მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142481.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ამდენად, გამოდის, რომ შეზღუდვას პოლიციის კეთილი ნება განსაზღვრავდა.
The exemption thus naturally depended on the sweet will of the police.
142482.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
მე საკუთარ თავზე გამოვცადე ამ ორივე დადგენილების ძალა.
I had to experience the effect of both these regulations.
142483.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
მისტერ ქოუთსთან ერთად ხშირად გავდიოდი ხოლმე სასეირნოდ და შინ იშვიათად ვბრუნდებოდით 10 საათზე ადრე.
I often went out at night for a walk with Mr. Coates, and we rarely got back home much before ten o'clock.
142484.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ვაითუ, პოლიციას დავეპატიმრებინე?!
What if the police arrested me?
142485.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ზანგი მსახურებისთვის მას საშვის გამოწერა უწევდა ხოლმე.
He had to issue passes to his Negro servants.
142486.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
საშვის მიღება მხოლოდ მსახურებს შეეძლოთ თავიანთი ბატონებისაგან.
Only a master might issue a permit to a servant.
142487.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ამიტომ მისტერ ქოუთსმა, თუ მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, გენერალურ პროკურორთან, მისტერ კრაუზესთან მიმიყვანა.
So Mr. Coates or some friend of his took me to the State Attorney, Dr. Krause.
142488.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ჩვენ ერთი და იგივე ადვოკატთა კოლეგიის წევრები გამოვდექით.
We turned out to be barristers of the same Inn.
142489.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ამ ფაქტმა, რომ მე საღამოს 9 საათის შემდეგ გარეთ გასვლისათვის საშვი მჭირდებოდა, იგი აღაშფოთა.
The fact that I needed a pass to enable me to be out of doors after 9 p.m. was too much for him.
142490.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
მან თანაგრძნობა გამოხატა.
He expressed sympathy for me.
142491.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
სადაც უნდა წავსულიყავი, წერილს მუდამ თან დავატარებდი.
I always kept this letter on me whenever I went out.
142492.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ის ამბავი, რომ მისი გამოყენება არასოდეს დამჭირვებია, წმინდა წყლის შემთხვევითობაა.
The fact that I never had to make use of it was a mere accident.
142493.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ტროტუარზე სიარულის აკრძალვის შედეგები საკმაოდ სერიოზული გამოდგა ჩემთვის.
The consequences of the regulation regarding the use of footpaths were rather serious for me.
142494.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ფეხით სასეირნოდ გაშლილი ვაკისაკენ ყოველთვის პრეზიდენტის ქუჩით მივდიოდი ხოლმე.
I always went out for a walk through President Street to an open plain.
142495.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
პრეტორიაში მაცხოვრებელ ბევრ მილიონერს გაცილებით უფრო პომპეზური, ბაღებით გარშემორტყმული სახლები ჰქონდა.
The houses of many of the millionaires in Pretoria were far more pretentious, and were surrounded by gardens.
142496.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
პრეზიდენტ კრუგერის თავმდაბლობა მართლაც რომ საარაკო გახლდათ.
Indeed President Kruger's simplicity was proverbial.
142497.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ერთხელ პოლიციელმა, გაუფრთხილებლად, ისე, რომ არც კი უთხოვია ტროტუარიდან გადავსულიყავი, ხელი მკრა და შუა ქუჩაში გადამაგდო.
Once one of the policemen, without giving me the slightest warning, without even asking me to leave the footpath, pushed and kicked me into the street.
142498.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
შევღონდი.
I was dismayed.
142499.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
მან მითხრა: „განდი, ყველაფერი დავინახე“.
He said: 'Gandhi, I have seen everything'.
142500.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
„ამ კაცს თუ უჩივლებთ, სიამოვნებით ვიქნები თქვენი მოწმე სასამართლოზე“.
'I shall gladly be your witness in court if you proceed against the man'.