მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142421.
განდი | ნაწილი II, თავი XI
„მე ჩემი ცოდვების გამოსყიდვას არ ვესწრაფვი“.
'I do not seek redemption from the consequences of my sin'.
142422.
განდი | ნაწილი II, თავი XI
„ჩემი მისწრაფებაა საკუთრივ ცოდვისგან, ან თუნდაც ცოდვაზე ფიქრისგან გავთავისუფლდე“.
'I seek to be redeemed from sin itself, or rather from the very thought of sin'.
142423.
განდი | ნაწილი II, თავი XI
„დამიჯერეთ, თქვენი მცდელობა უნაყოფოა. კიდევ ერთხელ დაფიქრდით იმაზე, რაც მე გითხარით“.
'I assure you, your attempt is fruitless. Think again over what I have said.'
142424.
განდი | ნაწილი II, თავი XI
შეგნებულად სჩადიოდა ცოდვას და მიჩვენებდა, რომ ცოდვაზე ფიქრი ოდნავაც არ აწუხებდა.
He knowingly committed transgressions, and showed me that he was undisturbed by the thought of them.
142425.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ყველა ქრისტიანი არ იზიარებს ცოდვათა მონანიების ამგვარ თეორიას.
All Christians did not believe in such a theory of atonement.
142426.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მისტერ ქოუთსი თავადაც უფლის შიშში ატარებდა ცხოვრებას.
Mr. Coates himself walked in the fear of God.
142427.
განდი | ნაწილი II, თავი XI
გული წმინდა ჰქონდა და სწამდა, რომ თვითგანწმენდა შესაძლებელია.
His heart was pure, and he believed in the possibility of self-purification.
142428.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ის ორი მანდილოსანიც ამავე აზრს იზიარებდა.
The two ladies also shared this belief.
142429.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ზოგი წიგნი, რომელიც ხელში ჩამივარდა, ჭეშმარიტი რწმენით იყო განმსჭვალული.
Some of the books that came into my hands were full of devotion.
142430.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მისტერ ქოუთსი ძლიერ ააღელვა ჩემმა ბოლოდროინდელმა გამოცდილებამ.
Mr. Coates was very much disturbed by this latest experience of mine.
142431.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ვუთხარი, რომ პლიმუთელი მოძმის დამახინჯებული რწმენა ქრისტიანობის წინააღმდეგ ვერ განმაწყობდა.
I told him that the distorted belief of a Plymouth Brother could not prejudice me against Christianity.
142432.
განდი | ნაწილი II, თავი XI
მე სულ სხვა რამ მაწუხებდა.
My difficulties lay elsewhere.
142433.
განდი | ნაწილი II, თავი XI
ბიბლია და მისი აღიარებული ინტერპრეტაცია.
The Bible and its accepted interpretation.
142434.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ინდოელებთან დაახლოების მცდელობა.
SEEKING TOUCH WITH INDIANS.
142435.
განდი | ნაწილი II, თავი XII
სანამ ქრისტიანულ კონტაქტებზე საუბარს განვაგრძობდე, იმავე ხანებში განცდილი სხვა შთაბეჭდილებები უნდა აღვწერო.
Before writing further about Christian contacts, I must record other experiences of the same period.
142436.
განდი | ნაწილი II, თავი XII
შეთ თიებ ჰაჯი ხან მუჰამედს პრეტორიაში იგივე თანამდებობა ეკავა, რაც დადა აბდულას ნატალში.
Sheth Tyeb Haji Khan Muhammad had in Pretoria the same position as was enjoyed by Dada Abdulla in Natal.
142437.
განდი | ნაწილი II, თავი XII
პრეტორიაში ჩასვლის პირველსავე კვირას გასაცნობად ვეახლე და გავუმხილე ჩემი განზრახვა, რომ პრეტორიაში მცხოვრებ ყველა ინდოელთან მსურდა დაახლოება.
I made his acquaintance the very first week and told him of my intention to get in touch with every Indian in Pretoria.
142438.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ვუთხარი, რომ მინდოდა იქაური ინდოელების ცხოვრების პირობები შემესწავლა და ვთხოვე, ამ საქმეში დამხმარებოდა, რაზეც მან სიხარულით მომცა თანხმობა.
I expressed a desire to study the conditions of Indians there, and asked for his help in my work, which he gladly agreed to give.
142439.
განდი | ნაწილი II, თავი XII
პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ პრეტორიაში მცხოვრები ინდოელების საერთო კრება მოვიწვიე და ტრანსვაალში მათი მდგომარეობის ზოგადი სურათი დავუხატე.
My first step was to call a meeting of all the Indians in Pretoria and to present to them a picture of their condition in the Transvaal.
142440.
განდი | ნაწილი II, თავი XII
შეკრება ჰაჯი მუჰამედ ჰაჯი ჯუსებ შეთის სახლში შედგა.
The meeting was held at the house of Sheth Haji Muhammad Haji Joosab.