მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141781.
განდი | ნაწილი II, თავი II
მათ ოჯახებში წყლის დალევის უფლებასაც კი არ ვაძლევდი თავს.
I would not so much as drink water at their houses.
141782.
განდი | ნაწილი II, თავი II
ისინი მზად იყვნენ, კასტისაგან უჩუმრად ყველა ეს აკრძალვა დაერღვიათ, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი იყო მალულად მექნა ის, რასაც საჯაროდ ვერ ვიზამდი.
They were prepared secretly to evade the prohibition, but it went against the grain with me to do a thing in secret that I would not do in public.
141783.
განდი | ნაწილი II, თავი II
სითბოსა და დიდსულოვნების მეტი არაფერი მიგრძვნია კასტის იმ ნაწილისაგანაც კი, რომელიც ჯერ კიდევ შერისხულად მიმიჩნევდა.
I have experienced nothing but affection and generosity from the general body of the section that still regards me as excommunicated.
141784.
განდი | ნაწილი II, თავი II
სამსახურის საქმეებშიც კი მეხმარებოდნენ.
They have even helped me in my work.
141785.
განდი | ნაწილი II, თავი II
ვფიქრობ, ყველა ეს სიკეთე იმით იყო გამოწვეული, რომ მე წინააღმდეგობა არ გამიწევია.
It is my conviction that all these good things are due to my non-resistance.
141786.
განდი | ნაწილი II, თავი II
კასტის შიგნით ჩემი უფლებების აღდგენა რომ მომეთხოვა, მისი წევრების უფრო მეტ ბანაკად დაყოფა რომ მეცადა და ერთმანეთის წინააღმდეგ დამერაზმა, რა თქმა უნდა, სამაგიეროს მომიზღავდნენ და ნაცვლად დამცხრალი ვნებებისა, ინგლისიდან დაბრუნებული უფრო მეტ ვნებათა ღელვას გამოვიწვევდი.
Had I agitated for being admitted to the caste, had I attempted to divide it into more camps, had I provoked the caste-men, they would surely have retaliated, and instead of steering clear of the storm, I should on arrival from England, have found myself in a whirlpool of agitation.
141787.
განდი | ნაწილი II, თავი II
ჩემს ცოლთან ურთიერთობა კვლავ ვერ ავაწყვე ისე, როგორც მინდოდა.
My relations with my wife were still not as I desired.
141788.
განდი | ნაწილი II, თავი II
ვერც ინგლისში ყოფნამ განმკურნა ეჭვიანობის სენისაგან.
Even my stay in England had not cured me of jealousy.
141789.
განდი | ნაწილი II, თავი II
ძველებურად ვიბუტებოდი და ვეჭვიანობდი ყოველ წვრილმანზე, ამიტომ ყველა ჩემი კეთილი ზრახვა შეუსრულებელი მრჩებოდა.
I continued my squeamishness and suspiciousness in respect of every little thing, and hence all my cherished desires remained unfulfilled.
141790.
განდი | ნაწილი II, თავი II
გადავწყვიტე, რომ ჩემს ცოლს წერა-კითხვა უნდა ესწავლა და ამ საქმეში უნდა დავხმარებოდი.
I had decided that my wife should learn reading and writing and that I should help her in her studies.
141791.
განდი | ნაწილი II, თავი II
ერთხელ იქამდე მივედი, რომ მამამისის სახლშიც კი გავისტუმრე და მხოლოდ მას შემდეგ დავთანხმდი მის შინ დაბრუნებას, როცა დავინახე, როგორი ტკივილი მივაყენე.
Once I went the length of sending her away to her father's house, and consented to receive her back only after I had made her thoroughly miserable.
141792.
განდი | ნაწილი II, თავი II
ბავშვების აღზრდაში ცვლილებების შეტანას ვგეგმავდი.
I had planned reform in the education of children.
141793.
განდი | ნაწილი II, თავი II
მყავდა ძმისშვილები და საკუთარი ვაჟი, რომელიც, ინგლისში წასულმა, ოთხი წლისა დავტოვე შინ.
My brother had children, and my own child which I had left at home when I went to England was now a boy of nearly four.
141794.
განდი | ნაწილი II, თავი II
მინდოდა ისინი ფიზიკური ვარჯიშისთვის მიმეჩვია, გამეკაჟებინა და ჩემი გამოცდილება გადამეცა.
It was my desire to teach them physical exercise and make them hardy, and also to give them the benefit of my personal guidance.
141795.
განდი | ნაწილი II, თავი II
ამაში ჩემი უფროსი ძმაც მიჭერდა მხარს და ჩემი მცდელობაც შედეგიანი გამოდგა.
In this I had my brother's support and I succeeded in my efforts
141796.
განდი | ნაწილი II, თავი II
ბავშვების საზოგადოება ძალიან მახალისებდა და მათთან თამაშის და შეხუმრების ჩვევა დღემდე შემომრჩა.
I very much liked the company of children, and the habit of playing and joking with them has stayed with me till today.
141797.
განდი | ნაწილი II, თავი II
მას შემდეგ სულ მგონია, რომ კარგი მასწავლებელი ვიქნებოდი.
I have ever since thought that I should make a good teacher of children.
141798.
განდი | ნაწილი II, თავი II
კვებაში „რეფორმის“ გატარების აუცილებლობაც აშკარა გახდა.
The necessity for food 'reform' was obvious.
141799.
განდი | ნაწილი II, თავი II
სახლში უკვე ჩაიც გვქონდა და ყავაც.
Tea and coffee had already found their place in the house.
141800.
განდი | ნაწილი II, თავი II
ამ მიზნით ფაიფურის ჭურჭელი და სხვა ნივთები, რასაც ადრე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიყენებდით, ახლა ყოვედღიური მოხმარების საგნებად იქცა.
To that end, crockery and such other things, which used to be kept in the house only for special occasions, were now in general use.