მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142121.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ყველა ეს ჩემი მეგობარი, რომელთაც მანამდე მხოლოდ საქმიანი შეხვედრებისას თუ ენახათ ერთმანეთი, როგორც მოგვიანებით ვნახავთ, ბოლოს ძლიერ დაახლოვდნენ.
All these friends, who up to then had never met one another except on business, came ultimately into close contact, as we shall see later.
142122.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
იმ დროს, როცა მე ჩემი ნაცნობების წრეს ვაფართოებდი, ფირმამ თავისი ვექილისაგან მიიღო წერილი, რომელიც იუწყებოდა, რომ პროცესისათვის მზადება უნდა დაეწყოთ და პრეტორიაში აბდულა შეთი ან მისი წარმომადგენელი უნდა ჩასულიყო.
Whilst I was thus widening the circle of my acquaintance, the firm received a letter from their lawyer saying that preparations should be made for the case, and that Abdulla Sheth should go to Pretoria himself or send a representative.
142123.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
აბდულა შეთმა წერილი წამაკითხა და მკითხა, პრეტორიაში თუ წახვალთო.
Abdulla Sheth gave me this letter to read, and asked me if I would go to Pretoria.
142124.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
მე მივუგე, მხოლოდ მაშინ შემეძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, როცა თქვენი ფირმის საქმეს გავეცნობი-მეთქი.
'I can only say after I have understood the case from you,' said I.
142125.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
მან თავის კლერკებს სთხოვა, საქმის არსი განემარტათ ჩემთვის.
He thereupon asked his clerks to explain the case to me.
142126.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
დავიწყე საქმის შესწავლა და მომეჩვენა, რომ ყველაფერი ანა-ბანით უნდა დამეწყო.
I began to study the case and I felt as though I ought to begin from the ABC of the subject.
142127.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ის რამდენიმე დღე, რაც ზანზიბარში გავატარე, სასამართლოში დავდიოდი.
During the few days I had had at Zanzibar, I had been to the court.
142128.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ჩემთვის ყველაფერი ეს ჩინურივით გაუგებარი იყო.
It was all Greek to me.
142129.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
საბუღალტრო საქმე არც სკოლაში მისწავლია და არც ინგლისში ყოფნის დროს.
Book-keeping I had learnt neither at school nor during my stay in England.
142130.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ხოლო საქმე, რომლის გამოც სამხრეთ აფრიკაში ჩამოვედი, ძირითადად ფინანსურ ანგარიშებს შეეხებოდა.
And the case for which I had come to South Africa was mainly about accounts.
142131.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
სულ უფრო და უფრო ვიბნეოდი.
I felt more and more confused.
142132.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
არ ვიცოდი, რას ნიშნავდა საპირგასამტეხლო.
I did not know what a P. Note meant.
142133.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
სიტყვის განმარტებას ლექსიკონში ვერ მივაკვლიე.
I failed to find the word in the dictionary.
142134.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ამან ცოტაოდენი ცოდნა შემძინა.
That gave me some confidence.
142135.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
საქმის არსს ჩავწვდი.
I understood the case.
142136.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
დავინახე, რომ აბდულა შეთმა საბუღალტრო ჩანაწერების გაკეთებაც კი არ იცოდა, მაგრამ იმდენი ხნის პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა, რომ მაინც მშვენივრად ერკვეოდა ბუღალტერიის ხრიკებში.
I saw that Abdulla Sheth, who did not know how to keep accounts, had so much practical knowledge that he could quickly solve intricacies of book-keeping.
142137.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ვუთხარი, რომ მზად ვიყავი პრეტორიაში გასამგზავრებლად.
I told him that I was prepared to go to Pretoria.
142138.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
„ბინად სად გაჩერდებით?“ – მკითხა აბდულამ.
'Where will you put up?' asked Abdulla.
142139.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
„სადაც მირჩევთ,“ — მივუგე მე.
'Wherever you want me to,' said I.
142140.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
„მაშინ ჩვენს ვექილს მივწერ“.
'Then I shall write to our lawyer'.