მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141961.
განდი | ნაწილი II, თავი V
შირასტედარის ნება-სურვილი კანონი იყო და მისი შემოსავალი, როგორც ამბობდნენ, ყოველთვის აღემატებოდა საჰიბისას.
The shirastedar's will was law, and his income was always reputed to be more than the sahib's.
141962.
განდი | ნაწილი II, თავი V
სრულიად ნირწამხდარი ვიყავი. ამას ჩემი ძმაც კარგად ხედავდა.
I was thoroughly depressed and my brother clearly saw it.
141963.
განდი | ნაწილი II, თავი V
ორივენი ვხვდებოდით, რაიმე საქმე უნდა მეშოვნა, რომ ინტრიგებით აღსავსე ამ ატმოსფეროს გავრიდებოდი.
We both felt that, if I could secure some job, I should be free from this atmosphere of intrigue.
141964.
განდი | ნაწილი II, თავი V
საჰიბთან უბრად ყოფნა კი ჩემს საქმიანობას ხელს უშლიდა.
The quarrel with the sahib stood in the way of my practice.
141965.
განდი | ნაწილი II, თავი V
ასევე უნდა მენახა ადმინისტრატორი მიწის იმ მძიმე გადასახადთან დაკავშირებითაც, რომელსაც მერებს აწერდნენ.
Also I had to see the Administrator in respect of the heavy land rent exacted from the Mers.
141966.
განდი | ნაწილი II, თავი V
მოვახერხე, რომ რანასთვის უფლებამოსილება მეტ-ნაკლებად გაეზარდათ, მაგრამ მერებისათვის შეღავათის მიცემას ვერ მივაღწიე.
I succeeded in securing a few more powers for the Rana, but hardly any relief for the Mers.
141967.
განდი | ნაწილი II, თავი V
მიმაჩნდა, რომ ჩემს კლიენტებს უსამართლოდ ეპყრობოდნენ, მაგრამ მათი დაცვის არავითარი საშუალება არ მქონდა.
I thought justice was not done to my clients, but I had not the means to secure it.
141968.
განდი | ნაწილი II, თავი V
დიდი-დიდი, პოლიტიკური აგენტისთვის ან გუბერნატორისათვის მიმემართა საჩივრით, რასაც ისინი ამგვარი პასუხით აირიდებდნენ: „ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით“.
At the most I could have appealed to the Political Agent or to the Governor who would have dismissed the appeal saying, 'We decline to interfere.'
141969.
განდი | ნაწილი II, თავი V
წყობიდან გამოვედი.
I was exasperated.
141970.
განდი | ნაწილი II, თავი V
ამასობაში პორბანდარის ერთმა მემანურმა სავაჭრო სახლმა ჩემს ძმას წერილი გამოუგზავნა ასეთი შეთავაზებით:
In the meantime, a Meman firm from Porbandar wrote to my brother making the following offer:
141971.
განდი | ნაწილი II, თავი V
ჩვენ სამხრეთ აფრიკაში საქმეს ვაწარმოებთ.
We have business in South Africa.
141972.
განდი | ნაწილი II, თავი V
ჩვენი ფირმა საკმაოდ სოლიდურია და იქ სერიოზული დავა გვაქვს სასამართლოში.
Ours is a big firm, and we have a big case there in the Court.
141973.
განდი | ნაწილი II, თავი V
საუკეთესო ვექილები და იურისტები გვყავს დაქირავებული.
We have engaged the services of the best vakils and barristers.
141974.
განდი | ნაწილი II, თავი V
თუ თქვენ ინებებთ და თქვენს ძმას იქ გაგზავნით, ამით ჩვენც ვიხეირებთ და ისიც.
If you sent your brother there, he would be useful to us and also to himself.
141975.
განდი | ნაწილი II, თავი V
იგი ჩვენს იურისტებს ჩვენზე უკეთეს მრჩევლობას გაუწევს.
He would be able to instruct our counsel better than ourselves.
141976.
განდი | ნაწილი II, თავი V
ჩემი ძმა ამ შემოთავაზებაზე დამელაპარაკა.
My brother discussed the proposition with me.
141977.
განდი | ნაწილი II, თავი V
ჩემმა ძმამ აწ გარდაცვლილ შეთ აბდულ კარიმ ჯჰავერისთან, სწორედ ზემოთ ხსენებული ფირმის — „დადა აბდულა ენდ კომპანის“ პარტნიორთან წარმადგინა.
My brother introduced me to the late Sheth Abdul Karim Jhaveri, a partner of Dada Abdulla & Co., the firm in question.
141978.
განდი | ნაწილი II, თავი V
„რთული სამუშაო არ გელოდებათ, — მარწმუნებდა შეთი.
'It won't be a difficult job,' the Sheth assured me.
141979.
განდი | ნაწილი II, თავი V
„ჩვენ გავლენიანი ევროპელი მეგობრები გვყავს, რომელთაც თქვენც გაიცნობთ“.
'We have big Europeans as our friends, whose acquaintance you will make'.
141980.
განდი | ნაწილი II, თავი V
„კორესპონდენციის მეტი ნაწილი ინგლისურია და ამაშიც შეძლებთ დახმრების გაწევას“.
'Much of our correspondence is in English and you can help us with that too'.