მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141881.
განდი | ნაწილი II, თავი III
ცოტა ხანში სირცხვილის გრძნობა მთლიანად გამიქრა, რადგან შევატყვე, რომ უზენაეს სასამართლოში ძილი მოდაში იყო.
After a time, I even lost the sense of shame, as I learnt to think that it was fashionable to doze in the High Court.
141882.
განდი | ნაწილი II, თავი III
დღეს თუ ახალგაზრდებს შორის მოინახება ისეთი უპორტფელო ვექილები, როგორიც მე ვიყავი ბომბეიში, მათ ერთ პატარა პრაქტიკულ რჩევას მივცემდი:
If the present generation has also its briefless barristers like me in Bombay, I would commend them a little practical precept:
141883.
განდი | ნაწილი II, თავი III
მიუხედავად იმისა, რომ გირგაუმში ვცხოვრობდი, ეტლით ან ტრამვაით არასოდეს მისარგებლია.
Although I lived in Girgaum I hardly ever took a carriage or a tram-car.
141884.
განდი | ნაწილი II, თავი III
უზენაეს სასამართლოში ფეხით სიარული წესად გავიხადე.
I had made it a rule to walk to the High Court.
141885.
განდი | ნაწილი II, თავი III
სრული ორმოცდახუთი წუთი მჭირდებოდა იქ მისაღწევად. რასაკვირველია, უკანაც ფეხით ვბრუნდებოდი.
It took me quite forty-five minutes, and of course I invariably returned home on foot.
141886.
განდი | ნაწილი II, თავი III
თავი შევაჩვიე სიცხესა და მზეს.
I had inured myself to the heat of the sun.
141887.
განდი | ნაწილი II, თავი III
ასე, სასამართლოში წინ და უკან სიარულით, კარგა ბლომად ფულიც დავზოგე და იმ დროს როცა ბევრი ჩემი მეგობარი ბომბეიში ავად ხდებოდა ხოლმე, არ მახსოვს, ერთხელ მაინც გავმხდარიყავი ავად.
This walk to and from the Court saved a fair amount of money and when many of my friends in Bombay used to fall ill, I do not remember having once had an illness.
141888.
განდი | ნაწილი II, თავი III
მაშინაც კი, როცა ფულის შოვნა დავიწყე, სამსახურში და სამსახურიდანაც ფეხით დავდიოდი და დღესაც ვიმკი იმ ვარჯიშით მოტანილ სიკეთეს.
Even when I began to earn money, I kept up the practice of walking to and from the office, and I am still reaping the benefits of that practice.
141889.
განდი | ნაწილი II, თავი IV
პირველი დარტყმა.
THE FIRST SHOCK.
141890.
განდი | ნაწილი II, თავი IV
აქ შედარებით უკეთ წამივიდა საქმე.
Here I got along moderately well.
141891.
განდი | ნაწილი II, თავი IV
ამ სამუშაოსთვის ჩემი ძმის კავშირებს უფრო უნდა ვუმადლოდე, ვიდრე ჩემ საკუთარ ფხას.
For this work I had to thank influence of my brother rather than my own ability.
141892.
განდი | ნაწილი II, თავი IV
უნდა გამოვტყდე, რომ აქ მომიხდა საკომისიოს გადაუხდელობის პრინციპის დათმობა, რასაც ბომბეიში დიდი თავგამოდებით ვიცავდი.
I must confess that here I had to compromise the principle of giving no commission, which in Bombay I had so scrupulously observed.
141893.
განდი | ნაწილი II, თავი IV
თუ ბომბეში საკომისიოებს შუამავალს უხდიდნენ, აქ იმ ვექილისთვის უნდა გადაგეხადა, ვინც რჩევას გაძლევდა.
Whilst in Bombay commissions had to be paid to touts, here they had to be paid to vakils who briefed you.
141894.
განდი | ნაწილი II, თავი IV
და აქაც, ისევე, როგორც ბომბეიში, უკლებლივ ყველა იურისტი გასამრჯელოდან საკომისიოს სახით პროცენტებს იხდიდა.
and that here as in Bombay all barristers, without exception, paid a percentage of their fees as commission.
141895.
განდი | ნაწილი II, თავი IV
– იცი, – მითხრა მან, — მე სხვა ვექილის პარტნიორი ვარ.
'You see,' said he, 'that I am in partnership with another vakil'.
141896.
განდი | ნაწილი II, თავი IV
– ყოველთვის მოწადინებული ვიქნები, გადმოგცე ყველა ის საქმე, რომლის წაყვანასაც შენ შეძლებ და თუ უარს იტყვი ჩემი პარტნიორისათვის ფულის გადახდაზე, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენებ.
'I shall always be inclined to make over to you all our cases with which you can possibly deal, and if you refuse to pay a commission to my partner, you are sure to embarrass me'.
141897.
განდი | ნაწილი II, თავი IV
რაკი მე და შენ საერთო მეურნეობა გვაქვს, შენი გასამრჯელოც საერთო ქისაში ჩაიდება და მეც აქედან მივიღებ ჩემს წილს.
As you and I have a joint establishment, your fee comes to our common purse, and I automatically get a share.
141898.
განდი | ნაწილი II, თავი IV
რაც შეეხება ჩემს პარტნიორს, მას იგივე საქმე სხვა ვექილისთვის რომ მიეცა, მისგან ხომ უეჭველად მიიღებდა საკომისიოს?!
'But what about my partner? Supposing he gave the same case to some other barrister, he would certainly get his commission from him.'
141899.
განდი | ნაწილი II, თავი IV
აი, ასე ვირწმუნებდი თავს ან, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ასე ვიტყუებდი თავს.
That is how I argued with myself, or to put it bluntly, how I deceived myself.
141900.
განდი | ნაწილი II, თავი IV
თუმცა, მინდა აქვე დავსძინო, რომ არ მახსოვს, ოდესმე გადამეხადოს საკომისიო რომელიმე სხვა საქმესთან დაკავშირებით.
Let me add, however, that I do not remember ever to have given commission in respect of any other case.