მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142061.
განდი | ნაწილი II, თავი VII
და, თუ პროცესთან დაკავშირებით ვერაფერს დამავალებდა, მაშინ ჩემგან რა ხეირი იქნებოდა?
So if no work in connection with the case could be given me, I should have to be kept for nothing.
142062.
განდი | ნაწილი II, თავი VII
აბდულა შეთი ფაქტიურად უწიგნური გახლდათ, მაგრამ მდიდარი გამოცდილება ჰქონდა.
Abdulla Sheth was practically unlettered, but he had a rich fund of experience.
142063.
განდი | ნაწილი II, თავი VII
გამჭრიახი კაცი იყო და ეს თვითონაც იცოდა.
He had an acute intellect and was conscious of it.
142064.
განდი | ნაწილი II, თავი VII
პრაქტიკის წყალობით იმდენი ინგლისური კი ისწავლა, საუბარს რომ გაძღოლოდა და სწორედ ამ ინგლისურით იყო, ყველა საქმეს იოლად რომ ართმევდა თავს.
By practice, he had picked up just sufficient English for conversational purposes, but that served him for carrying on all his business.
142065.
განდი | ნაწილი II, თავი VII
იქნებოდა ეს ბანკის მენეჯერებთან და ევროპელ ვაჭრებთან ურთიერთობა, თუ საქმის ვითარების ადვოკატისათვის ახსნა.
Whether it was dealing with Bank managers and European merchants or explaining the case to the counsel.
142066.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ინდოელები მას ძალიან აფასებდნენ.
The Indians held him in very high esteem.
142067.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მისი ფირმა იმ დროს ყველა ინდურ ფირმაზე უფრო დიდი, ან, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო.
His firm was then the biggest, or at any rate one of the biggest, of the Indian firms.
142068.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მაგრამ ყველა ამ სიკეთესთან ერთად მას ერთი ნაკლიც ჰქონდა: ბუნებით ეჭვიანი იყო.
With all these advantages he had one disadvantage – he was by nature suspicious.
142069.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ისლამს დიდ პატივს სცემდა და ისლამის ფილოსოფიაზე საუბარი უყვარდა.
He was proud of Islam and loved to discourse on Islamic philosophy.
142070.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მართალია, არაბული არ იცოდა, მაგრამ წმინდა ყურანსა და, საზოგადოდ, ისლამურ ლიტერატურაში კარგად ერკვეოდა.
Though he did not know Arabic, his acquaintance with the Holy Koran and Islamic literature in general was fairly good.
142071.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მასთან ურთიერთობამ საკმაოდ დიდი პრაქტიკული ცოდნა შემძინა ისლამის საკითხებში.
Contact with him gave me a fair amount of practical knowledge of Islam.
142072.
განდი | ნაწილი II, თავი VII
როცა უფრო დავახლოვდით, დიდხანს ვმსჯელობდით ხოლმე რელიგიურ თემებზე.
When we came closer to each other, we had long discussions on religious topics.
142073.
განდი | ნაწილი II, თავი VII
იქ რამდენიმე ადამიანს წარუდგინა ჩემი თავი და თავისი ვექილის გვერდით დამსვა.
There he introduced me to several people and seated me next to his attorney.
142074.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მე უარი ვუთხარი და სასამართლო დავტოვე.
This I refused to do and left the court.
142075.
განდი | ნაწილი II, თავი VII
აბდულა შეთმა ამიხსნა, რატომ სთხოვდნენ ზოგ ინდოელს ჩალმის მოხდას.
Abdulla Sheth explained to me why some Indians were required to take off their turbans.
142076.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ვისაც მუსლიმანური ტანსაცმელი აცვია, შეუძლია, ჩალმა არ მოიხადოს, მაგრამ სხვა ინდოელებმა სასამართლოში, როგორც წესი, ჩალმა უნდა მოიხადონო, – მითხრა მან.
Those wearing the Musalman costume might, he said, keep their turbans on, but the other Indians on entering a court had to take theirs off as a rule.
142077.
განდი | ნაწილი II, თავი VII
იმ ორი თუ სამი დღის განმავლობაში შევნიშნე, რომ ინდოელები სხვადასხვა ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი.
In the course of these two or three days I could see that the Indians were divided into different groups.
142078.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ერთი — მუსლიმანი ვაჭრების ჯგუფი იყო.
One was the group of Musalman merchants.
142079.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ისინი თავიანთ თავს „არაბებს“ უწოდებდნენ.
They would call themselves 'Arabs'.
142080.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მეორე ინდუსების ჯგუფი გახლდათ, და ერთიც — პარსებისა.
Another was a group of Hindu, and yet another of Parsi.