მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142101.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ოფიციანტის დამაკნინებელმა დახასიათებამ გასცა მისი ერთგვარი შეზღუდულობა.
The slighting reference to the waiter betrayed a kind of narrowness.
142102.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ხელშეკრულებით მომუშავე ინდოელებში სამი კლასი განირჩეოდა: ინდუსები, მუსლიმანები და ქრისტიანები.
Amongst the indentured Indians there were three classes – Hindus, Musalmans and Christians.
142103.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ეს უკანასკნელნი ხელშეკრულებით მომუშავე იმ ინდოელების შვილები იყვნენ, რომლებიც ქრისტიანებად მოინათლნენ.
The last were the children of indentured Indians who became converts to Christanity.
142104.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ჯერ კიდევ 1893 წელს მათი რიცხვი საკმაოდ დიდი იყო.
Even in 1893 their number was large.
142105.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ისინი ინგლისურ კოსტიუმს ატარებდნენ და მათი უმრავლესობა სასტუმროებში მიმტანად მუშაობით ირჩენდა თავს.
They wore the English costume, and the majority of them earned their living by service as waiters in hotels.
142106.
განდი | ნაწილი II, თავი VII
აბდულა შეთის ინგლისური ქუდის წინააღმდეგ გალაშქრება სწორედ ამ კლასის მიმართ დამოკიდებულებით აიხსნებოდა.
Abdulla Sheth's criticism of the English hat was with reference to this class.
142107.
განდი | ნაწილი II, თავი VII
სასტუმროში ოფიციანტად მუშაობა დამამცირებლად მიაჩნდათ.
It was considered degrading to serve as a waiter in a hotel.
142108.
განდი | ნაწილი II, თავი VII
საერთო ჯამში აბდულა შეთის რჩევა მომეწონა.
On the whole I liked Abdulla Sheth's advice.
142109.
განდი | ნაწილი II, თავი VII
პრესაში წერილი გამოვაქვეყნე იმ შემთხვევის შესახებ და სასამართლოში ჩემი ჩალმით სიარული დავასაბუთე.
I wrote to the press about the incident and defended the wearing of my turban in the court.
142110.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ამ საკითხმა პრესის დიდი ყურადღება მიიპყრო.
The question was very much discussed in the papers.
142111.
განდი | ნაწილი II, თავი VII
მე „დაუპატიჟებელ სტუმრად“ მომიხსენიებდნენ.
I was described as an 'unwelcome visitor'.
142112.
განდი | ნაწილი II, თავი VII
შემთხვევამ ჩემდა უნებრად სამხრეთ აფრიკაში სახელი გამითქვა ჩემი იქ ჩასვლიდან სულ რამდენიმე დღეში.
The incident gave me an unexpected advertisement in South Africa within a few days of my arrival there.
142113.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ზოგი მხარს მიჭერდა, ზოგიც მკაცრად მკიცხავდა თავხედობის გამო.
Some supported me while others severely criticized my temerity.
142114.
განდი | ნაწილი II, თავი VII
ასე შემრჩა თავზე ჩალმა სამხრეთ აფრიკაში ყოფნის თითქმის ბოლო დღემდე.
Thus my turban stayed with me practically until the end of my stay in South Africa.
142115.
განდი | ნაწილი II, თავი VII
თუ საერთოდ როდის და რატომ მოვიშალე თავსაბურავით სიარული სამხრეთ აფრიკაში, მოგვიანებით შეიტყობთ.
When and why I left off wearing any head-dress at all in South Africa, we shall see later.
142116.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
გამგზავრება პრეტორიაში.
ON THE WAY TO PRETORIA.
142117.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ცოტა ხანში დურბანში მცხოვრები ქრისტიანი ინდოელები გავიცანი.
I soon came in contact with the Christian Indians living in Durban.
142118.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ბატონი პოლი, სასამართლოს თარჯიმანი, კათოლიკე იყო.
The Court Interpreter, Mr. Paul, was a Roman Catholic.
142119.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
დავუახლოვდი მას და პროტესტანტული მისიის მასწავლებელს, აწ გარდაცვლილ მისტერ სუბჰან გოდფრის.
I made his acquaintance, as also that of the late Mr. Subhan Godfrey, a teacher under the Protestant Mission.
142120.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
დაახლოებით იმავე პერიოდში გავიცანი აწ გარდაცვლილები — პარსები რუსტომჯი და ადამჯი მაიახანი.
I likewise met the late Parsi Rustomji and the late Adamji Miyakhan about the same time.