მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142081.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ხოლო დანარჩენ სამ კლასს ამ კლასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
The other three classes had no relation with this class.
142082.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ინგლისელები მათ ყულიებს უწოდებდნენ და რადგან ინდოელების უმრავლესობა მშრომელი კლასის წარმომადგენლი იყო, ყველა ინდოელს ყულის, ანუ „სვამის“ ეძახდნენ.
Englishmen called them' coolies' and as the majority of Indians belonged to the labouring class, all Indians were called 'coolies,' or 'samis'.
142083.
განდი | ნაწილი II, თავი VII
„სვამი“ ტამილური სუფიქსია და ბევრ ტამილურ სახელს ერთვის.
Sami is a Tamil suffix occurring after many Tamil names.
142084.
განდი | ნაწილი II, თავი VII
„შეგიძლიათ, ,,სვამი“ მიწოდოთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ „სვამი“ ბატონს ნიშნავს. მე კი თქვენი ბატონი არა ვარ“.
'You may call me sami, but you forget that sami means a master. I am not your master!'
142085.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ზოგი ინგლისელი ბრაზდებოდა, შეურაცხყოფას აყენებდა ინდოელს და თუ საშუალება მიეცემოდა, ფიზიკურადაც უსწორდებოდა.
Some Englishmen would get angry, swear at the Indian and, if there was a chance, would even belabour him.
142086.
განდი | ნაწილი II, თავი VII
რადგან „სვამი“ მისთვის მხოლოდ რაღაც დამამცირებელი სიტყვა იყო.
Sami to him was nothing better than a term of contempt.
142087.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ამდენად, მე მიცნობდნენ, როგორც „ყული ვექილს“.
I was hence known as a 'coolie barrister'.
142088.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ვაჭრებსაც „ყული ვაჭრებად“ მოიხსენიებდნენ.
The merchants were known as 'coolie merchants'.
142089.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ამრიგად, სიტყვა „ყულის“ თავდაპირველი მნიშვნელობა მივიწყებას მიეცა და იგი ყველა ინდოელის აღმნიშვნელ ზოგად ტერმინად იქცა.
The original meaning of the word 'coolie' was thus forgotten, and it became a common appellation for all Indians.
142090.
განდი | ნაწილი II, თავი VII
„მე ყული კი არა, არაბი ვარ,“ ანდა, „მე ვაჭარი ვარ“, და ინგლისელიც, თუ ის თავაზიანი იყო, მოუბოდიშებდა ხოლმე.
'I am not a coolie, I am an Arab,' or 'I am a merchant', and the Englishman, if courteous, would apologize to him.
142091.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ამგვარი ვითარება ჩალმის ტარებას განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
The question of wearing the turban had a great importance in this state of things.
142092.
განდი | ნაწილი II, თავი VII
თუ იძულებული გავხდებოდი, ჩალმა მომეხადა, გამოვიდოდა, რომ შეურაცხყოფა ჩავყლაპე.
Being obliged to take off turban would be pocketing an insult.
142093.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ამიტომ მივიჩნიე, რომ უმჯობესი იქნებოდა, ინდურ ჩალმაზე უარი მეთქვა და ინგლისური ქუდი დამეხურა, რაც შეურაცხყოფას და უსიამოვნო კამათს ამარიდებდა.
So I thought I had better bid goodbye to the Indian turban and begin wearing an English hat, which would save me from the insult and the unpleasant controversy.
142094.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მაგრამ აბდულა შეთმა ეს აზრი არ მომიწონა.
But Abdulla Sheth disapproved of the idea.
142095.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მან ასე დამისაბუთა თავისი მოსაზრება: „თუ მაგას იზამთ, მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიმკით“.
He said, 'If you do anything of the kind, it will have a very bad effect'.
142096.
განდი | ნაწილი II, თავი VII
„ამით თქვენ სახელს გაუტეხთ ყველას, ვინც ინდურ ჩალმას ატარებს“.
'You will compromise those insisting on wearing Indian turbans'.
142097.
განდი | ნაწილი II, თავი VII
„თანაც, ინდური ჩალმა თავზე კოხტად გაზით“.
'And an Indian turban sits well on your head'.
142098.
განდი | ნაწილი II, თავი VII
„ინგლისურ ქუდს თუ დაიხურავთ, ოფიციანტს დაემსგავსებით“.
'If you wear an English hat, you will pass for a waiter.'
142099.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მის რჩევაში პრაქტიკული სიბრძნე და პატრიოტიზმი, მაგრამ ცოტაოდენი შეზღუდულობაც გამოსჭვიოდა.
There was practical wisdom, patriotism and a little bit of narrowness in this advice.
142100.
განდი | ნაწილი II, თავი VII
სიბრძნე უდავო იყო, ამასთანავე, ინდური ჩალმის დასაცავად პატრიოტიზმის გარდა ნამდვილად არაფერი ამოძრავებდა.
The wisdom was apparent, and he would not have insisted on the Indian turban except out of patriotism.