მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142201.
განდი | ნაწილი II, თავი IX
მატარებელი ჩარლზთაუნში დილით ჩავიდა.
The train reached Charlestown in the morning.
142202.
განდი | ნაწილი II, თავი IX
იმ დროს ჩარლზთაუნსა და იოჰანესბურგს შორის რკინიგზა არ არსებობდა, მხოლოდ დილიჟანსი მიმოდიოდა, რომელიც ღამის გასათევად სტანდერტონში ჩერდებოდა.
There was no railway, in those days, between Charlestown and Johannesburg, but only a stage-coach, which halted at Standerton for the night en route.
142203.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ჩარლზთაუნის სამგზავრო კომპანიის აგენტი აბდულა შეთმაც გააფრთხილა დეპეშით.
Besides, Abdulla Sheth had sent a wire to the coach agent at Charlestown.
142204.
განდი | ნაწილი II, თავი IX
როცა დაინახა, რომ უცხოელი ვიყავი, მითხრა, თქვენი ბილეთი გაუქმებულიაო.
When he discovered me to be a stranger, he said, 'Your ticket is cancelled.'
142205.
განდი | ნაწილი II, თავი IX
მე სათანადო პასუხი გავეცი.
I gave him the proper reply.
142206.
განდი | ნაწილი II, თავი IX
მგზავრები დილიჟანსში უნდა დაებინავებინათ.
Passengers had to be accommodated inside the coach.
142207.
განდი | ნაწილი II, თავი IX
მაგრამ რადგან მე „ყულიდ“ მიმიჩნიეს და თანაც აქაურსაც არ ვგავდი, „თავკაცმა“, როგორც მეეტლეების თეთრკანიან უფროსს უწოდებდნენ, გადაწყვიტა, მიზანშეწონილი არ იქნება, თეთრ მგზავრებთან ერთად თუ დავსვამო.
But as I was regarded as a 'coolie' and looked a stranger, it would be proper, thought the 'leader', as the white man in charge of the coach was called, not to seat me with the white passengers.
142208.
განდი | ნაწილი II, თავი IX
დასაჯდომი კოფოზე, მეეტლის ორთავე მხარესაც იყო.
There were seats on either side of the coachbox.
142209.
განდი | ნაწილი II, თავი IX
„თავკაცი“, როგორც წესი, იმ ერთ-ერთ სკამზე ჯდებოდა ხოლმე.
The leader sat on one of these chairs as a rule.
142210.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ვიცოდი, რომ ეს პირწმინდა უკანონობა და შეურაცხყოფა იყო, მაგრამ ვამჯობინე, არ შემემჩნია.
I knew it was sheer injustice and an insult, but I thought it better to pocket it.
142211.
განდი | ნაწილი II, თავი IX
თუ შევედავებოდი, ეტლი უჩემოდ გაემგზავრებოდა.
if I had raised a protest, the coach would have gone off without me.
142212.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ამით კიდევ ერთ დღეს დავკარგავდი და უფალმა უწყის, რა მოხდებოდა მომდევნო დღეს.
This would have meant the loss of another day, and Heaven only knows what would have happened the next day.
142213.
განდი | ნაწილი II, თავი IX
სამი საათი იქნებოდა, როცა ეტლი პარდეკოფში ჩავიდა.
At about three o'clock the coach reached Pardekoph.
142214.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ახლა „თავკაცმა“ ჩემს ადგილზე მოისურვა დაჯდომა, რადგან მოწევა და, ალბათ, სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა მოუნდა.
Now the leader desired to sit where I was seated, as he wanted to smoke and possibly to have some fresh air.
142215.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ასე, რომ, მეეტლეს ჭუჭყიანი ჩვარი გამოართვა, საფეხურზე დააფინა და მომმართა: „სვამი, შენ აქ დაჯექი, მე მეეტლის გვერდით უნდა დავჯდე“.
So he took a piece of dirty sack-cloth from the driver, spread it on the footboard and, addressing me, said, 'Sami, you sit on this, I want to sit near the driver.'
142216.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ასეთ შეურაცხყოფას ნამდვილად ვეღარ ავიტანდი.
The insult was more than I could bear.
142217.
განდი | ნაწილი II, თავი IX
შეშინებული, მთლად ავცაცახდი და მივუგე: „კი მაგრამ, აქ თქვენ არ დამსვით?“
In fear and trembling I said to him, 'It was you who seated me here'.
142218.
განდი | ნაწილი II, თავი IX
„ის დამცირება ავიტანე“.
'I put up with the insult'.
142219.
განდი | ნაწილი II, თავი IX
„ახლა, რაკი გარეთ ჯდომა და მოწევა მოგინდათ, თქვენს ფერხთით გინდათ, დამსვათ?“
'Now that you want to sit outside and smoke, you would have me sit at your feet'.
142220.
განდი | ნაწილი II, თავი IX
„ამას არ ვიზამ, მაგრამ მზად ვარ, ჩავჯდე.“
'I will not do so, but I am prepared to sit inside.'