მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141941.
განდი | ნაწილი II, თავი IV
— ის ინგლისიდან ახალი ჩამოსულია და სისხლი უდუღს.
'He is still fresh from England, and hot-blooded'.
141942.
განდი | ნაწილი II, თავი IV
— ინგლისელ მოხელეებს არ იცნობს.
'He does not know British officers'.
141943.
განდი | ნაწილი II, თავი IV
— ბარათი დახიოს და წყენა დაივიწყოს.
'Let him tear up the note and pocket the insult'.
141944.
განდი | ნაწილი II, თავი IV
— უთხარით, ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.
'Tell him he has yet to know life.'
141945.
განდი | ნაწილი II, თავი IV
ეს რჩევა საწამლავივით მწარე აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ იძულებული ვიყავი, გადამეყლაპა.
The advice was as bitter as poison to me, but I had to swallow it.
141946.
განდი | ნაწილი II, თავი IV
„თავს მსგავს მდგომარეობაში აღარასოდეს ჩავიგდებ“.
'Never again shall I place myself in such a false position'.
141947.
განდი | ნაწილი II, თავი IV
„აღარ შევეცდები ნაცნობ-მეგობრობის ასე გამოყენებას,“ – ვუთხარი ჩემს თავს და მას შემდეგ მუდამ ამ გადაწყვეტილების ერთგული ვიყავი.
'Never again shall I try to exploit friendship in this way,' said I to myself, and since then I have never been guilty of a breach of that determination.
141948.
განდი | ნაწილი II, თავი V
მზადება სამხრეთ აფრიკისათვის.
PREPARING FOR SOUTH AFRICA.
141949.
განდი | ნაწილი II, თავი V
რასაკვირველია, დავაშავე, იმ მოხელესთან რომ მივედი.
I was no doubt at fault in having gone to that officer.
141950.
განდი | ნაწილი II, თავი V
მაგრამ იმდენიც არაფერი დამიშავებია, რომ მისი ასეთი გაღიზიანება და განრისხება გამომეწვია.
But his impatience and overbearing anger were out of all proportion to my mistake.
141951.
განდი | ნაწილი II, თავი V
მისთვის ხუთ წუთზე მეტი არ წამირთმევია.
I haven't taken up more than five minutes of his time.
141952.
განდი | ნაწილი II, თავი V
შეეძლო, ზრდილობიანად ეთხოვა, წავსულიყავი, მაგრამ ძალაუფლებას უზომოდ დაეთრო.
He could have politely asked me to go, but power had intoxicated him to an inordinate extent.
141953.
განდი | ნაწილი II, თავი V
მოგვიანებით შევიტყვე, რომ იმ მოხელეს მოთმინების უნარი საერთოდ არ ჰქონდა.
Later I came to know that patience was not one of the virtues of this officer.
141954.
განდი | ნაწილი II, თავი V
ოდნავი მიზეზიც საკმარისი იყო, რომ საჰიბს წონასწორობა დაეკარგა.
The slightest unpleasantness was sure to put the sahib out.
141955.
განდი | ნაწილი II, თავი V
მასთან შერიგება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.
It was beyond me to conciliate him.
141956.
განდი | ნაწილი II, თავი V
რაკი ერთხელ დავემუქრე, რომ საქმეს აღვძრავდი მის წინააღმდეგ, გაჩუმება აღარ მინდოდა.
Having once threatened to proceed against him, I did not like to remain silent.
141957.
განდი | ნაწილი II, თავი V
კათავადი, როგორც მცირე სახელმწიფოების კონგლომერაცია, ბუნებრივია, პოლიტიკანების სიმრავლით გამოირჩეოდა.
Kathiawad, being a conglomeration of small states, naturally had its rich crop of politicals.
141958.
განდი | ნაწილი II, თავი V
სახელმწიფოებს შორის ინტრიგები თუ ძალაუფლებისათვის მებრძოლი მოხელეების გაიძვერობა ჩვეულებრივი ამბავი იყო.
Intrigues between states, and intrigues of officers for power were the order of the day.
141959.
განდი | ნაწილი II, თავი V
მთავრებიც კი, რომლებიც მუდამ სხვის მოწყალებაზე იყვნენ დამოკიდებული, გაფაციცებით უსმენდნენ სიკოფანტებს.
Princes were always at the mercy of others and ready to lend their ears to sycophants.
141960.
განდი | ნაწილი II, თავი V
საჰიბის მსახურიც კი უნდა მოგეთაფლათ, ხოლო საჰიბის შირსტედარი ხომ თავის ბატონზე მეტიც კი იყო, რადგან ის იყო მისი თვალი, ყური და თარჯიმანი.
Even the sahib's peon had to be cajoled, and the sahib's shirastedar was more than his master, as he was his eyes, his ears and his interpreter.