მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142161.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
– სულაც არ არის აუცილებელი, თიებ შეთს ან ვინმე სხვას საქმის ვითარებაზე დაველაპარაკო.
'I need not talk to Tyeb Sheth, or for that matter to anyone else, about the case'.
142162.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
– მე მას მხოლოდ აზრს მივაწვდი, რომ ურთიერთგაგებით ზედმეტ დავიდარაბას ავირიდებთ.
'I would only suggest to him to come to an understanding, and so save a lot of unnecessary litigation.'
142163.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ჩამოსვლიდან მეშვიდე თუ მერვე დღეს დურბანიდან გავემგზავრე.
On the seventh or eighth day after my arrival, I left Durban.
142164.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ჩემთვის პირველი კლასის ადგილი დაეჯავშნათ.
A first class seat was booked for me.
142165.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
აბდულა შეთმა დაიჟინა, აუცილებლად აიღე ქვეშაგებელიო, მაგრამ სიჯიუტის, ამპარტავნებისა და იმის გამო, რომ ვიფიქრე, ხუთ შილინგს დავზოგავ-მეთქი, უარი ვთქვი.
Abdulla Sheth insisted that I should book one bedding but, out of obstinacy and pride and with a view to saving five shillings, I declined.
142166.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
აბდულა შეთმა გამაფრთხილა.
Abdulla Sheth warned me.
142167.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
მადლობა გადავუხადე და ვთხოვე, არ ეღელვა.
I thanked him and asked him not to be anxious.
142168.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
მატარებელი მარიცბურგში, ნატალის დედაქალაქში დაახლოებით დილის 9 საათზე ჩავიდა.
The train reached Maritzburg, the capital of Natal, at about 9 p.m.
142169.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ქვეშაგებელს ამ სადგურზე იძლეოდნენ.
Beddings used to be provided at this station.
142170.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
მაგრამ შემდეგ კუპეში ერთი მგზავრი შემოვიდა და კარგად შემათვალიერა.
But a passenger came next, and looked me up and down.
142171.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
დამინახა, რომ „ფერადკანიანი“.
He saw that I was a 'coloured' man.
142172.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
გავიდა და უკან ერთ თუ ორ სახელმწიფო მოხელესთან ერთად დაბრუნდა.
Out he went and came in again with one or two officials.
142173.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
მერე კიდევ ერთი ჩინოვნიკი შემოვიდა და მითხრა: „გამომყევით, თქვენ სამგზავრო ვაგონში უნდა გადახვიდეთ.“
Then another official came to me and said, 'Come along, you must go to the van compartment.'
142174.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
– კი მაგრამ, მე პირველი კლასის ბილეთი მაქვს, – მივუგე მე.
'But I have a first class ticket,' said I.
142175.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
— ამას არა აქვს მნიშვნელობა, – მითხრა მეორემ.
'That doesn't matter,' said the other.
142176.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
— გეუბნებით, სამგზავრო ვაგონში უნდა გადახვიდეთ.
'I tell you, you must go to the van compartment.'
142177.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
— მე კი გეუბნებით, რომ დურბანში ამ ვაგონით მგზავრობის ნება დამრთეს და არ ვაპირებ სხვა ვაგონში გადასვლას.
'I tell you, I was permitted to travel in this compartment at Durban, and I insist on going on in it.'
142178.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
— თქვენ ამ ვაგონიდან უნდა გახვიდეთ, თუ არადა პოლიციის იასაულის გამოძახება მომიწევს და აქედან ის მიგაბრძანებთ.
'You must leave this compartment, or else I shall have to call a police constable to push you out.'
142179.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
— აქედან ჩემი ნებით გასვლას არ ვაპირებ.
'I refuse to get out voluntarily.'
142180.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
იასაული მოვიდა, ხელი ჩამავლო და ვაგონიდან გამომაგდო.
The constable came. He took me by the hand and pushed me out.