მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141981.
განდი | ნაწილი II, თავი V
„რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმარი იქნებით და არანაირი ხარჯი არ შეგეხებათ“.
'You will, of course, be our guest and hence will have no expense whatever'.
141982.
განდი | ნაწილი II, თავი V
„რამდენი ხანი დაგჭირდებათ ჩემი სამსახური?“ — ვიკითხე მე.
'How long do you require my services?' I asked.
141983.
განდი | ნაწილი II, თავი V
„და რამდენი იქნება გასამრჯელო?“
'And, what will be the payment?'
141984.
განდი | ნაწილი II, თავი V
– არა უმეტეს ერთი წლისა.
'Not more than a year'.
141985.
განდი | ნაწილი II, თავი V
მაგრამ ძალიან მინდოდა, როგორმე ინდოეთიდან წავსულიყავი.
But I wanted somehow to leave India.
141986.
განდი | ნაწილი II, თავი V
კიდევ ერთი რამ მხიბლავდა — ახალი ქვეყნის ნახვის, ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა.
There was also the tempting opportunity of seeing a new country, and of having new experience.
141987.
განდი | ნაწილი II, თავი V
აგრეთვე ის, რომ შემეძლო 105 გირვანქა სტერლინგი ჩემი ძმისთვის გადამეხადა და ოჯახის შენახვაში შევშველებოდი.
Also I could send £105 to my brother and help in the expenses of the household.
141988.
განდი | ნაწილი II, თავი V
შემოთავაზებას ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე დავთანხმდი და სამხრეთ აფრიკაში გასამგზავრებლად გავემზადე.
I closed with the offer without any higgling, and got ready to go to South Africa.
141989.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ნატალში ჩასვლა.
ARRIVAL IN NATAL.
141990.
განდი | ნაწილი II, თავი VI
დედაჩემი ცოცხალი აღარ იყო.
My mother was no more.
141991.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ამჯერად მხოლოდ ჩემს მეუღლესთან განშორება მტკენდა გულს.
This time I only felt the pang of parting with my wife.
141992.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი ბავშვი შეგვეძინა.
Another baby had been born to us since my return from England.
141993.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ჩვენს სიყვარულს ვნებისგან დაცლილს ჯერ ვერ ვუწოდებდი, მაგრამ თანდათანობით უფრო სუფთა ხდებოდა.
Our love could not yet be called free from lust, but it was getting gradually purer.
141994.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ევროპიდან დაბრუნების შემდეგ ძალიან ცოტა ხანი ვიცხოვრეთ ერთად.
Since my return from Europe, we had lived very little together.
141995.
განდი | ნაწილი II, თავი VI
და რაკი ახლა მე მისი მასწავლებელიც გავხდი, თუმცა არც თუ მიუკერძოებელი, ორივენი ვგრძნობდით, რომ თუ რეფორმის განხორციელება გვინდოდა, უკეთესი იქნებოდა, ერთად მეტი დრო გაგვეტარებინა.
And as I had now become her teacher, however indifferent, we both felt the necessity of being more together, if only to continue the reform.
141996.
განდი | ნაწილი II, თავი VI
მაგრამ სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების მიმზიდველობამ განშორება ასატანი გახადა ჩემთვის.
But the attraction of South Africa rendered the separation bearable.
141997.
განდი | ნაწილი II, თავი VI
„ერთ წელიწადში აუცილებლად შევხვდებით“, - ვუთხარი ცოლს სანუგეშოდ და რაჯკოტიდან ბომბეიში გავემგზავრე.
'We are bound to meet again in a year,' I said to my wife, by way of consolation, and left Rajkot for Bombay.
141998.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ბომბეიში „დადა აბდულა ენდ კომპანის“ აგენტს ჩემთვის სამგზავრო საშვი უნდა ეშოვა.
In Bombay was to get my passage through the agent of Dada Abdulla and Company.
141999.
განდი | ნაწილი II, თავი VI
მაგრამ გემზე თავისუფალი ადგილი არ აღმოჩნდა.
But no berth was available on the boat.
142000.
განდი | ნაწილი II, თავი VI
თუ მაშინვე არ გავემგზავრებოდი, ბომბეიში მომიწევდა ყურყუტი.
If I did not sail at once, I should be stranded in Bombay.