მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141901.
განდი | ნაწილი II, თავი IV
დღემდე პირისპირ არც ერთს არ შევხვედროდი.
Up to now I had never been face to face with one.
141902.
განდი | ნაწილი II, თავი IV
საქმემ იმ პოლიტიკურ აგენტამდე მიაღწია, რომელსაც ჩემი ძმა ათვალწუნებული ჰყავდა.
The matter had gone to the Political Agent who was prejudiced against my brother.
141903.
განდი | ნაწილი II, თავი IV
შეიძლება ითქვას, საკმაოდ მეგობრული ურთიერთობაც გვქონდა.
He may be said to have been fairly friendly to me.
141904.
განდი | ნაწილი II, თავი IV
მე სრულებით არ მომწონდა ეს აზრი.
I did not at all like this idea.
141905.
განდი | ნაწილი II, თავი IV
მიმაჩნდა, რომ ინგლისში გაბმული შემთხვევითი ნაცნობობით არ უნდა მესარგებლა.
I should not, I thought, try to take advantage of a trifling acquaintance in England.
141906.
განდი | ნაწილი II, თავი IV
თუ ჩემი ძმა მართლა დამნაშავე იყო, ჩემს რეკომენდაციას რა ძალა ექნებოდა?
If my brother was really at fault, what use was my recommendation?
141907.
განდი | ნაწილი II, თავი IV
თუ უდანაშაულო იყო, ჯობდა, პეტიცია შეეტანა, როგორც ამას წესი და რიგი მოითხოვდა და საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებული, განაჩენს დალოდებოდა.
If he was innocent, he should submit a petition in the proper course and, confident of his innocence, face the result.
141908.
განდი | ნაწილი II, თავი IV
ჩემს ძმას ჩემი რჩევა დიდად არ ეპიტნავა.
My brother did not relish my advice.
141909.
განდი | ნაწილი II, თავი IV
„შენ არ იცნობ კათიავადს, – მითხრა მან, — ჯერ ადამიანებსაც არ იცნობ წესიერად“.
'You do not know Kathiawad', he said, 'and you have yet to know the world'.
141910.
განდი | ნაწილი II, თავი IV
„აქ მხოლოდ ნაცნობობა ჭრის“.
'Only influence counts here'.
141911.
განდი | ნაწილი II, თავი IV
უარი ვეღარ ვუთხარი და ასე აღმოვჩნდი მოხელესთან ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.
I could not refuse him, so I went to the officer much against my will.
141912.
განდი | ნაწილი II, თავი IV
ვიცოდი, რომ არ მქონდა უფლება, მისთვის მიმემართა.
I knew I had no right to approach him.
141913.
განდი | ნაწილი II, თავი IV
შევახსენე ჩვენი ძველი ნაცნობობა, მაგრამ უმალ დავინახე, რომ კათიავადი ინგლისი არ იყო;
I reminded him of the old acquaintance, but I immediately saw that Kathiawad was different from England;
141914.
განდი | ნაწილი II, თავი IV
პოლიტიკურმა აგენტმა ნაცნობობა აღიარა.
The political Agent owned the acquaintance.
141915.
განდი | ნაწილი II, თავი IV
,,დარწმუნებული ვარ, აქ იმისათვის არ მოსულხართ, რომ ჩვენი ნაცნობობა ბოროტად გამოიყენოთ,“
'Surely you have not come here to abuse that acquaintance, have you?'
141916.
განდი | ნაწილი II, თავი IV
საჰიბს მოუთმენლობა დაეტყო: ,,თქვენი ძმა ინტრიგანია. არაფრის გაგონება აღარ მსურს. დრო არა მაქვს“.
The sahib was impatient. 'Your brother is an intriguer. I want to hear nothing more from you. I have no time'.
141917.
განდი | ნაწილი II, თავი IV
,,თუ თქვენს ძმას რაიმე აქვს სათქმელი, შესაბამისი წესით მოგვმართოს“.
'If your brother has anything to say, let him apply through the proper channel.'
141918.
განდი | ნაწილი II, თავი IV
პასუხი ამომწურავი იყო, ალბათ, დამსახურებულიც.
The answer was enough, was perhaps deserved.
141919.
განდი | ნაწილი II, თავი IV
მაგრამ ეგოიზმი ბრმაა.
But selfishness is blind.
141920.
განდი | ნაწილი II, თავი IV
მე განვაგრძე თხრობა.
I went on with my story.