მოიძებნა 668043 ჩანაწერი
142501.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი უხეში შეურაცხყოფა მოგაყენეს“.
'I am very sorry you have been so rudely assaulted'.
142502.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
„ნუ წუხხართ, — მივუგე მე, — მაგ საწყალ კაცს რა მოეკითხება?“
'You need not be sorry', I said. 'What does the poor man know?.
142503.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
„მისთვის ყველა ფერადკანიანი ერთია“.
'All coloured people are the same to him'.
142504.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
„უეჭველია, შავკანიანებს ზუსტად ისევე ექცევა, როგორც მე მომექცა ამ წუთას“.
'He no doubt treats Negroes just as he has treated me'.
142505.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
„ასე რომ, არ ვაპირებ საქმის აღძვრას მის წინააღმდეგ“.
'So I do not intend to proceed against him.'
142506.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
„ჰო, ეგ ნამდვილად ჰგავს თქვენს საქციელს, – მითხრა მისტერ ქოუთსმა, — მაგრამ გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ“.
'That is just like you,' said Mr. Coates, 'but do think it over again'.
142507.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
„ამ კაცს ჭკუა უნდა ვასწავლოთ“.
'We must teach such men a lesson'.
142508.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ამის მერე მისტერ ქოუთსი პოლიციელს დაელაპარაკა და უსაყვედურა.
Mr. Coates then spoke to the policeman and reprimanded him.
142509.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
მე მათი საუბარი არ მესმოდა, რადგან ჰოლანდიურად ლაპარაკობდნენ, პოლიციელი ბური ყოფილა.
I could not follow their talk, as it was in Dutch, the policeman being a Boer.
142510.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
მან ბოდიში მომიხადა, რაც სრულიად ზედმეტი იყო, რადგან მისთვის უკვე შენდობილი მქონდა.
He apologized to me, for which there was no need. I had already forgiven him.
142511.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
თუმცა იმ ქუჩით აღარასოდეს გამივლია.
But I never again went through this street.
142512.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
რა საჭირო იყო კიდევ ერთი პანღურის პროვოცირება.
Why should I unnecessarily court another kick?
142513.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ამიტომ სასეირნოდ სხვა გზა ავირჩიე.
I therefore selected a different walk.
142514.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ამ შემთხვევამ იქაური ინდოელების მიმართ თანაგრძნობა გამიღრმავა.
The incident deepened my feeling for the Indian settlers.
142515.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
ამდენად, ჩამოსახლებული ინდოელი მოსახლეობის მდგომარეობა საკმაოდ ღრმად შევისწავლე მხოლოდ მასალებზე დაყრდნობით და მათი ნაამბობით კი არა, არამედ საკუთარი გამოცდილებითაც.
I thus made an intimate study of the hard condition of the Indian settlers, not only by reading and hearing about it, but by personal experience.
142516.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
დავინახე, რომ სამხრეთ აფრიკა ის ქვეყანა არ იყო, რომელშიც თავმოყვარე ინდოელს შეეძლო ცხოვრება.
I saw that South Africa was no country for a self-respecting Indian.
142517.
განდი | ნაწილი II, თავი XIII
მაგრამ იმ დროს ჩემი უმთავრესი მოვალეობა დადა აბდულას სასამართლო პროცესზე დასწრება იყო.
But my principal duty for the moment was to attend to the case of Dada Abdulla.
142518.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
მზადება სასამართლო პროცესისთვის.
PREPARATION FOR THE CASE.
142519.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
პრეტორიაში გატარებულმა იმ ერთმა წელმა უძვირფასესი გამოცდილება შემძინა.
The year's stay in Pretoria was a most valuable experience in my life.
142520.
განდი | ნაწილი II, თავი XIV
სწორედ იქ მომეცა საშუალება, გავცნობოდი საზოგადოებრივ საქმიანობას.
Here it was that I had opportunities of learning public work.