მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141801.
განდი | ნაწილი II, თავი II
ამან ხარჯები გაგვიზარდა.
Expenses thus went up.
141802.
განდი | ნაწილი II, თავი II
„კართან თეთრი სპილოს დაბმაც“ კი მოვახერხეთ.
We had succeeded in tying a white elephant at our door.
141803.
განდი | ნაწილი II, თავი II
მაგრამ როგორ უნდა გავწვდომოდით ამ ყოველივეს?
But how was the wherewithal to be found?
141804.
განდი | ნაწილი II, თავი II
კვალიფიციური ვექილისთვის საჭირო ცოდნა მე არ მქონდა და მაინც ათჯერ მეტი ანაზღაურების იმედით ვიყავით.
I had hardly the knowledge of a qualified vakil and yet I expected to be paid ten times his fee!
141805.
განდი | ნაწილი II, თავი II
სად მოიძებნებოდა ისეთი სულელი კლიენტი, რომელიც მე დამიქირავებდა.
No client would be fool enough to engage me.
141806.
განდი | ნაწილი II, თავი II
რა უფლება მქონდა, ჩემი უმეცრებისთვის ამპარტავნება და ტყუილი მიმემატებინა და ამით სამყაროს წინაშე ჩემი ვალი კიდევ უფრო დამემძიმებინა?
Should I add arrogance and fraud to my ignorance, and increase the burden of debt I owed to the world?
141807.
განდი | ნაწილი II, თავი II
მეგობრებმა მირჩიეს, დროებით ბომბეიში წავსულიყავი უზენაეს სასამართლოში სამუშაოდ და გამოცდილების შესაძენად, შემესწავლა ინდური სამართალი.
Friends advised me to go to Bombay for some time in order to gain experience of the High Court, to study Indian law.
141808.
განდი | ნაწილი II, თავი II
ის ბრაჰმანი იყო.
He was a Brahman.
141809.
განდი | ნაწილი II, თავი II
მე მას როგორც მოსამსახურეს კი არა, როგორც ოჯახის წევრს, ისე ვექცეოდი.
I did not treat him as a servant but as a member of the household.
141810.
განდი | ნაწილი II, თავი II
წყალს კი გადაივლებდა ხოლმე, მაგრამ წესიერად არასოდეს იბანდა.
He would pour water over himself but never wash.
141811.
განდი | ნაწილი II, თავი II
რელიგიურ საკითხებში სრულიად უმეცარი იყო.
He was completely innocent of the scriptures.
141812.
განდი | ნაწილი II, თავი II
მაგრამ, აბა, უკეთესი მზარეული მე როგორ უნდა მეშოვა?!
But how was I to get a better cook?
141813.
განდი | ნაწილი II, თავი II
ხშირად ვეუბნებოდი, რავიშანკარ (ასე ერქვა), საჭმლის მომზადება რომ არ იცოდე, ეგ შეიძლება, მაგრამ შენი სანდჰია (ყოველდღიური ლოცვა) უსათუოდ უნდა იცოდე-მეთქი და სხვა მისთანებს.
'Well, Ravishankar,' (for that was his name), I would ask him, 'you may not know cooking, but surely you must know your sandhya (daily worship)', etc.
141814.
განდი | ნაწილი II, თავი II
თოხია ჩვენი სანდჰია, ხოლო ნიჩაბი — ყოველდღიური ღვთისმსახურება.
'The plough is our sandhya and the spade our daily ritual'.
141815.
განდი | ნაწილი II, თავი II
მე ასეთი ბრაჰმანი ვარ.
'That is the type of Brahman I am'.
141816.
განდი | ნაწილი II, თავი II
მე თქვენი წყალობით უნდა ვიცხოვრო.
'I must live on your mercy'.
141817.
განდი | ნაწილი II, თავი II
ამრიგად, რავშანკარის მასწავლებელიც უნდა გავმხდარიყავი.
So I had to be Ravishankar's teacher.
141818.
განდი | ნაწილი II, თავი II
საჭმელს სანახევროდ მე ვამზადებდი და ექსპერიმენტებსაც ვატარებდი ინგლისური სამზარეულოს ვეგეტარიანულ კერძებზე.
I did half the cooking myself and introduced the English experiments in vegetarian cookery.
141819.
განდი | ნაწილი II, თავი II
შევიძინე ქურა და რავიშანკართან ერთად შევუდექი მზარეულობას.
I invested in a stove, and with Ravishankar began to run the kitchen.
141820.
განდი | ნაწილი II, თავი II
ერთად სადილობის საწინააღმდეგო მე არაფერი მქონდა, არც — რავიშანკარს.
I had no scruples about inter-dining, Ravishankar too came to have none.