მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141761.
განდი | ნაწილი II, თავი I
არასრულყოფილი მასწავლებელი საერო საკითხებში კიდევ ასატანია, მაგრამ სულიერ სფეროში — არა.
An imperfect teacher may be tolerable in mundane matters, but not in spiritual matters.
141762.
განდი | ნაწილი II, თავი I
მხოლოდ სრულყოფილი გნანი იმსახურებს გურუს გვირგვინს.
Only a perfect gnani deserves to be enthroned as Guru.
141763.
განდი | ნაწილი II, თავი I
აქედან გამომდინარე, გამუდმებით უნდა ვესწრაფოდეთ სრულყოფილებას.
There must, therefore, be ceaseless striving after perfection.
141764.
განდი | ნაწილი II, თავი I
რადგან ყოველი ადამიანი იმ გურუს ხვდება, ვისაც იმსახურებს.
For one gets the Guru that one deserves.
141765.
განდი | ნაწილი II, თავი I
სრულყოფილებისაკენ განუზომელი სწრაფვა ადამიანის უფლება და მისი ჯილდოა.
Infinite striving after perfection is one's right and its own reward.
141766.
განდი | ნაწილი II, თავი I
სხვა დანარჩენი უფლის ხელთაა.
The rest is in the hands of God.
141767.
განდი | ნაწილი II, თავი I
ასე რომ, მართალია, რაიჩანდბჰაი ჩემს გულში გურუდ ვერ ვაკურთხე, მაგრამ დაინახავთ, როგორ მომევლინა ის ბევრ შემთხვევაში მოძღვრად და მხსნელად.
Thus, though I could not place Raychandbhai on the throne of my heart as Guru, we shall see he was, on many occasions, my guide and helper.
141768.
განდი | ნაწილი II, თავი I
ჩემს ცხოვრებაზე გავლენა ჩემმა სამმა თანამედროვემ იქონია: რაიჩანდბჰაიმ თავისი უშუალო კონტაქტით ჩემთან, ტოლსტოიმ თავისი წიგნით – „შენშია ღმერთის საუფლო“ და რასკინმა ნაშრომით — „ყველას ერთნაირად“.
Three moderns have left a deep impress on my life and captivated me: Raychandbhai by his living contact; Tolstoy by his book, The Kingdom of God Is Within You; and Ruskin by his Unto this Last.
141769.
განდი | ნაწილი II, თავი II
როგორ დავიწყე ცხოვრება.
HOW I BEGAN LIFE.
141770.
განდი | ნაწილი II, თავი II
ჩემი უფროსი ძმა დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე.
My elder brother had built high hopes on me.
141771.
განდი | ნაწილი II, თავი II
ძალიან ეწადა გამდიდრება, სახელისა და დიდების მოხვეჭა.
The desire for wealth and name and fame was great in him.
141772.
განდი | ნაწილი II, თავი II
დარწმუნებულიც იყო, რომ დიდი იურიდიული პრაქტიკა მექნებოდა.
He had also assumed that I should have a swinging practice.
141773.
განდი | ნაწილი II, თავი II
ამის იმედად საოჯახო ხარჯები უზომოდ გაზარდა.
He had, in that expectation, allowed the household expenses to become top-heavy.
141774.
განდი | ნაწილი II, თავი II
ყოველ ღონეს ხმარობდა ჩემი საქმიანობისთვის ნიადაგის მოსამზადებლად.
He had also left no stone unturned in preparing the field for my practice.
141775.
განდი | ნაწილი II, თავი II
უცხოეთში ჩემი გამგზავრებით ატეხილი აურზაური ჯერაც არ იყო ჩამცხრალი ჩვენს კასტაში.
The storm in my caste over my foreign voyage was still brewing.
141776.
განდი | ნაწილი II, თავი II
ჩემმა ძმამ რაჯკოტში ჩასვლამდე ნაზიკში წამიყვანა, წმინდა მდინარეში განმბანა და რაჯკოტში ჩასვლისთანავე კასტის პატივსაცემად სადილი გამართა.
My brother took me to Nasik before going to Rajkot, gave me a bath in the sacred river and, on reaching Rajkot, gave a caste dinner.
141777.
განდი | ნაწილი II, თავი II
მე მაინცადამაინც არ მომწონდა ეს ყოველივე.
I did not like all this.
141778.
განდი | ნაწილი II, თავი II
უზომო იყო ძმის ჩემდამი სიყვარული, ასევე უზომო იყო ჩემი მისდამი ერთგულება, ამიტომ უსიტყვოდ ვემორჩილებოდი მის ნებას.
My brother's love for me was boundless, and my devotion to him was in proportion to it, and so I mechanically acted as he wished.
141779.
განდი | ნაწილი II, თავი II
კასტაში დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემები ასე თუ ისე მოგვარდა.
The trouble about re-admission to the caste was thus practically over.
141780.
განდი | ნაწილი II, თავი II
ზოგმა მომიძულა კიდეც, მაგრამ მე ყველანაირად ვერიდებოდი მათი გრძნობების შელახვას.
Some of these regarded me with dislike, but I scrupulously avoided hurting their feelings.