მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142401.
განდი | ნაწილი II, თავი XI
გულწრფელად იყო მოწადინებული, დავერწმუნებინე, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, არის თუ არა ჭეშმარიტება სხვა რელიგიებში, რადგან ცხონებას ქრისტიანობის აღიარების გარეშე მაინც ვერ ვეღირსებოდი.
He wanted to convince me that, no matter whether there was some truth in other religions, salvation was impossible for me.
142402.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ცოდვებისაგან ჩემი განწმენდა მხოლოდ იესოს გამოსარჩლებით იყო შესაძლებელი და მის გარეშე ნებისმიერ კეთილ საქმეს აზრი ეკარგებოდა.
My sins would not be washed away except by the intercession of Jesus, and all good works were useless.
142403.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მან თავისი რამდენიმე მეგობარიც გამაცნო, რომლებიც ჭეშმარიტ ქრისტიანებად მიაჩნდა.
He introduced me to several friends whom he regarded as staunch Christians.
142404.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ამ ახალ ნაცნობთაგან ერთ-ერთი ოჯახი პლიმუთელი საძმოს ქრისტიანული სექტის წევრი იყო.
One of my introductions was to a family which belonged to the Plymouth Brethren, a Christian sect.
142405.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ბევრმა თავისი ღვთისმოშიშობით გამაოცა.
Many struck me as being God-fearing.
142406.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მაგრამ იმ ოჯახთან ურთიერთობისას პლიმუთელი საძმოს ერთ-ერთმა წევრმა სრულიად მოულოდნელი არგუმენტი წარმომიდგინა:
But during my contact with this family, one of the Plymouth Brethren confronted me with an argument:
142407.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— თქვენ არ გესმით ჩვენი რელიგიის მშვენიერება.
'You cannot understand the beauty of our religion'.
142408.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— სულიერ შვებას ვერასოდეს ჰპოვებთ.
'You can never have peace'.
142409.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— თქვენ აღიარებთ, რომ ყველანი ცოდვილები ვართ.
'You admit that we are all sinners'.
142410.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— აბა, ახლა ჩვენი რწმენის სრულყოფილებას შეხედეთ.
'Now look at the perfection of our belief'.
142411.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— ჩვენი ყოველი მცდელობა, გამოვსწორდეთ და მოვინანიოთ, ამაოა.
'Our attempts at improvement and atonement are futile'.
142412.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— მხოლოდ ისაა ერთადერთი უცოდველი ძე ღვთისა.
'He is the only sinless Son of God'.
142413.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— მან აღგვითქვა, რომ ვისაც მისი სწამს, მარადიულ ცხოვრებას ეზიარება.
'It is His word that those who believe in Him shall have everlasting life'.
142414.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— სწორედ ამაშია უფლის განუზომელი წყალობა.
'Therein lies God's infinite mercy'.
142415.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— და რადგან ჩვენ გვწამს, რომ იესო შეგვინდობს, ჩვენი საკუთარი ცოდვები არ გვზღუდავს.
'And as we believe in the atonement of Jesus, our own sins do not bind us'.
142416.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— ჩვენ უნდა შევცოდოთ. შეუძლებელია, უცოდველმა იცხოვრო ამ ქვეყანაზე.
'Sin we must. It is impossible to live in this world sinless'.
142417.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— სწორედ ამიტომ ეწამა იესო და გამოისყიდა კაცობრიობის ყველა ცოდვა.
'And therefore Jesus suffered and atoned for all the sins of mankind'.
142418.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— დაფიქრდით, როგორი მოუსვენარი ცხოვრება გაქვთ თქვენ.
'Think what a life of restlessness is yours.'
142419.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ამ არგუმენტმა სრულებით ვერ დამარწმუნა.
The argument utterly failed to convince me.
142420.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მოკრძალებით მივუგე: „თუ ესაა ყველა ქრისტიანის მიერ აღიარებული ქრისტიანობა, მას ვერაფრით ვიწამებ“.
I humbly replied: 'If this be the Christianity acknowledged by all Christians, I cannot accept it'.