მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142221.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ვიდრე ამ სიტყვებს გაჭირვებით წარმოვთქვამდი, ის კაცი მომვარდა და ყურებში მუშტები დამიშინა.
As I was struggling through these sentences, the man came down upon me and began heavily to box my ears.
142222.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ხელი ჩამავლო და ჩემი ძირს ჩამოთრევა სცადა.
He seized me by the arm and tried to drag me down.
142223.
განდი | ნაწილი II, თავი IX
მგზავრები ხედავდნენ, როგორ მაგინებდა ის კაცი, როგორ მექაჩებოდა და მირტყამდა, მე კი ადგილიდან არ ვიძვროდი.
The passengers were witnessing the scene, the man swearing at me, dragging and belabouring me, and I remaining still.
142224.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ის ღონიერი იყო, მე კი — უღონო.
He was strong and I was weak.
142225.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ზოგიერთ მგზავრს გული თანაგრძნობით აევსო: „თავი დაანებე, კაცო, ნუ სცემ, მაგას არაფერი დაუშავებია. ეგ კაცი მართალია“.
Some of the passengers were moved to pity and exclaimed: 'Man, let him alone. Don't beat him. He is not to blame. He is right'.
142226.
განდი | ნაწილი II, თავი IX
„თუ მაგის მანდ ყოფნა არ შეიძლება, შემოუშვი, აქ დაჯდეს“.
'If he can't stay there, let him come and sit with us.'
142227.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ნუ ღელავთო, კი დაუყვირა იმ კაცმა, მაგრამ, ეტყობოდა, ნირწამხდარი იყო და ჩემი ცემა შეწვიტა.
'No fear,' cried the man, but he seemed somewhat crestfallen and stopped beating me.
142228.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ხელი გამიშვა, ერთი-ორჯერ კიდევ შემაგინა და ჰოტენტოტელ მსახურს სთხოვა, საფეხურზე დამჯდარიყო.
He let go my arm, swore at me a little more, and asking the Hottentot servant to sit on the footboard.
142229.
განდი | ნაწილი II, თავი IX
მგზავრებმა ადგილები დაიკავეს, სასტვენის ხმაც გაისმა და ეტლი რახრახით გაუდგა გზას.
The passengers took their seats and, the whistle given, the coach rattled away.
142230.
განდი | ნაწილი II, თავი IX
გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა.
My heart was beating fast within my breast.
142231.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ვფიქრობდი, დანიშნულების ადგილამდე, ნეტა, ცოცხალი თუ ჩავაღწევ-მეთქი.
I was wondering whether I should ever reach my destination alive.
142232.
განდი | ნაწილი II, თავი IX
თავკაცი შიგადაშიგ ბრაზიან მზერას მტყორცნიდა, თითს ჩემკენ იშვერდა და ღრიალებდა:
The man cast an angry look at me now and then and, pointing his finger at me, growled:
142233.
განდი | ნაწილი II, თავი IX
მიფრთხილდი, ერთი სტანდერტონში ჩავიდე, იქ ნახავ, რა დღესაც დაგაყრიო!
'Take care, let me once get to Standerton and I shall show you what I do.'
142234.
განდი | ნაწილი II, თავი IX
მე უხმოდ ვიჯექი და ღმერთს შველას ვთხოვდი.
I sat speechless and prayed to God to help me.
142235.
განდი | ნაწილი II, თავი IX
შებინდებისას სტანდერტონში ჩამოვედით და მეც შვებით ამოვისუნთქე, ინდური სახეები რომ დავინახე.
After dark we reached Standerton and I heaved a sigh of relief on seeing some Indian faces.
142236.
განდი | ნაწილი II, თავი IX
როგორც კი ფეხი ჩამოვდგი, მათ მითხრეს, დადა აბდულასაგან დეპეშა მივიღეთ და მოვედით, რომ ისა შეთის დუქანში წაგიყვანოთ.
As soon as I got down, they said: 'We are here to receive you and take you to Isa Sheth's shop.We have had a telegram from Dada Abdulla.'
142237.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ძალიან გამიხარდა და ჩვენ შეთ ისა გაჯი სუმარის დუქანში წავედით.
I was very glad, and we went to Sheth Isa Haji Sumar's shop.
142238.
განდი | ნაწილი II, თავი IX
შეთი და მისი კლერკები შემომეხვივნენ.
The Sheth and his clerks gathered round me.
142239.
განდი | ნაწილი II, თავი IX
მე მათ ყველაფერი ვუამბე, რაც შემემთხვა.
I told them all that I had gone through.
142240.
განდი | ნაწილი II, თავი IX
დილით ისა შეთის კაცმა ეტლამდე მიმაცილა.
The man complained of will not be there tomorrow, and you will have a seat with the other passengers.'