მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142041.
განდი | ნაწილი II, თავი VI
ვინ მოთვლის, რამდენ უმწიკვლო ახალგაზრდას ჩაუდენია ამგვარი ცოდვა ყალბი სირცხვილის გრძნობის გამო!
Many a youth, innocent at first, must have been drawn into sin by a false sense of shame.
142042.
განდი | ნაწილი II, თავი VI
იმ ოთახში შესვლაზე უარი რომ მეთქვა, შევძლებდი, ჩემი საქციელით მეამაყა.
I could have credit if I had refused to enter that room.
142043.
განდი | ნაწილი II, თავი VI
მთლიანად მოწყალე ღმერთს უნდა ვუმადლოდე, რომ გადავრჩი.
I must entirely thank the All-merciful for having saved me.
142044.
განდი | ნაწილი II, თავი VI
იმ შემთხვევამ ღმერთისადმი რწმენა განმიმტკიცა და სირცხვილის ყალბი გრძნობის დაძლევაც მასწავლა.
The incident increased my faith in God and taught me to cast off false shame.
142045.
განდი | ნაწილი II, თავი VI
რადგან იმ პოტში კიდევ ერთ კვირას უნდა დავრჩენილიყავით, ქალაქში ბინა ვიქირავე და ხეტიალ-ხეტიალში საკმაოდ ბევრი რამ ვნახე.
As we had to remain in this port for a week, I took rooms in the town and saw good deal by wandering about the neighbourhood.
142046.
განდი | ნაწილი II, თავი VI
მხოლოდ მალაბარს შეუძლია წარმოდგენა შეგიქმნათ ზანზიბარის მცენარეულობის შესახებ.
Only Malabar can give any idea of the vegetation of Zanzibar.
142047.
განდი | ნაწილი II, თავი VI
გამაოცა გიგანტურმა ხეებმა და ნაყოფის ზომამ.
I was amazed at the gigantic trees and the size of the fruits.
142048.
განდი | ნაწილი II, თავი VI
შემდეგი პორტი მოზამბიკი იყო.
The port was Mozambique.
142049.
განდი | ნაწილი II, თავი VI
იქიდან მაისის ბოლოს ნატალში ჩავედით.
Thence we reached Natal towards the close of May.
142050.
განდი | ნაწილი II, თავი VII
რამდენიმე შთაბეჭდილება.
SOME EXPERIENCES.
142051.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მე იქ აბდულა შეთი უნდა დამხვედროდა.
Abdulla Sheth was there to receive me.
142052.
განდი | ნაწილი II, თავი VII
შევნიშნე, რომ ინდოელებს პატივისცემით არ ექცეოდნენ.
I observed that the Indians were not held in much respect.
142053.
განდი | ნაწილი II, თავი VII
წამიყვანეს ფირმის შენობაში და აბდულა შეთის გვერდით ცალკე ოთახი მომიჩინეს.
I was taken to the firm's quarters and shown into the room set apart for me, next to Abdulla Sheth's.
142054.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მას ჩემი არ ესმოდა, მე კი მისი გაგება მიჭირდა.
He did not understand me, I could not understand him.
142055.
განდი | ნაწილი II, თავი VII
იფიქრა, ძმამ „თეთრი სპილო“ გამომიგზავნაო.
He thought his brother had sent him a white elephant.
142056.
განდი | ნაწილი II, თავი VII
იმ დროს ჩემთვის კონკრეტული საქმე არ გამოიძებნა.
There was no particular work then which could be given me.
142057.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მათი საქმე ტრანსვაალის სასამართლოში ისმინებოდა.
Their case was going on in the Transvaal Court.
142058.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მოპასუხე მხარე პრეტორიაში იყო.
The defendants were in Pretoria.
142059.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მან იცოდა, რომ მათ სულ ადვილად შეეძლოთ ჩემზე ზეგავლენის მოხდენა.
He knew they might bring undue influence to bear on me.
142060.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ხოლო თუკი საქმეს, რომელზეც ლაპარაკი იყო, ვერ მომანდობდა, რაღა სამუშაო უნდა მოეცა?!
And if work in connection with the case in question was not to be entrusted to me, what work could I be given to do?