მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142021.
განდი | ნაწილი II, თავი VI
წავედი ფოსტაში და გული გამინათდა, როცა იქ ინდოელ კლერკებს შევხვდი და მათთან გასაუბრების შესაძლებლობა მომეცა.
I went to the Post Office and was delighted to see the Indian clerks there, and had a talk with them.
142022.
განდი | ნაწილი II, თავი VI
აფრიკელებიც ვნახე და შევეცადე, გამეგო რამე მათი ცხოვრების ნირის შესახებ, რაც ძალიან მაინტერესებდა.
I also saw the Africans and tried to acquaint myself with their ways of life which interested me very much.
142023.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ამას გარკვეული დრო დასჭიდა.
This took up some time.
142024.
განდი | ნაწილი II, თავი VI
შევშფოთდი.
I was worried.
142025.
განდი | ნაწილი II, თავი VI
კაპიტანი თავისი ხიდიდან უმზერდა ჩვენს გასაჭირს.
The Captain was witnessing our plight from the bridge.
142026.
განდი | ნაწილი II, თავი VI
მან ბრძანება გასცა, გემის გასვლა ხუთი წუთით შეეყოვნებინათ.
He ordered the steamer to wait an extra five minutes.
142027.
განდი | ნაწილი II, თავი VI
გემთან ახლოს კიდევ ერთი ნავი გამოჩნდა, რომელიც ჩემს მეგობარს ათ რუპიად ჩემთვის დაექირავებინა.
There was another boat near the ship which a friend hired for me for ten rupees.
142028.
განდი | ნაწილი II, თავი VI
კიბე უკვე აეწიათ.
The ladder had already been raised.
142029.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ამიტომ თოკით ამიყვანეს და გემი მაშინვე დაიძრა ადგილიდან.
I had therefore to be drawn up by means of a rope and the steamer started immediately.
142030.
განდი | ნაწილი II, თავი VI
დანარჩენი მგზავრები ჩამორჩნენ, ახლა კი დავაფასე კაპიტნის გაფრთხილება.
The other passengers were left behind. I now appreciated the Captain's warning.
142031.
განდი | ნაწილი II, თავი VI
მაგრამ კაპიტანს საიდან ეცოდინებოდა, რა უმეცარი ვიყავი ასეთ საქმეში.
And little did the Captain know what an ignoramus I was in such matters.
142032.
განდი | ნაწილი II, თავი VI
იმ ოღრაშმა ზანგი ქალების უბანში წაგვიყვანა.
We were taken to some Negro women's quarters by a tout.
142033.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ყველანი ჩვენ-ჩვენ ოთახებამდე მიგვაცილეს.
We were each shown into a room.
142034.
განდი | ნაწილი II, თავი VI
მე იქ სირცხვილისგან დავმუნჯდი.
I simply stood there dumb with shame.
142035.
განდი | ნაწილი II, თავი VI
უფალმა უწყის, რა იფიქრა იმ საცოდავმა ქალმა ჩემზე.
Heaven only knows what the poor woman must have thought of me.
142036.
განდი | ნაწილი II, თავი VI
თავიდან უზომოდ შემრცხვა, მაგრამ რაკი ეს ამბავი მხოლოდ შიშის ზარს მცემდა, სირცხვილის გრძნობა გამიქრა.
At first, I felt very much ashamed, but as I could not think of the thing except with horror, the sense of shame wore away.
142037.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ქალის დანახვამ ოდნავადაც არ ამაღელვა.
I thanked God that the sight of the woman had not moved me in the least.
142038.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ჩემმა სისუსტემ აღმაშფოთა.
I was disgusted at my weakness.
142039.
განდი | ნაწილი II, თავი VI
საკუთარი თავი მებრალებოდა, რომ არ მეყო ვაჟკაცობა, უარი მეთქვა იმ ოთახში შესვლაზე.
I pitied myself for not having had the courage to refuse to go into the room.
142040.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ეს ჩემთვის ამ სახის მესამე გამოცდა იყო ცხოვრებაში.
This in my life was the third trial of its kind.