებასთან დაკავშირებული ჩემი უმწეობა.
I have already adverted to my helplessness in starting on my profession.
141723.
განდი | ნაწილი II, თავი I
თანაც იმ დროს მე რეფორმატორი ვიყავი.
And then, as I was a reformer.
141724.
განდი | ნაწილი II, თავი I
მაგრამ წინ გაცილებით მეტი სირთულე მელოდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო.
But there was even more in store for me than I knew.
141725.
განდი | ნაწილი II, თავი I
ნავსადგურში ჩემს დასახვედრად ჩემი უფროსი ძმა მოვიდა.
My elder brother had come to meet me at the dock.
141726.
განდი | ნაწილი II, თავი I
ის უკვე იცნობდა დოქტორ მეჰთასა და მის უფროს ძმას და რადგან დოქტორმა მეჰთამ დაჟინებით მთხოვა, მასთან დავბინავებულიყავი, ჩვენც მისი სახლისკენ გავემართეთ.
He had already made the acquaintance of Dr. Mehta and his elder brother, and as Dr. Mehta insisted on putting me up at his house, we went there.
141727.
განდი | ნაწილი II, თავი I
ინგლისში დაწყებული ნაცნობობა ინდოეთში ორ ოჯახს შორის მეგობრობაში გადაიზარდა.
The acquaintance begun in England continued in India and ripened into a friendship between the two families.
141728.
განდი | ნაწილი II, თავი I
არ უნდოდა, ტკივილი უცხო მიწაზე გადამეტანა.
He wanted to spare me the blow in a foreign land.
141729.
განდი | ნაწილი II, თავი I
მამაჩემის სიკვდილზე უფრო მძიმედ გადავიტანე.
My grief was even greater than over my father's death.
141730.
განდი | ნაწილი II, თავი I
ჩემი უსათუთესი იმედების უმეტესობა დაიმსხვრა.
Most of my cherished hopes were shattered.
141731.
განდი | ნაწილი II, თავი I
ცრემლიც არ გადმომიგდია და ისე განვაგრძე ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარიყო.
I could even check the tears, and took to life just as though nothing had happened.
141732.
განდი | ნაწილი II, თავი I
დოქტორმა მეჰთამ თავის რამდენიმე მეგობართან წარმადგინა.
Dr. Mehta introduced me to several friends.
141733.
განდი | ნაწილი II, თავი I
ერთი მათგანი მისი ძმა, შრი რევაშანკარ ჯაგჯივანი გახლდათ.
One of them being his brother Shri Revashankar Jagjivan.
141734.
განდი | ნაწილი II, თავი I
მაგრამ მინდა საგანგებოდ გავუსვა ხაზი ნაცნობობას პოეტ რაიჩანდთან, ანუ რაჯჩანდრასთან, რომელიც დოქტორ მეჰთას უფროსი ძმის სიძე და რევაშანკარ ჯაგჯივანის საიუველირო ფირმის პარტნიორი იყო.
But the introduction that I need particularly take note of was the one to the poet Raychand or Rajchandra, the son-in-law of an elder brother of Dr. Mehta, and partner of the firm of jewellers conducted in the name of Revashankar Jagjivan.
141735.
განდი | ნაწილი II, თავი I
მასთან პირველივე შეხვედრამ დამარწმუნა, რომ დიდბუნებოვან, განათლებულ ადამიანთან მქონდა საქმე.
My first meeting with him convinced me that he was a man of great character and learning.
141736.
განდი | ნაწილი II, თავი I
მას ასევე შატავადჰანის ანუ ასეულობით სხვადასხვა თემაზე ერთდროულად ფიქრისა თუ დამახსოვრების ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს უწოდებდნენ.
He was also known as Shatavadhani (one having the faculty of remembering or attending to a hundred things simultaneously).
141737.
განდი | ნაწილი II, თავი I
დოქტორმა მეჰთამ მირჩია, თავად დავრწმუნებულიყავი მის საოცარ უნარში.
Dr. Mehta recommended me to see some of his memory feats.
141738.
განდი | ნაწილი II, თავი I
ჩემთვის ნაცნობი ევროპული ენების ლექსიკა უხვად გამოვიყენე და პოეტს ვთხოვე, სიტყვები გაემეორებინა.
I exhausted my vocabulary of all the European tongues I knew, and asked the poet to repeat the words.
141739.
განდი | ნაწილი II, თავი I
ის, რამაც მართლაც მომხიბლა, მოგვიანებით აღმოვაჩინე.
The thing that did cast its spell over me I came to know afterwards.
141740.
განდი | ნაწილი II, თავი I
ეს საღმრთო წიგნების ღრმა ცოდნა, უმწიკვლო ბუნება და თვითშემეცნებისკენ დაუოკებელი სწრაფვა გახლდათ.
This was his wide knowledge of the scriptures, his spotless character, and his burning passion for self-realization.