მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141841.
განდი | ნაწილი II, თავი III
— მაშინ სხვა დრო იყო.
'But those days are gone'.
141842.
განდი | ნაწილი II, თავი III
ბომბეიში ფასებმა შემაშფოთებლად იმატა.
Expenses in Bombay have gone up frightfully.
141843.
განდი | ნაწილი II, თავი III
მე ჩემსას არ ვიშლიდი.
I was adamant.
141844.
განდი | ნაწილი II, თავი III
საკომისიო არ გადავიხადე, მაგრამ მამიბაელის საქმე მაინც მე მერგო.
I gave no commission, but got Mamibai's case all the same.
141845.
განდი | ნაწილი II, თავი III
საქმე იოლი იყო.
It was an easy case.
141846.
განდი | ნაწილი II, თავი III
გასამრჯელოდ 30 რუპია მოვითხოვე.
I charged Rs. 30 for my fees.
141847.
განდი | ნაწილი II, თავი III
ეს გახლდათ ჩემი დებიუტი მარტივ სამოქალაქო საქმეთა სასამართლოში.
This was my début in the Small Causes Court.
141848.
განდი | ნაწილი II, თავი III
წამოვდექი, მაგრამ ენა მუცელში ჩამივარდა.
I stood up, but my heart sank into my boots.
141849.
განდი | ნაწილი II, თავი III
მაგრამ მე ვერაფერს ვხედავდი.
But I was past seeing anything.
141850.
განდი | ნაწილი II, თავი III
დავჯექი და შუამავალს ვუთხარი, საქმის გაძღოლას ვერ შევძლებ და აჯობებს, თუ მისტერ პატელს დაიქირავებ-მეთქი.
I sat down and told the agent that I could not conduct the case, that he had better engage Patel.
141851.
განდი | ნაწილი II, თავი III
პატელი მაშინვე იქირავეს 51 რუპიად.
Mr. Patel was duly engaged for Rs. 51.
141852.
განდი | ნაწილი II, თავი III
რა თქმა უნდა, მან საქმეს თამაშ-თამაშით გაართვა თავი.
To him, of course, the case was child's play.
141853.
განდი | ნაწილი II, თავი III
ძალიან შემრცხვა და გადავწყვიტე, საქმე მანამ არ ამეღო, სანამ საკმარის გამბედაობას არ მოვიკრებდი.
I was ashamed of myself, and decided not to take up any more cases until I had courage enough.
141854.
განდი | ნაწილი II, თავი III
მართლაც, სამხრეთ აფრიკაში ჩასვლამდე სასამართლოში აღარ გამოვსულვარ.
Indeed I did not go to Court again until I went to South Africa.
141855.
განდი | ნაწილი II, თავი III
ჩემი გადაწყვეტილება პატიოსნებით ნამდვილად არ იყო ნაკარნახევი.
There was no virtue in my decision.
141856.
განდი | ნაწილი II, თავი III
სად მოიძებნებოდა ისეთი სულელი, საქმე ჩემთვის რომ მოენდო?!
There would be no one so foolish as to entrust his case to me!
141857.
განდი | ნაწილი II, თავი III
ბომბეიში ჩემთვის სხვა საქმე გამოიძებნა.
But there was another case in store for me at Bombay.
141858.
განდი | ნაწილი II, თავი III
ღარიბი მუსლიმანისთვის პორბანდარში მიწა ჩამოერთმიათ.
A poor Mussalman's land was confiscated in Porbandar.
141859.
განდი | ნაწილი II, თავი III
მან მე მომმართა, როგორც ღირსეული მამის ღირსეულ ვაჟიშვილს.
He approached me as the worthy son of a worthy father.
141860.
განდი | ნაწილი II, თავი III
საქმეს წასაგები პირი უჩანდა, მაგრამ დოკუმენტის შედგენაზე მაინც დავთანხმდი იმ პირობით, რომ ბეჭდვის ფულს თვითონ გადაიხდიდა.
The case appeared to be weak, but I consented to draft a memorial for him, the cost of printing to be borne by him.