მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141921.
განდი | ნაწილი II, თავი IV
საჰიბი წამოდგა და მითხრა: „ახლა უნდა წახვიდეთ.“
The sahib got up and said: 'You must go now.'
141922.
განდი | ნაწილი II, თავი IV
– კი მაგრამ, იქნებ, ბოლომდე მომისმინოთ, – ვთხოვე მე.
'But please hear me out,' said I.
141923.
განდი | ნაწილი II, თავი IV
ამან კიდევ უფრო გააწიწმატა.
That made him more angry.
141924.
განდი | ნაწილი II, თავი IV
მსახურს დაუძახა და უბრძანა, გავეცილებინე.
He called his peon and ordered him to show me the door.
141925.
განდი | ნაწილი II, თავი IV
მე ჯერ კიდევ ვყოყმანობდი.
I was still hesitating.
141926.
განდი | ნაწილი II, თავი IV
მსახური შემოვიდა, მხარზე ხელი დამადო და ოთახიდან გამომაძევა.
The peon came in, placed his hands on my shoulders and put me out of the room.
141927.
განდი | ნაწილი II, თავი IV
საჰიბი წავიდა, მსახურიც უკან მიჰყვა. მეც, შეძრწუნებული და სულშეგუბებული, წამოვედი.
The sahib went away as also the peon, and I departed fretting and fuming.
141928.
განდი | ნაწილი II, თავი IV
„თქვენ მე შეურაცხყოფა მომაყენეთ“.
'You have insulted me'.
141929.
განდი | ნაწილი II, თავი IV
„ბოდიშს თუ არ მომიხდით, იძულებული გავხდები, სასამართლოში გიჩივლოთ“.
'If you make no amends, I shall have to proceed against you.'
141930.
განდი | ნაწილი II, თავი IV
პასუხმაც არ დააყოვნა: ,,თქვენ თავხედურად მოიქეცით“.
Quick came the answer: 'You were rude to me'.
141931.
განდი | ნაწილი II, თავი IV
,,მე გთხოვეთ, გასულიყავით, რაც თქვენ არ ინებეთ“.
'I asked you to go and you would not'.
141932.
განდი | ნაწილი II, თავი IV
,,ამიტომ მას მოუხდა, ძალით გაეყვანეთ გარეთ“.
'He therefore had to use just enough force to send you out'.
141933.
განდი | ნაწილი II, თავი IV
,,არჩევანი თქვენზეა, როგორც გენებოთ, ისე მოიქეცით“.
'You are at liberty to proceed as you wish'.
141934.
განდი | ნაწილი II, თავი IV
ამ პასუხით გულგატეხილი დავბრუნდი შინ და ვუამბე ჩემს ძმას, რაც გადამხდა თავს.
With this answer in my pocket, I came home crestfallen, and told my brother all that had happened.
141935.
განდი | ნაწილი II, თავი IV
ძალიან შეწუხდა და აღარ იცოდა, რით ვენუგეშებინე.
He was grieved, but was at a loss as to how to console me.
141936.
განდი | ნაწილი II, თავი IV
თავის მეგობარ ვექილებს დაუკავშირდა.
He spoke to his vakil friends.
141937.
განდი | ნაწილი II, თავი IV
რადგან მე არ ვიცოდი, როგორ უნდა მემოქმედა საჰიბის წინააღმდეგ.
For I did not know how to proceed against the sahib.
141938.
განდი | ნაწილი II, თავი IV
სერ ფეროზე შაჰ მეჰთა იმ დროს შემთხვევით რაჯკოტში აღმოჩნდა, რაღაც საქმის გამო ჩამოსულიყო ბომბეიდან.
Sir Pherozeshah Mehta happened to be in Rajkot at this time, having come down from Bombay for some case.
141939.
განდი | ნაწილი II, თავი IV
ამიტომ ჩემი საქმის ამსახველი დოკუმენტები გავუგზავნე ერთი ვექილის ხელით, რომელიც მასთან თანამშრომლობდა და რჩევა ვთხოვე.
So I sent him the papers of my case, through the vakil who had engaged him, and begged for his advice.
141940.
განდი | ნაწილი II, თავი IV
გადაეცით განდის, — თქვა მან, — მსგავსი შემთხვევები მრავალი ადვოკატისა და ვექილის ხვედრია.
'Tell Gandhi,' he said, 'such things are the common experience of many vakils and barristers'.