მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142341.
განდი | ნაწილი II, თავი X
„ყოველდღე პირველ საათზე რამდენიმე წუთით ვიკრიბებით ხოლმე, ვლოცულობთ მშვიდობისა და ღვთიური მადლისთვის“.
'we meet at one o'clock every day for a few minutes and pray for peace and light'.
142342.
განდი | ნაწილი II, თავი X
„ძალიან მასიამოვნებთ, თუ შემოგვიერთდებით“.
'I shall be glad if you will join us'.
142343.
განდი | ნაწილი II, თავი X
„ჩემს თანამოაზრეებსაც წარვუდგენ თქვენს თავს“.
'I shall introduce you to my co-workers'.
142344.
განდი | ნაწილი II, თავი X
„თქვენი გაცნობა ძალიან გაახარებთ და, თუ კადნიერებაში არ ჩამომართმევთ, ვფიქრობ, თქვენც გესიამოვნებათ მათი საზოგადოება“.
'They will be happy to meet you, and I dare say you will also like their company'.
142345.
განდი | ნაწილი II, თავი X
„ამას გარდა, რელიგიურ ლიტერატურასაც მოგაწვდით, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი წიგნი წმინდა ბიბლიაა, რომლის წაკითხვასაც დაბეჯითებით გირჩევდით.“
'I shall give you, besides, some religious books to read, though of course the book of books is the Holy Bible, which I would specially recommend to you.'
142346.
განდი | ნაწილი II, თავი X
მისტერ ბეიკერს მადლობა გადავუხადე და შევპირდი, რომ ვეცდებოდი, ხშირად დავსწრებოდი ლოცვებს.
I thanked Mr. Baker and agreed to attend the one o'clock prayers as regularly as possible.
142347.
განდი | ნაწილი II, თავი X
„მაშ, ხვალ პირველ საათზე გელოდებით, და ერთად წავიდეთ სალოცავად,“ – მითხრა მისტერ ბეიკერმა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
'So I shall expect you here tomorrow at one o'clock, and we shall go together to pray,' added Mr. Baker, and we said good-bye.
142348.
განდი | ნაწილი II, თავი X
დიასახლისი კარგი ქალი გამოდგა.
The landlady was a good woman.
142349.
განდი | ნაწილი II, თავი X
მან ვეგეტარიანული კერძი მომიმზადა.
She had cooked a vegetarian meal for me.
142350.
განდი | ნაწილი II, თავი X
დიდი დრო არ დამჭირვებია, რომ თავი შინაურად მეგრძნო ახალ ოჯახში.
It was not long before I made myself quite at home with the family.
142351.
განდი | ნაწილი II, თავი X
ამის შემდეგ იმ მეგობრის სანახავად გავეშურე, რომლის მისამართიც დადა აბდულამ მომცა.
I next went to see the friend to whom Dada Abdulla had given me a note.
142352.
განდი | ნაწილი II, თავი X
მისგან კიდევ უფრო მეტი რამ შევიტყვე სამხრეთ აფრიკაში ინდოელების შევიწროების შესახებ.
From him I learnt more about the hardships of Indians in South Africa.
142353.
განდი | ნაწილი II, თავი X
მეგობარმა დაბეჯითებით მთხოვა, ბინად მასთან დავმდგარიყავი.
My friend insisted that I should stay with him.
142354.
განდი | ნაწილი II, თავი X
მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ უკვე დავბინავდი.
I thanked him, and told him that I had already made arrangements.
142355.
განდი | ნაწილი II, თავი X
შინ დავბრუნდი, ვივახშმე, ჩემს ოთახში შევედი და ფიქრებში ჩაფლული ლოგინზე წამოვწექი.
I returned home, had my dinner, went to my room and lay there absorbed in deep thought.
142356.
განდი | ნაწილი II, თავი X
რაიმე კონკრეტული საქმე ჩემთვის ჯერ არ ჩანდა.
There was not any immediate work for me.
142357.
განდი | ნაწილი II, თავი X
ამის შესახებ აბდულა შეთს შევატყობინე.
I informed Abdulla Sheth of it.
142358.
განდი | ნაწილი II, თავი X
რისი მომასწავებელი უნდა ყოფილიყო ის ინტერესი, რომელიც მისტერ ბეიკერმა ჩემს მიმართ გამოიჩინა?
What, I thought, can be the meaning of Mr. Baker's interest in me?
142359.
განდი | ნაწილი II, თავი X
რა შეიძლება შემძინონ მე მისმა რელიგიურმა თანამოაზრეებმა?
What shall I gain from his religious co-workers?
142360.
განდი | ნაწილი II, თავი X
რამდენად ღრმად უნდა შევტოპო ქრისტიანობის შესწავლის საქმეში?
How far should I undertake the study of Christianity?