მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142181.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ჩემი ბარგიც გამოიტანეს.
My luggage was also taken out.
142182.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
სხვა ვაგონში გადასვლაზე უარი განვაცხადე და მატარებელი დაიძრა.
I refused to go to the other compartment and the train steamed away.
142183.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
წავედი და სადგურის მოსაცდელ ოთახში დავჯექი, თან ხელჩანთა წავიღე, დანარჩენი ბარგი იქ დავტოვე, სადაც იყო.
I went and sat in the waiting room, keeping my hand-bag with me, and leaving the other luggage where it was.
142184.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ზამთარი იყო. ზამთარი კი ძალიან მკაცრი იცის სამხრეთ აფრიკის მაღალმთიან რეგიონებში.
It was winter, and winter in the higher regions of South Africa is severely cold.
142185.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
დარბაზში სინათლე არ ენთო.
There was no light in the room.
142186.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
შუაღამისას ერთი მგზავრი შემოვიდა.
A passenger came in at about midnight.
142187.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
შეიძლება, ჩემთან საუბარი სურდა, მაგრამ მე საუბრის გუნებაზე არ ვიყავი.
He possibly wanted to talk to me. But I was in no mood to talk.
142188.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
დავიწყე ჩემს მოვალეობაზე ფიქრი.
I began to think of my duty.
142189.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლო, ინდოეთში დავბრუნდე, თუ შეურაცხყოფა არ შევიმჩნიო, პრეტორიაში წავიდე და ინდოეთში მას შემდეგ გავემგზავრო, რაც საქმეს მოვაგვარებ?
Should I fight for my rights or go back to India, or should I go on to Pretoria without minding the insults, and return to India after finishing the case?
142190.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
მე უნდა მეცადა, თუკი შესაძლებელი იქნებოდა, სენი ამომეძირკვა.
I should try, if possible, to root out the disease.
142191.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ამიტომ გადავწყვიტე, პრეტორიამდე მიმავალ პირველივე მატარებელს გავყოლოდი.
So I decided to take the first available train to Pretoria.
142192.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
მეორე დილით რკინიგზის გენერალურ დირექტორს გრძელი ტელეგრამა გავუგზავნე, საქმის ვითარება შევატყობინე აბდულა შეთსაც, რომელიც დაუყოვნებლივ შეხვდა გენერალურ დირექტორს.
The following morning I sent a long telegram to the General Manager of the Railway and also informed Abdulla Sheth, who immediately met the General Manager.
142193.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
დირექტორმა რკინიგზის ხელმძღვანელობის საქციელი გაამართლა.
The Manager justified the conduct of the railway authorities.
142194.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
აბდულა შეთმა დეპეშა აფრინა მარიცბურგელ ვაჭრებთან და სხვა მეგობრებთან, რათა სადგურზე მოსულიყვნენ და ჩემთვის მოეხედათ.
Abdulla Sheth wired to the merchants in Maritzburg and to friends to meet me and look after me.
142195.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ვაჭრები მართლაც მოვიდნენ სადგურზე ჩემს სანახავად და შეეცადნენ, საკუთარი თავგადასავლების მოყოლით დავემშვიდებინე.
The merchants came to see me at the station and tried to comfort me by narrating their own hardships.
142196.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
მათ ამიხსნეს, რომ არაფერი იყო უჩვეულო იმაში, რაც მე შემემთხვა.
They explained that what had happened to me was nothing unusual.
142197.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ასე მოვანდომე მთელი ერთი დღე ამ ჭირ-ვარამის მოსმენას.
The day was thus spent in listening to these tales of woe.
142198.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
ჩემთვის საწოლი დაეჯავშნათ.
There was a reserved berth for me.
142199.
განდი | ნაწილი II, თავი VIII
მატარებელმა ჩარლზთაუნისკენ აიღო გეზი.
The train took me to Charlestown.
142200.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ახალი ფათერაკები.
MORE HARDSHIPS.