მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142461.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ამან თავის მხრივ მიბიძგა, პრეტორიის ბრიტანელი აგენტი, მისტერ ჯეიკობ დე ვეტი გამეცნო.
This prompted me in turn to make the acquaintance of the British Agent in Pretoria, Mr. Jacobus de Wet.
142462.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ის ინდოელებისადმი თანაგრძნობას იჩენდა, მაგრამ თითქმის არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდა.
He had sympathy for the Indians, but he had very little influence.
142463.
განდი | ნაწილი II, თავი XII
მიუხედავად ამისა, დამთანხმდა, შეძლებისდაგვარად დაგვხმარებოდა და მითხრა, როცა მოგესურვებათ, მაშინ მობრძანდით ჩემთანო.
However, he agreed to help us as best he could, and invited me to meet him whenever I wished.
142464.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ახლა მე რკინიგზის ადმინისტრაციას დავუკავშირდი და მოვახსენე, რომ მათი დღევანდელი წესდებითაც კი ის უსამართლო მოპყრობა, რისი მსხვერპლნიც ინდოელები მგზავრობისას ხდებოდნენ, სრულიად გაუმართლებელი იყო.
I now communicated with the railway authorities and told them that, even under their own regulations, the disabilities about travelling under which the Indians laboured could not be justified.
142465.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ეს ვერაფერი შვება იყო, რადგან სადგურის დირექტორის გადასაწყვეტი რჩებოდა, ვის ეთქმოდა „წესიერად ჩაცმული“.
This was far from giving adequate relief, as it rested with the Station Master to decide who was 'properly dressed'.
142466.
განდი | ნაწილი II, თავი XII
ბრიტანელმა პოლიტიკურმა აგენტმა მაჩვენა საბუთები, რომლებიც ინდოელთა საქმეებს შეეხებოდა.
The British Agent showed me some papers dealing with Indian affairs.
142467.
განდი | ნაწილი II, თავი XII
თიებ შეთმაც მომცა მსგავსი საბუთები.
Tyeb Sheth had also given me similar papers.
142468.
განდი | ნაწილი II, თავი XII
მოკლედ, პრეტორიაში ყოფნამ შემაძლებინა, ტრანსვაალში და ორანჟის პროვინციაში მცხოვრები ინდოელების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ღრმად შემესწავლა.
In short, my stay in Pretoria enabled me to make a deep study of the social, economic and political condition of the Indians in the Transvaal and the Orange Free State.
142469.
განდი | ნაწილი II, თავი XII
მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კვლევა უდიდეს სამსახურს გამიწევდა მომავალში.
I had no idea that the study was to be of invaluable service to me in the future.
142470.
განდი | ნაწილი II, თავი XII
რადგან მეგონა, თუ სასამართლო განხილვა მანამდე დასრულდებოდა, წლის ბოლოს შინ დავბრუნდებოდი.
For I had thought of returning home by the end of the year if the case was finished before the year was out.
142471.
განდი | ნაწილი II, თავი XII
მაგრამ უფალმა სხვაგვარად ინება.
But God disposed otherwise.
142472.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
რა ნიშნავს იყო „ყული“.
WHAT IT IS TO BE A 'COOLIE'.
142473.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
უადგილო იქნება აქ დაწვრილებით აღვწერო ტრანსვაალში და ორანჟის პროვინციაში მაცხოვრებელი ინდოელების პირობები.
It would be out of place here to describe fully the condition of Indians in the Transvaal and the Orange Free State.
142474.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ორანჟის პროვინციაში საგანგებო კანონით, რომელიც 1888 წელს ან უფრო ადრე ამოქმედდა, ინდოელებს ჩამორთმეული ჰქონდათ ყველა უფლება.
In the Orange Free State the Indians were deprived of all their rights by a special law enacted in 1888 or even earlier.
142475.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
თუ ინდოელი იქ დარჩენას მოიწადინებდა, დარჩენა შეეძლო, ოღონდ მხოლოდ სასტუმროს ლაქიის ან სხვა მსგავს სფეროში მუშაობის უფლებით.
If Indians chose to stay there, they could do so only to serve as waiters in hotels or to pursue some other such menial calling.
142476.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ინდოელებმა განცხადებები და პეტიციები შეიტანეს, მაგრამ უშედეგოდ.
Indians made representations and petitions, but in vain.
142477.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ტრანსვაალში 1885 წელს ძალიან მკაცრი დადგენილება მიიღეს.
A very stringent enactment was passed in the Transvaal in 1885.
142478.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
იგი ოდნავ შესწორდა 1886 წელს და იმ შესწორებული კანონით განისაზღვრა, რომ ყველა ინდოელს, ვისაც ტრანსვაალში უნდოდა მოხვედრა, უნდა გადაეხადა ბეგარა — სულზე 3 ფუნტი.
It was slightly amended in 1886, and it was provided under the amended law that all Indians should pay a poll tax of £3 as fee for entry into the Transvaal.
142479.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
მათ მიწის შეძენა მხოლოდ მათთვის გამოყოფილ ადგილებში შეეძლოთ.
They might not own land except in locations set apart for them.
142480.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ყოველივე ეს „აზიელებისთვის“ არსებული საგანგებო კანონით განისაზღვრებოდა.
All this was under the special law for Asiatics.