მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142361.
განდი | ნაწილი II, თავი X
როგორ უნდა მოვიპოვო ლიტერატურა ინდური რელიგიის შესახებ?
How was I to obtain literature about Hinduism?
142362.
განდი | ნაწილი II, თავი X
და როგორ უნდა ჩავწვდე ქრისტიანობის არსს, თუკი საფუძვლიანად არ მეცოდინება ჩემი საკუთარი რელიგია?
And how was I to understand Christianity in its proper perspective without thoroughly knowing my own religion?
142363.
განდი | ნაწილი II, თავი X
მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შევძელი: ყველაფერი, რისი შემეცნების საშუალებაც მეძლეოდა, მიუკერძოებლად უნდა შემესწავლა და მისტერ ბეიკერის ჯგუფთან ისეთი ურთიერთობა დამემყარებინა, როგორსაც უფალი ინებებდა.
I could come to only one conclusion: I should make a dispassionate study of all that came to me, and deal with Mr. Baker's group as God might guide me.
142364.
განდი | ნაწილი II, თავი X
სხვა აღმსარებლობა არ უნდა მიმეღო, ვიდრე ჩემს საკუთარს არ ჩავწვდებოდი სრულყოფილად.
I should not think of embracing another religion before I had fully understood my own.
142365.
განდი | ნაწილი II, თავი X
ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა.
Thus musing I fell asleep.
142366.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ქრისტიანული კავშირები.
CHRISTIAN CONTACTS.
142367.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მეორე დღეს პირველი საათისთვის მისტერ ბეიკერთან ერთად ლოცვაზე წავედი.
The next day at one o'clock I went to Mr. Baker's prayer-meeting.
142368.
განდი | ნაწილი II, თავი XI
იქ მის ჰარისი, მის გებსი, მისტერ ქოუთსი და სხვები გამაცნეს.
There I was introduced to Miss Harris, Miss Gabb, Mr. Coates and others.
142369.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ლოცვისას ყველანი იჩოქებდნენ და მეც მათ მივბაძე.
Everyone kneeled down to pray and I followed suit.
142370.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ლოცვებში უფალს სხვადასხვა თხოვნას ავედრებდნენ.
The prayers were supplications to God for various things.
142371.
განდი | ნაწილი II, თავი XI
„უფალო, უჩვენე გზა ჩვენს ახალ მოძმეს“.
'Lord, show the path to the new'.
142372.
განდი | ნაწილი II, თავი XI
„მიეც მას უფალო, მშვიდობა, რომელიც ჩვენ გვიწილადე“.
'Give him, Lord, the peace that Thou hast given us'.
142373.
განდი | ნაწილი II, თავი XI
„დაე უფალმა იესომ ისევე დაიცვას იგი, როგორც ჩვენ გვიცავს“.
'May the Lord Jesus who has saved us save him too'.
142374.
განდი | ნაწილი II, თავი XI
„ამას იესოს სახელით გევედრებით“.
'We ask all this in the name of Jesus.'
142375.
განდი | ნაწილი II, თავი XI
იმ შეკრებებზე არ იყო გალობა ან რაიმე სხვა მუსიკა.
There was no singing of hymns or other music at these meetings.
142376.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ლოცვას ხუთიოდე წუთს ვანდომებდით.
The prayer did not take more than five minutes.
142377.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ორივე, მის ჰარისი და მის გებსი, ხანდაზმული მანდილოსნები ბრძანდებოდნენ.
The Misses Harris and Gabb were both elderly maiden ladies.
142378.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მისტერ ქოუთსი კვაკერი იყო.
Mr. Coates was a Quaker.
142379.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ეს ორი მანდილოსანი ერთად ცხოვრობდა.
The two ladies lived together.
142380.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მათგან მიწვევა მივიღე - ყოველ კვირადღეს ოთხ საათზე ჩაიზე მეპატიჟებოდნენ.
They gave me an invitation to four o'clock tea at their house every Sunday.