მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142241.
განდი | ნაწილი II, თავი IX
კარგი ადგილი მომიჩინეს და იმავე ღამით უსაფრთხოდ ჩავედი იოჰანესბურგში.
I got a good seat and reached Johannesburg quite safely that night.
142242.
განდი | ნაწილი II, თავი IX
სტანდერტონი პატარა სოფელია, ხოლო იოჰანესბურგი — დიდი ქალაქი.
Standerton is a small village and Johannesburg a big city.
142243.
განდი | ნაწილი II, თავი IX
აბდულა შეთმა იოჰანესბურგშიც აფრინა დეპეშა და მუჰამედ კასამ კამრუდინის ფირმის სახელწოდება და მისამართი მომცა.
Abdulla Sheth had wired to Johannesburg also, and given me the name and address of Muhammad Kasam Kamruddin's firm there.
142244.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ასე რომ, გადავწყვიტე, სასტუმროში წავსულიყავი.
So I decided to go to a hotel.
142245.
განდი | ნაწილი II, თავი IX
რამდენიმე სასტუმროს სახელი ვიცოდი.
I knew the names of several hotels.
142246.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ეტლი ვიქირავე და „გრანდ ნეშენალ ოტელისკენ“ გავეშურე.
Taking a cab I asked to be driven to the Grand National Hotel.
142247.
განდი | ნაწილი II, თავი IX
სასტუმროს მენეჯერთან მივედი და ოთახი ვთხოვე.
I saw the Manager of the Hotel and asked for a room.
142248.
განდი | ნაწილი II, თავი IX
ამიტომ მეეტლეს ვუთხარი, მუჰამედ კასამ კამრუდინის მაღაზიაში მივეყვანე.
So I asked the cabman to drive to Muhammad Kasam Kamruddin's shop.
142249.
განდი | ნაწილი II, თავი IX
იქ შეთი აბდულ განი მელოდა. გულთბილად მომეგება.
Here I found Abdul Gani Sheth expecting me, and he gave me a cordial greeting.
142250.
განდი | ნაწილი II, თავი IX
„რამ გაფიქრებინათ, რომ სასტუმროში ოთახს მოგცემდნენ?“ — მკითხა მან.
'However did you expect to be admitted to a hotel?' he asked.
142251.
განდი | ნაწილი II, თავი IX
„რამდენიმე დღეს რომ იცხოვრებთ აქ, თვითონაც მიხვდებით“.
'You will come to know after you have stayed here a few days,' said he.
142252.
განდი | ნაწილი II, თავი IX
მარტო ჩვენ შეგვიძლია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ოღონდ ფული ვიშოვოთ და დამცირებას არად დაგიდევთ. აი, ასეთია საქმის ვითარება“.
'Only we can live in a land like this, because, for making money, we do not mind pocketing insults, and here we are.'
142253.
განდი | ნაწილი II, თავი IX
აბდულ განი შეთის შესახებ კიდევ ბევრს შეიტყობთ მომავალში.
Of Sheth Abdul Gani we shall know more as we proceed.
142254.
განდი | ნაწილი II, თავი IX
მან მითხრა: „ეს ქვეყანა თქვენისთანა ხალხისთვის არაა“.
He said: 'This country is not for men like you'.
142255.
განდი | ნაწილი II, თავი IX
„ახლა მომისმინეთ: ხვალ პრეტორიაში უნდა წახვიდეთ“.
'Look now, you have to go to Pretoria tomorrow'.
142256.
განდი | ნაწილი II, თავი IX
„მოგიწევთ მესამე კლასით მგზავრობა“.
'You will have to travel third class'.
142257.
განდი | ნაწილი II, თავი IX
„ტრანსვაალში კიდევ უფრო უარესი პირობებია, ვიდრე ნატალში“.
'Conditions in the Transvaal are worse than in Natal/.
142258.
განდი | ნაწილი II, თავი IX
„პირველი და მეორე კლასის ბილეთებს ინდოელებს არ აძლევენ“.
'First and second class tickets are never issued to Indians.'
142259.
განდი | ნაწილი II, თავი IX
– ალბათ, ამ საკითხის მოსაგვარებლად ძალისხმევა მაინცადამაინც არ გამოგიჩენიათ.
'You cannot have made persistent efforts in this direction.'
142260.
განდი | ნაწილი II, თავი IX
— წარმომადგენლები გავგზავნეთ, მაგრამ ვაღიარებ, როგორც წესი, თვითონ ჩვენს ხალხს არ უნდა პირველი და მეორე კლასით მგზავრობა.
'We have sent representations, but I confess our own men too do not want as a rule to travel first or second'.