მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142001.
განდი | ნაწილი II, თავი VI
„ძალიან ვეცადეთ, - მითხრა აგენტმა, - პირველი კლასის ბილეთი დაგვეჯავშნა, მაგრამ ვერ ვიშოვეთ“.
'We have tried our best,' said the agent, 'to secure a first-class passage, but in vain'.
142002.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ამიტომ ამ შემოთავაზებაზე უარი განვაცხადე.
So I refused the offer.
142003.
განდი | ნაწილი II, თავი VI
აგენტის გულწრფელობაში ეჭვი შემეპარა, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ პირველი კლასის ბილეთის შოვნა შეუძლებელი გახდებოდა.
I suspected the agent's veracity, for I could not believe that a first class passage was not available.
142004.
განდი | ნაწილი II, თავი VI
მან მითხრა, ჩვეულებრივ ამდენი მგზავრი არ გვყავს ხოლმე.
He said to me quite frankly, 'We do not usually have such a rush'.
142005.
განდი | ნაწილი II, თავი VI
მაგრამ ამჯერად მოზამბიკის გენერალ-გუბერნატორი მიემგზავრება ამ გემით და ყველა საწოლი დაკავებულიაო.
'But as the Governor-General of Mozambique is going by this boat, all the berths are engaged.'
142006.
განდი | ნაწილი II, თავი VI
- ნუთუ, სადმე ვერ მომათავსებთ? - ვკითხე მე.
'Could you not possibly squeeze me in?' I asked.
142007.
განდი | ნაწილი II, თავი VI
მან ამათვალიერ-ჩამათვალიერა და გაიღიმა.
He surveyed me from top to toe and smiled.
142008.
განდი | ნაწილი II, თავი VI
„ჩემს კაიუტაში ერთი ზედმეტი საწოლია, რომელიც ჩვეულებრივი მგზავრებისთვის არ არის განკუთვნილი, მაგრამ მზადა ვარ, თქვენ დაგითმოთ“.
'There is an extra berth in my cabin, which is usually not available for passengers. But I am prepared to give it to you.'
142009.
განდი | ნაწილი II, თავი VI
1893 წლის აპრილში, ბედის მაძიებლის ჟინით შეპყრობილი, გზას გავუდექი სამხრეთ აფრიკისაკენ.
In April 1893 I set forth full of zest to try my luck in South Africa.
142010.
განდი | ნაწილი II, თავი VI
პირველი გაჩერება ლამუში გველოდა.
The first port of call was Lamu.
142011.
განდი | ნაწილი II, თავი VI
კაპიტანი და მე იმ დროისთვის უკვე გულითადი მეგობრები გავხდით.
The Captain and I had become great friends by this time.
142012.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ის ჭადრაკის მოყვარული გამოდგა და რაკი თვითონ დამწყები მოთამაშე ვიყავი, პარტნიორად კიდევ უფრო ახალბედას ეძებდა და ამიტომაც მიმიწვია სათამაშოდ.
He was fond of playing chess, but as he was quite a novice, he wanted one still more of a beginner for his partner, and so he invited me.
142013.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ჭადრაკის შესახებ უამრავი მსმენოდა, მაგრამ თამაში არასოდეს მიცდია.
I had heard a lot about chess but had never tried my hand at it.
142014.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ამ თამაშის მოყვარულები ამბობდნენ, რომ ჭადრაკს გონებრივი ვარჯიშისთვის ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს.
Players used to say that this was a game in which there was plenty of scope for the exercise of one's intelligence.
142015.
განდი | ნაწილი II, თავი VI
კაპიტანმა შემომთავაზა, გასწავლიო.
The Captain offered to give me lessons.
142016.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ჩათვალა, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი, რადგან განუზომელი მოთმინება მქონდა.
He found me a good pupil as I had unlimited patience.
142017.
განდი | ნაწილი II, თავი VI
მე ყოველ ჯერზე ვაგებდი, რაც კაპიტანს სწავლების სურვილს მატებდა.
Every time I was the loser, and that made him all the more eager to teach me.
142018.
განდი | ნაწილი II, თავი VI
თმაში მომეწონა, მაგრამ ჩემი გატაცება გემზე დარჩა, ხოლო ცოდნა ფიგურების გადაადგილების წესების გაცნობით შემოიფარგლა.
I liked the game, but never carried my liking beyond the boat or my knowledge beyond the moves of the pieces.
142019.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ლამუში გემმა სამი თუ ოთხი საათით ჩაუშვა ღუზა და მე პორტის სანახავად გემიდან ჩავედი.
At Lamu the ship remained at anchor for some three to four hours, and I landed to see the port.
142020.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ლამუ ძალიან პატარა ადგილი გამოდგა.
Lamu was a very small place.