მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142441.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ფაქტობრივად ინდუსი მოსახლეობა პრეტორიაში მცირერიცხოვანი იყო.
The Hindu population in Pretoria was, as a matter of fact, very small.
142442.
განდი | ნაწილი II, თავი XII
შეიძლება ითქვას, რომ სიტყვა, რომელიც იმ შეკრებაზე წარმოვთქვი, ჩემი პირველი საჯარო გამოსვლა იყო.
My speech at this meeting may be said to have been the first public speech in my life.
142443.
განდი | ნაწილი II, თავი XII
არც მაშინ და არც ახლა ამ შეხედულებას არ ვიზიარებ.
I did not think so then, nor do I now.
142444.
განდი | ნაწილი II, თავი XII
დღესაც მყვანან მეგობარი ვაჭრები, რომლებიც მედავებიან და მიმტკიცებენ, რომ პატიოსნება ბიზნესთან შეუთავსებელია.
Even today there are merchant friends who contend that truth is inconsistent with business.
142445.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ბიზნესი მთლიანად პრაქტიკის, ხოლო პატიოსნება - რელიგიის სფეროს განეკუთვნებაო;
Business, they say, is a very practical affair, and truth a matter of religion;
142446.
განდი | ნაწილი II, თავი XII
და ასაბუთებენ, რომ პრაქტიკული საქმიანობა ერთია, ხოლო რელიგია სულ სხვა საქმეა.
and they argue that practical affairs are one thing, while religion is quite another.
142447.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ისინი მიიჩნევენ, რომ გულწრფელობა საქმიან ურთიერთობებში სრულიად გამორიცხულია.
Pure truth, they hold, is out of the question in business.
142448.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ჩემს გამოსვლაში მკაცრად გავკიცხე ეს თვალსაზრისი.
I strongly contested the position in my speech.
142449.
განდი | ნაწილი II, თავი XII
აღმოვაჩინე, რომ ჩვენი ხალხის ყოფა სისუფთავით არ გამოირჩეოდა იმ ინგლისელებთან შედარებით, ვის გვერდითაც უწევდათ ცხოვრება.
I had found our peoples' habits to be insanitary, as compared with those of the Englishmen around them.
142450.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ხაზი გავუსვი იმასაც, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაგვევიწყებინა იმ ტიპის განსხვავებები, როგორიცაა ინდუსი, მუსლიმანი, პარსი, ქრისტიანი, გუჯარათელი, მადრასელი, პენჯაბელი, სინდჰი, კაჩიელი, სურტი თუ სხვა.
I laid stress on the necessity of forgetting all distinctions such as Hindus, Musalmans, Parsis, Christians, Gujaratis, Madrasis, Punjabis, Sindhis, Kachchhis, Suratis and so on.
142451.
განდი | ნაწილი II, თავი XII
დასკვნის სახით გამოვთქვი აზრი, შეგვექმნა საზოგადოება, რომელიც შეძლებდა ხელისუფლებისთვის დაენახვებინა ინდოელი მოსახლეობის პრობლემები.
I suggested, in conclusion, the formation of an association to make representations to the authorities concerned in respect of the hardships of the Indian settlers.
142452.
განდი | ნაწილი II, თავი XII
როგორც შევატყვე, ჩემმა სიტყვამ დამსწრე საზოგადოებაზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
I saw that I made a considerable impression on the meeting.
142453.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ჩემს გამოსვლას დისკუსია მოჰყვა.
My speech was followed by discussion.
142454.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ზოგმა შემომთავაზა, რეალური ფაქტები მოეწოდებინა.
Some offered to supply me with facts.
142455.
განდი | ნაწილი II, თავი XII
დავინახე, რომ დამსწრეთაგან ძალიან ცოტამ იცოდა ინგლისური.
I saw that very few amongst my audience knew English.
142456.
განდი | ნაწილი II, თავი XII
და რაკი მიმაჩნდა, რომ ინგლისურის ცოდნა აუცილებელი იყო ამ ქვეყანაში, ვურჩიე, ვისაც დრო გაქვთ, ენა ისწავლეთ-მეთქი.
As I felt that knowledge of English would be useful in that country, I advised those who had leisure to learn English.
142457.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ვუთხარი, რომ უცხო ენის შესწავლა ზრდასრულ ასაკშიც არის შესაძლებელი და ჩამოვუთვალე ადამიანები, ვინც ეს მოახერხა.
I told them that it was possible to learn a language even at an advanced age, and cited cases of people who had done so.
142458.
განდი | ნაწილი II, თავი XII
შეკრების შედეგით კმაყოფილი დავრჩი.
I was satisfied with the result of the meeting.
142459.
განდი | ნაწილი II, თავი XII
გადაწყდა, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგვემართა, თუ არ ვცდები, კვირაში ერთხელ, ან იქნებ, თვეში ერთხელ.
It was decided to hold such meetings, as far as I remember, once a week or, maybe, once a month.
142460.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ამის შედეგად პრეტორიაში აღარ დარჩა ინდოელი, ვისაც ან პირადად არ ვიცნობდი, ან ვისი მდგომარეობის შესახებაც არაფერი ვიცოდი.
The result was that there was now in Pretoria no Indian I did not know, or whose condition I was not acquainted with.