მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142381.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ერთად განვიხილავდით ხოლმე ჩემ მიერ წაკითხულ წიგნებსა და შთაბეჭდილებას, რომელიც მათ ჩემზე მოახდინეს.
We discussed with him the books I had read and the impression they had left on me.
142382.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მანდილოსნები თავიანთ განცდებს გვიზიარებდნენ და იმ სულიერ სიმშვიდეზე გვესაუბრებოდნენ, რომელიც ჰპოვეს.
The ladies used to narrate their sweet experiences and talk about the peace they had found.
142383.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მისტერ ქოუთსი გულღია, ღრმადმორწმუნე ახალგაზრდა კაცი იყო.
Mr. Coates was a frank-hearted staunch young man.
142384.
განდი | ნაწილი II, თავი XI
როცა უფრო დავახლოვდით, მისტერ ქოუთსი თავისი გემოვნებით მირჩევდა წიგნებს.
As we came closer to each other, he began to give me books of his own choice.
142385.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ვკითხულობდი და წაკითხულს ერთად განვიხილავდით.
I went on reading and we discussed them together.
142386.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ყველას სახელი არ მახსენდება, მაგრამ მათ შორის იყო დოქტორ პარკერის „კომენტარები“, პირსონის „მრავალი უტყუარი საბუთი“ და ბათლერის „ანალოგია“.
I do not remember the names of them all, but they included the Commentary of Dr. Parker of the City Temple, Pearson's Many Infallible Proofs, and Butler's Analogy.
142387.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მათში მოყვანილი არგუმენტები ღმერთის არსებობის შესახებ ჩემთვის სრულიად ზედმეტი იყო.
The arguments advanced in it regarding the existence of God were unnecessary for me.
142388.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მაგრამ იმ არგუმენტებმა, რომელთაც ავტორები იმის დასასაბუთებლად იყენებდნენ, რომ იესო უფლის ერთადერთი განსხეულება და შუამავალია უფალსა და ადამიანს შორის, გულგრილი დამტოვა.
But the arguments in proof of Jesus being the only incarnation of God and the Mediator between God and man left me unmoved.
142389.
განდი | ნაწილი II, თავი XI
თუმცა მისტერ ქოუთსი ის კაცი არ გახლდათ, მარცხი იოლად ეღიარებინა.
But Mr. Coates was not the man easily to accept defeat.
142390.
განდი | ნაწილი II, თავი XI
შენიშნა, რომ კისერზე ვაიშნავას ტულასის ყელსაბამი მება.
He saw, round my neck, the Vaishnava necklace of Tulsi-beads.
142391.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ის ამას ცრუმორწმუნეობად აღიქვამდა.
He thought it to be superstition.
142392.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— ასეთი ცრუმორწმუნეობა არ შეგშვენით, ნება მომეცით, ეგ ყელსაბამი გაგიწყვიტოთო.
'This superstition does not become you. Come, let me break the necklace'.
142393.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— ეს ყელსაბამი დედაჩემის წმინდა საჩუქარია.
'It is a sacred gift from my mother.'
142394.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— ნუთუ გწამთ ამისი?
'But do you believe in it?'
142395.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— მისი მნიშვნელობის იდუმალება არ მესმის.
'I do not know its mysterious significance'.
142396.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— არა მგონია, რამე დამიშავდეს, თუ არ ვატარებ.
'I do not think I should come to harm if I did not wear it'.
142397.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— მაგრამ თუ დამაჯერებელი მიზეზი არ მექნა, ვერაფრით დავთმობ ყელსაბამს, რომელიც დედამ სიყვარულით შემაბა კისერზე და დარწმუნებული იყო, რომ ის სიკეთეს მომიტანდა.
'But I cannot, without sufficient reason, give up a necklace that she put round my neck out of love and in the conviction that it would be conducive to my welfare'.
142398.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— როცა დროთა განმავლობაში გაცვდება და თავისით გაწყდება, ახალს აღარ შევიბამ.
'When, with the passage of time, it wears away and breaks of its own accord, I shall not get a new one'.
142399.
განდი | ნაწილი II, თავი XI
— მაგრამ ამ ყელსაბამის გაწყვეტა არ შეიძლება.
'But this necklace cannot be broken.'
142400.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მისტერ ქოუთსი ვერაფრით დაარწმუნა ჩემმა არგუმენტმა, რადგან ჩემს რელიგიას პატივს არ სცემდა.
Mr. Coates could not appreciate my argument, as he had no regard for my religion.